100-ზე მეტმა დაბნეულმა ცხვარმა, რომლებიც ტყეში მწყემსის გარეშე დასეირნობდნენ, ტყეში მორბენალი ქალი ახალ ლიდერად "აირჩიეს". ელეონორმა, რომელიც ტყეში სავარჯიშოდ წავიდა და დარბოდა, მალევე შენიშნა, რომ მთელი ცხვრის ფარა მის უკან ტრიალებდა და მიჰყვებოდა.

ელეონორი შეყვარებულთან ერთად კალიფორნიიდან საფრანგეთში სამოგზაუროდ ჩავიდა. ელეონორმა გადაწყვიტა, რომ საფრანგეთის ლამაზი სოფლები მოენახულებინა და ბუნების ხედებით დამტკბარიყო. საფრანგეთის ერთ-ერთ ლამაზ ტყეში ყოფნისას კი ამერიკელი ქალი ცხვრების გარემოცვაში აღმოჩნდა.

ფოტო: Instagram

"დანახვისთანავე ზოგიერთი ცხვარი პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა და ავღელდი. შემდეგ კი მივხვდი, რომ ისინი უბრალოდ მომყვებოდნენ. ეს ძალიან სახალისო იყო", — ამბობს ელეონორი.

ფოტო: Instagram

ქალი მალევე მიხვდა, რომ ცხვრები დაიკარგნენ და ელეონორი მათი მწყემსი ეგონათ. მცირეხნიანი სირბილის შემდეგ, ელეონორი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც ცხვრებს პირველად შეხვდა და ადგილობრივებს მათ შესახებ აცნობა.

@ele_anormous

One if the best things I’ve seen. Do you think theyre still chasing her?? 🏃🏻‍♀️🐑🐑🐑🐑🐑🐑🐑🐑🐑🐑 Originally posted on my instagram @elea_gram and it went viral!! Over 14 millions views and counting

♬ I Will Follow You - Rick Nelson

ელეონორმა სოციალურ ქსელებში ცხვრების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მაშინვე ვირუსულად გავრცელდა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ელეონორს გადაწყვეტილება შეუქეს, ხოლო ცხვრებმა ინტერნეტის დიდი მოწონება დაიმსახურა.