რამდენად შეგვიძლია სიბერის თავიდან აცილება — რას ამბობენ მეცნიერები
მარადიული ახალგაზრდობის იდეა ხშირად უფრო ზღაპრად წარმოგვედგინა, ვიდრე მიღწევად რეალობად. თუმცა, ეს მეცნიერებისთვის არაფერს ნიშნავს. დღეს ბევრისთვის დაბერება დაავადებაა, რომლისგანაც ადამიანი უნდა განიკურნოს. ახლა კი, MIT Technology Review-ის თანახმად, მკვლევრები ამ მიზანს უახლოვდებიან.
ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება
ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს არის რიკ კლაუსნერი, მოწინავე ბიოტექნოლოგიური სტარტაპ Altos Labs-ის დამფუძნებელი და მთავარი მეცნიერი. კლაუსნერი გვპირდება "სამედიცინო გაახალგაზრდავებას" "გაახალგაზრდავების პროგრამირების" საშუალებით. საუბარია მეთოდზე, რომელიც მიზნად ისახავს დნმ-ის ეპიგენომის გადატვირთვას. ეს აკონტროლებს გენების გამოხატვასა და უჯრედების იდენტურობას. ტექნიკა ინდივიდუალურ უჯრედებს აახალგაზრდებს.
უარყოფითი მხარე? მეთოდს ასევე შეუძლია გამოიწვიოს უჯრედების არაპროგნოზირებადი ცვალებადობა და სიმსივნე.
მიუხედავად ამისა, კლაუსნერის თქმით, უკვე დადასტურებულია, რომ მეთოდი მუშაობს და ეს თაგვებზე კვლევებმა აჩვენა. მისი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მონაცემებიდან გამომდინარე, ის ამტკიცებს, რომ თაგვები დიაბეტისაგან და სხვა დაავადებებისგან განკურნა.
ბუნებრივია, Altos-ის მეთოდებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ერთმა ემბრიოლოგმა, რომელმაც MIT Tech-თან ისაუბრა, სტარტაპს "ალქიმიის პროექტი" უწოდა და კლაუსნერი აღწერა, როგორც "ევანგელისტური" მოსაუბრე.
რაც შეეხება უფრო მეცნიერულ კონტრარგუმენტს, მეთოდის კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ ის უჯრედებს ემბრიონის ღეროვანი უჯრედების მდგომარეობას უბრუნებს. ამ პროცესში კი კარგავს ეპიგენეტიკურ იდენტობას. და როგორც სახელი გვეუბნება,, ემბრიონის უჯრედები განკუთვნილია ემბრიონებისთვის და არა მოზრდილებისთვის. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა შეიძლება წარმოიშვას ამ შეუთავსებლობისგან.
თუმცა, კლაუსნერი ამტკიცებს, რომ თაგვებში "ნაწილობრივი" გადაპროგრამირება გვერდს უვლის ამას, რაც პატარა მღრღნელებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად.
"თქვენ აახალგაზრდავებთ უჯრედებს, მაგრამ არ კარგავთ უჯრედულ იდენტობას", — განუცხადა მან MIT Tech-ს.
მიუხედავად ამისა, MIT Tech აღნიშნავს, რომ მეცნიერული კონსენსუსი ჯერ მაინც არ არსებობს იმაზე თუ ზუსტად რა არის დაბერების გამომწვევი მთავარი მიზეზი. შესაბამისად, მისგან თავის არიდება ჯერ შეიძლება ადრე იყოს.
ამიტომ, ასეთი კვლევები შეიძლება იყოს გენიალური, ან სულაც საეჭვო. შესაბამისად, ერთია შემართება, მაგრამ რამდენად ახლოსაა სიბერის დამარცხება ჯერ ზუსტად მაინც არ ვიცით. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეცნიერების უმეტესობა დღეს დაბერებას როგორც დაავადებას ისე უყურებს და მისგან კაცობრიობის განკურნვას ცდილობს, თუმცა, ერთია შემართება და მეორე დრო, რომელიც მათ ამისთვის შეიძლება დასჭირდეთ.
კომენტარები