Oculus-ის დამფუძნებლის თქმით, მისი VR ჩაფხუტი ვიდეოთამაშში მოკლულებს რეალურ ცხოვრებაშიც მოკლავს
"თუ თამაშში მოკვდები, კვდები რეალურ ცხოვრებაშიც", — ამბობს პალმერ ლაქი, Oculus-ის დამფუძნებელი, რომელიც ამტკიცებს, რომ პირველი მკვლელი VR ჩაფხუტი შექმნა.
კომპანია Oculus VR-ის დამფუძნებელი და თავდაცვის კონტრაქტორი, პალმერ ლაქი ამტკიცებს, რომ მან შექმნა VR ჩაფხუტი, რომლის გამოყენების დროსაც თამაშში ავატარის სიკვდილი მომხმარებლის სიკვდილის ტოლფასი იქნება.
''ნამდვილი ცხოვრების, ვირტუალურ ავატართან დაკავშირების იდეა ყოველთვის მხიბლავდა — შენ უეცრად ამაღლებ ფსონებს მაქსიმალურ დონემდე და აიძულებ ადამიანებს ფუნდამენტურად დაფიქრდნენ, თუ როგორ ურთიერთობენ ვირტუალურ სამყაროსთან და მის შიგნით არსებულ მოთამაშეებთან. მაღალი ხარისხის გრაფიკამ შეიძლება თამაში უფრო რეალურად გვაგრძნობინოს, მაგრამ მხოლოდ სერიოზულ საფრთხეებს და შედეგებს შეუძლია გახადოს ის რეალური თქვენთვის და ყველა სხვა მოთამაშისათვის'', — წერს პალმერ ლაქი.
''2022 წლის 6 ნოემბრის Sword Art Online-ის ინციდენტის აღსანიშნავად, მე შევქმენი OQPNVG, პირველი ვირტუალური რეალობის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მომხმარებლის მოკვლა — თუ თამაშში მოკვდები, კვდები რეალურ ცხოვრებაში'', — წერს ის.
მომაკვდინებელი თამაშის შექმნის ინსპირაცია 2012 წელს გამოსული ანიმეა, სახელად Sword Art Online. ანიმეს სიუჟეტი 2022 წელს მიმდინარეობს, მთავარი პერსონაჟი, ბეტა ტესტერი კირიტო, ახალ გამოსულ, განვითარებული ტექნოლოგიის, VR ჩაფხუტის თამაშს იწყებს, რომელიც სრულიად უვნებლად გამოიყურება, მაგრამ დროთა განმავლობაში ის იგებს, რომ ამ თამაშში არსებული კაცი რეალურ ცხოვრებაშიც კლავს მოთამაშეებს და მასზე გამოძიებები დიდი ხანია მიმდინარეობს.
აქ ბევრი რამ გვაქვს გასათვალისწინებელი — ასეთი გაჯეტის გამოგონებას ვინმე სხვა რომ ამტიკცებდეს შესაძლოა ამისთვის ზედმეტი ყურადღება არ მიგვექცია, მაგრამ აქ საუბარია პალმერ ლაქიზე, რომელიც არ არის უბრალო პროგრამისტი. ის მიიჩნევა თანამედროვე VR-ჩაფხუტის მთავარ შემქმნელად. მის მიერ შექმნილი ტექნოლოგია ამჟამად ემსახურება Meta-ს აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პროექტს მეტავერსს, ეს იმას ნიშნავს რომ ლაქი თავისი VR ოსტატობით ქმნის ძვირადღირებულ "იარაღს".
აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ პალმერ ლაქი უკვე დიდი ხანია საუბრობს მომაკვდინებელი თამაშის შექმნაზე.
როგორც ზემოთ ვახსენეთ ლაქის ბლოგის მიხედვით მოწყობილობა NerveGear-ის პატივსაცემად არის შექმნილი, რომელიც მკვლელი ჩაფხუტის სახელია Sword Art Online-ში. ეს ჩაფხუტი მომხმარებლის ტვინს ადუღებს, თუ ისინი ვერ გაექცევიან ვირტუალურ თამაშს, სადაც შეშლილმა მეცნიერმა მოთამაშეები ხაფანგში მოაქცია.
პალმერ ლაქი ამბობს რომ მისი და თავისი კომპანიის Oculus-ის პოპულარობა ამ სერიალის დამსახურებაა, VR ჩაფხუტის პოპულარიზაცია განსაკუთრებით იაპონიაში მოხდა, რის შემდეგაც ჩაფხუტი მალე ავიდა მათი გაყიდვების მარკეტის მეორე ადგილზე.
"კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ ნახევრად ახლოს ვართ ნამდვილი NerveGear-ის შექამნასთან", — წერს ის. "ცუდი ამბავი კი ის არის, რომ ჯერჯერობით, ჩაფხუტის მხოლოდ ის ნახევარი გვაქვს გააზრებული, რომელიც გკლავს. ამ VR ის სრულყოფილად შექმნისათვის ჯერ კიდევ მრავალი წელია საჭირო".
ჩაფხუტში ასაფეთქებელი მუხტები, მისი თქმით, მიბმულია წვრილ ფოტოსენსორთან, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს ეკრანის წითლად ციმციმი კონკრეტულ სიხშირეზე, როდესაც თამაშში გამოჩნდება შესაბამისი ეკრანი, მაშინვე მოხდება დამუხტვა და ჩაფხუტი გაანადგურებს მომხმარებლის ტვინს. ლაქიმ აღიარა რომ ჯერ გამბედაობა არ ეყო რათა, ჩაფხუტი თავად ეცადა რადგან მისი თქმით, მოწყობილობა ზედმეტად არასტაბილურია.
''ამ ეტაპზე, ეს ჩაფხუტი მხოლოდ საოფისე ხელოვნების ნიმუშია, რომელიც შეხსენებაა იმისა, რომ ვიდეოთამაშების დიზაინის გზები შეუცნობელია. ის ასევე არის პირველი, თუმცა არა ბოლო მაგალითი VR მოწყობილობისა რომელსაც შეუძლია რეალურად მოკლას მომხმარებელი".
ცხადია, რომ ამჟამად არავინ იმყოფება საფრთხის წინაშე. დადებითი მხარე ის არის, რომ ჩვენ ახლა შეგვიძლია პასუხი გავცეთ კითხვებს, რომელიც ადამიანებს გაუჩნდიათ 2012 წელს ანიმეს ყურების დროს — შესაძლებელია თუ არა Sword Art Online-ის მსგავსი სიუჟეტი რეალურ ცხოვრებაშიც განმეორდეს? რამდენად დასაშვებია მსგავსი ტექნოლოგიის შექმნა, მასზე საჯარო საუბარი და მეტიც, მის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე ფიქრი?
კომენტარები