გამოფენა — პოპ-აპი: ქსოვილები
თიბისი აგრძელებს თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობას, ამჯერად არტისტ ნინო ქვრივიშვილის გამოფენის "პოპ-აპი: ქსოვილები" მხარდამჭერია.
"პოპ-აპი: ქსოვილები" დროებითი, ადგილის სპეციფიკური გამოფენაა, რომელიც 28-29 ოქტომბერს ქსოვილების მაღაზიაში იმართება (თამარ მეფის გამზ. #17). გამოფენისთვის ქსოვილების ისტორიული მაღაზია განზრახ შეირჩა, ვინაიდან ეს ერთ-ერთი იშვიათი კერძო სივრცეა, სადაც ინტერიერი შენარჩუნებულია და აქ დღემდე იყიდება ის, რაც მაღაზიის ძველ აბრაზეა — ქსოვილები.
ნინო ქვრივიშვილის ბოლოდროინდელი ფერწერული სერია ტექსტილის წარმოებასა და ქვეყნის ყოფილ აქტიურ ინდუსტრიას შეეხება. ხელოვანი იმ თაობას მიეკუთვნება, ვინც ტექსტილის დარგს ინდუსტრიის გაქრობის კვალდაკვალ სწავლობდა და ამ მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეუძლებელი ხდებოდა. აღნიშნული სერიის აბსტრაქტული ფორმები, ერთგვარი მედიტაცია ინდუსტრიულ თემაზე, გამოფენისთვის შერჩეულ ნამუშევრებშიც მეორდება, რომლებიც მაღაზიის სივრცეში თაბაშირის ჩანართებთან ერთადაა წარმოდგენილი. გამოფენაზე, ასევე ვხედავთ ნაწილობრივ დაფარულ სხეულებსაც, რომლებიც მოდის ჟურნალების გამოსახულებებს მოგვაგონებს და ამავდროულად, იმ მრავალი ქალის ისტორიაზე მიგვანიშნებს, ვინც ამ ინდუსტრიაში იყო ჩართული, თუმცა ხშირად, უხილავი რჩებოდა — ნინო ქვრივიშვილი ამ საკითხს უკვე რამდენიმე წელია იკვლევს. აგრეთვე წარმოდგენილია ინსტალაცია "ამ აბრეშუმში რას გადაიხდიდი?" — ტექსტილის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასთან ერთად, სტუმრებს შეუძლიათ, რომ ინდუსტრიული აბრეშუმის ნაჭერი სახსოვრად წაიღონ.
XX საუკუნეში, საქართველოში ქსოვილთან დაკავშირებული მრავალი საწარმო, ფაბრიკა და მაღაზია იყო. 1990-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ბევრი სხვა ინდუსტრიის მსგავსად, ამ დაწესებულებათა უმეტესობამ არსებობა შეწყვიტა. ყოფილი თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, ახალი სამუშაო ადგილები, თუ პროფესიები მოენახათ. ტექსტილის წარმოებისა და ვაჭრობის ბევრი ადგილი კერძო საკუთრებაში გადავიდა და მათმა დიდმა ნაწილმა სრულიად განსხვავებული ფუნქცია შეიძინა. ისინი კოლექტიური მეხსიერების ნაწილი იყო და დღეს, შეცვლილი დანიშნულებითა და ზოგჯერ, შესამჩნევი ისტორიით, წინა სამი ათწლეულის არაერთ ცვლილებას ასახავს. ამავდროულად, ისინი იმ ადამიანთა ისტორიას ეხმიანება, ვინც ამ წარმოებაში იყო ჩართული, ან ქსოვილებს ყიდულობდა.
გამოფენის კურატორია დათა ჭიღოლაშვილი. ნინო ქვრივიშვილის და დათა ჭიღოლაშვილის სახელოვნებო-კვლევითი თანამშრომლობა ტექსტილის წარმოების, ცვალებადი ადგილების, დროისა და მეხსიერების საკითხებს შორის კავშირებს ქმნის და ამ გზით, საქართველოს ქსოვილის ინდუსტრიის ისტორიას ეხმიანება. შერჩეული ფორმატით, ეს გამოფენა შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა სწავლება და შრომა, ცვალებადი ადგილები და ფუნქციები, ცხოვრების და მოხმარების ტემპი.
გამოფენის თარიღები და სამუშაო საათებია:
28-29.10.2022 / 10:00 - 18:00
მისამართი: თამარ მეფის გამზ. 17, თბილისი. ქსოვილების მაღაზია.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები