თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
სექტემბრის ინფლაციამ 11.5% შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შედარებით, უფრო მაღალი მაჩვენებელია. ძირითადი განსხვავება იმპორტირებული პროდუქციის ფასების პროგნოზთან შედარებით, ჯერჯერობით უფრო ნაკლები შემცირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, საქართველოში დეფლაციური ეფექტი ამ კუთხით ჯერ კიდევ ამოწურული არაა. სავარაუდოდ, დამატებით უნდა გაიაფდეს ისეთი მნიშვნელოვანი კატეგორიები, როგორიცაა: ნავთობპროდუქტები, ზეთი, შაქარი და სხვა. ამასთან, გაზრდილი საერთაშორისო სასაქონლო ფასების გამო, თიბისი კაპიტალის წინა მოლოდინებთან შედარებით, შემცირება უფრო ნაკლები იქნება. ასევე, ბოლო პერიოდში იკვეთება სურსათის გარკვეული კატეგორიების მოლოდინებთან შედარებით ნაკლები მოსავალი, მაგალითად, კარტოფილის, სიმინდის და სხვა, რაც სამომხმარებლო ფასებზე ჯერ ასახული არაა. ისევე, როგორც, რუსეთიდან მიგრაციის დამატებითმა ტალღამ უმეტესწილად ბინის ქირაზე შემდგომი ზეწოლა განაპირობა. თუმცა, შიდა მოთხოვნის მხრიდან გამოწვეული ინფლაციის კუთხით, თიბისი კაპიტალის მოლოდინები მთლიანობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ თიბისი კაპიტალის შეფასებით, ეკონომიკის ზრდასთან უფრო გამოკვეთილი კავშირი მომსახურების ინფლაციას აქვს.
2022 წელს, თიბისი კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკის ზრდამ 10.6%-ს რომ მიაღწიოს, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო თვეებში წლიური ზრდა მაღალი იქნება, თუმცა სეზონურად შესწორებული ყოველთვიური მაჩვენებელი ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზებაზე მიუთითებს. ასევე, თიბისი კაპიტალის ვარაუდია, რომ წელს მაღალი საბაზო ეფექტისა და გლობალური ზრდის შემცირების გამო, მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით გაიზრდება. შესაბამისად, მომსახურებისა და, ზოგადად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლაც თავის უფრო ბუნებრივ დონეს დაუბრუნდება.
მთლიანობაში, ზემოაღნიშნული არგუმენტების გამო, თიბისი კაპიტალის მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი 7.4%-დან, 9.4%-მდე გაიზარდა. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით? თიბისი კაპიტალის აზრით, რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება წლის ბოლოდან, მომდევნო წლის დასაწყისისათვის გადაიწევს. თიბისი კაპიტალის აზრით, გამკაცრება ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან მიმდინარე წელს დეკემბრის ინფლაცია 10.5%-თაც რომ განისაზღვროს, ეს ნიშნავს, რომ დარჩენილ თვეებში სეზონურად შესწორებული ყოველთვიური ინფლაცია სამიზნე ნიშნულზე იქნება.
ამასთან, ინფლაციის გაუარესებული პროგნოზი ლარის კურსის მხარდამჭერი არგუმენტია. თუმცა, ამ მხრივ გასათვალისწინებელია, რომ ინფლაციის შემცირების მოლოდინებმა მართალია, გადაიწია, თუმცა მხოლოდ შედარებით მცირედით. ასევე, საყურადღებოა მიმდინარე საერთაშორისო დინამიკაც, რეკორდულად გამყარებული დოლარი. შესაბამისად, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სავალუტო ბაზარზე ვალუტის მიწოდება უფრო ჭარბი იქნება, თუმცა ვიდრე დოლარის დასუსტებას არ ვიხილავთ, რაც მომდევნო თვეებში ნაკლებსავარაუდოა, ლარის დაახლოებით 2.80-იანი მაჩვენებელი კვლავ უფრო რელევანტურია.
გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები