შექმნეს მასალა, რომელიც პლასტმასასავით მზადდება და ელექტრობას ლითონივით ატარებს
მეცნიერებმა სრულიად ახალი მასალა შექმნეს, რომელიც პლასტმასასავით მზადდება, ელექტრობას კი ლითონივით ატარებს. ისინი ამბობენ, რომ ამის ახსნა შეუძლებელია, რადგან ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს და შესაძლოა, სამომავლო მიგნებებსაც დაედოს საფუძვლად.
"ეს გზას გვიხსნის სრულიად ახალი ტიპის მასალებისკენ, რომლებიც ელექტრობის გამტარია, ფორმას მარტივად იღებს და ყოველდღიურ პირობებში ძალიან გამძლეა", — აცხადებენ ავტორები.
გამტარი მატერია მრავალი სახით არსებობს, რაც მათი გამოყენებით, საჭიროებების მიხედვით, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობის შექმნის საშუალებას იძლევა. ამის მიუხედავად, ყველა მათგანს საერთოც აქვს, კერძოდ, მოწესრიგებულად, მჭიდროდ განლაგებული ატომებისგან ან მოლეკულებისგან შედგება. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეფექტიან გამტარობას სწორედ ეს განაპირობებდა.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახალ მასალაში მსგავსი წესრიგი დარღვეულია, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის, ელექტრობა გაატაროს, თანაც საკმაოდ კარგად.
"ფუნდამენტური პერსპექტივიდან, ის ლითონი არ უნდა იყოს. არ არსებობს მყარი თეორია, რომელიც ამ ყველაფერს ახსნის", — ამბობენ ისინი
ეს უჩვეულო მატერია სიცხეს, ტენიანობას, მაღალ მჟავიანობასა და ტუტიანობას მარტივად უძლებს. ასევე, მოღუნვას, გაჭყლეტასა და ფორმის შეცვლას, ისე, რომ ლითონისთვის დამახასიათებელ თვისებებს არ კარგავს. მისი მეშვეობით შეგვიძლია, მოწყობილობები ახლებურად დავამზადოთ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature today გამოქვეყნდა.
კომენტარები