შეიმუშავეს ახალი ტექნიკა, რომელსაც ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება შეუძლია
მეცნიერებმა მიაგნეს მეთოდს რითაც ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირებაა შესაძლებელი. ეს კონკრეტულ აირებში ატომების თანაფარდობის გაზომვით ხდება. ამით გვეცოდინება თუ რა ხდება მაგმას სიღრმეში.
ისევე როგორც სისხლის ანალიზი ტარდება თქვენი ჯანმრთელობის შესამოწმებლად, ახალი მეთოდი, რომელიც გამოქვეყნდა Nature-ში ტოკიოს უნივერსიტეტის ჯგუფის მიერ, ეფექტიანია ვულკანის პროგნოზირების მხრივ.
ჩვენ ვიცით, რომ ვულკანური ამოფრქვევები საშიშია, ხოლო მათი პროგნოზირება აქამდე ძალიან რთული იყო. ახალ აღმოჩენას ამის შეცვლა შეუძლია.
მეცნიერებს ახლა შეუძლიათ იმის დადგენა თუ რამდენად ქაფიანია მაგმა — ეს არგონ-40-ისა და ჰელიუმ-3-ის თანაფარდობის ცვლილებებზე დაკვირვებით. თავის მხრივ, "აფის" ხარისხი გამოიყენება კონკრეტული ტიპის ამოფრქვევის ალბათობის პროგნოზირებისთვის.
პროფესორმა ჰიროჩიკა სუმინომ კვლევითი ცენტრიდან განმარტა პრესრელიზში: "ჩვენ ვიცოდით, რომ ჰელიუმის იზოტოპის თანაფარდობა იცვლება დედამიწის ქერქში ნაპოვნი ჰელიუმის მსგავსად. ეს ისევე როგორც დედამიწის მანტიაში, როდესაც მაგმის აქტივობა იზრდება".
"თუმცა, ჩვენ არ ვიცოდით, რატომ გვქონდა მანტიიდან მიღებული უფრო მეტი ჰელიუმი მაგმატური არეულობის დროს", — დასძინა მან.
მკვლევრები 7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მოქმედი ვულკანის კუსაცუ-შირანის ირგვლივ გაზებს
სუმინომ და მისმა გუნდმა აირჩიეს ექვსი ფუმაროლიდან მომდინარე გაზების მონიტორინგი გუნმას პრეფექტურაში მოქმედ კუსაცუ-შირანის ვულკანთან, რომელიც მდებარეობს ტოკიოს ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 150 კილომეტრში. აქ ისინი იღებდნენ ნიმუშებს 2014 წლიდან 2021 წლამდე რამდენიმე თვის ინტერვალით.
ნიმუშების შეგროვების შემდეგ მათ შესაფასებლად გამოიყენეს უახლესი აპარატურა, რომელსაც ეწოდება სპეციფიკური გაზის მასის სპექტრომეტრი. ამის წყალობით, მათ შეძლეს ზუსტად განესაზღვრათ იზოტოპური კომპოზიციები, მათ შორის ულტრა იზოტოპები, როგორიცაა ჰელიუმ-3. ეს ჩვეულებრივ უფრო დიდი რაოდენობით გვხვდება მანტიაში, ვიდრე ქერქში ან ჰაერში.
"როდესაც ვულკანს ადარებთ ადამიანის სხეულს, ჩვეულებრივი გეოფიზიკური მეთოდები, რომლებიც წარმოდგენილია მიწისძვრებზე დაკვირვებით და ქერქის დეფორმაციებით, მსგავსია გულმკერდის მოსმენისა და სხეულის ზომის გაზომვისა. მეორეს მხრივ, ფუმაროლის აირებში ელემენტების ქიმიური და იზოტოპური შემადგენლობის ანალიზი ჰგავს სისხლის ანალიზს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუყურებთ რეალურ მასალას, რომელიც პირდაპირ მიიღება მაგმადან. ამით ზუსტად ვიცით რა ხდება მაგმაში", — თქვა სუმინომ.
ამის გათვალისწინებით, სუმინო აპირებს შექმნას ახალი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ განახორციელონ იგივე ანალიზი რეალურ დროში. ეს ვულკანების ამოფრქვევას ბევრად უფრო პროგნოზირებადს გახდის, რაც ცასლსახად ძალიან მნიშვნელოვანია.
კომენტარები