რომელია ჩვენთვის ცნობილი ყველაზე დიდი პლანეტა?
ჩვენს მზის სისტემაში ყველაზე დიდ პლანეტას იუპიტერი წარმოადგენს, მაგრამ კოსმოსში პლანეტების ზომის ლიმიტები, ცხადია, ჩვენი გაზის გიგანტით არ მთავრდება.
თუკი ობიექტში ზედმეტ მასას მოათავსებთ, მისი ბირთვი მსუბუქ ელემენტებს უფრო მძიმეებად გააერთიანებს. იუპიტერზე, დაახლოებით, 80-ჯერ აღმატებული მასით, მიაღწევთ "ნამდვილი ვარსკვლავის" სტატუსს, დაწვავთ რა წყალბადს ჰელიუმში.
მაგრამ ამაზე დაბალი, იუპიტერზე, დაახლოებით, 14-ჯერ მეტი მასით, თქვენ დაიწყებთ დეიტერიუმის შერწყმას, სადაც დიდი აფეთქებიდან დარჩენილი საწვავი ნელ-ნელა თვითწარმოქმნის საკუთარ ენერგიას.
გამყოფი ხაზი გაზის გიგანტსა და ყავისფერ ჯუჯას შორის ახასიათებს ყველაზე მასიურ პლანეტას. თუმცა, ფიზიკური ზომის თვალსაზრისით, ყავისფერი ჯუჯები რეალურად უფრო პატარაა, ვიდრე უმსხვილესი გაზის გიგანტები.
გარკვეულ მასაზე მაღლა, დიდი პლანეტების შიგნით არსებული ატომები დაიწყებს იმდენად მკვეთრად შეკუმშვას, რომ მასის გაზრდით რეალურად შემცირდება პლანეტის ზომა. ამით აიხსნება ის, თუ რატომ არის იუპიტერის მასა სატურნისაზე 3-ჯერ დიდი, მაგრამ იგი ფიზიკურად მხოლოდ ოდნავ აღემატება სატურნს.
დღესდღეობით დადასტურებული ყველაზე დიდი პლანეტა, რომელიც ყავისფერი ჯუჯა არ არის, 2009 წელს აღმოჩენილი WASP-17b-ია (იხილეთ ზემოთა სურათი). მისი ზომა ორჯერ აღემატება იუპიტერის რადიუსს, თუმცა ამ უკანასკნელის მასის მხოლოდ 48,6%-ს შეადგენს. ბევრი სხვა "ფუმფულა" პლანეტა შედარებით დიდია, მაგრამ მნიშვნელოვნად დიდი — არა. ყველაზე დიდი პლანეტები, როგორიცაა WASP-17b, შეიძლება იყოს იუპიტერზე ორჯერ დიდი. ამდენად, პლანეტების ზომის ლიმიტი, ჯერჯერობით, აქ მთავრდება.
კომენტარები