ნინო ლომჯარია

7 Oct. 2022, 16:45

ისე წარმოაჩინეს დეპუტატებმა, თითქოს სახალხო დამცველი ამ სარჩელით ებრძვის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ასევე, აქ ითქვა არასწორად, რომ თითქოს სახალხო დამცველმა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი — ეს სამართლებრივად არასწორია, იმიტომ, რომ სარჩელი შეტანილი იყო პარლამენტის წინააღმდეგ და გავასაჩივრეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, შესაბამისად, მეორე მხარე, მოპასუხე მხარე, ამ შემთხვევაში, არის საქართველოს პარლამენტი.

ასევე, პატივცემულო დეპუტატებო, განგიმარტავთ, რომ აქამდე საკონსტიტუციო სასამართლოს, უფრო სწორად, რამდენიმე წლის წინ აქვს ანალოგიურ საქმეებზე უკვე ორი გადაწყვეტილება მიღებული, ორივე საქმე დააკმაყოფილა და სასამართლომ უკვე თავისი პრაქტიკით თქვა, რომ მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აძლევს უპირატესობებს და პრივილეგიებს საგადასახადო თუ პრივატიზების მიმართულებით და ამ შესაძლებლობით სარგებლობა არ შეუძლია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს და ეს არის არაკონსტიტუციური, შესაბამისად, რამდენიმე ნორმის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს ანალოგიურ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე, რაც შეეხება იმას, რომ რაღაც კონკრეტული მაგალითი მოვიყვანეთ და თითქოს, დაზარალებული ამ საქმეში არ არსებობს, ვიტყვი, რომ სახალხო დამცველს ორგანული კანონის თანახმად, აქვს უნიკალური მანდატი, საქმე წაიღოს საკონსტიტუციო სასამართლოში, იმ შემთხვევაშიც კი, როცა არ არსებობს დაზარალებული. ანუ, ჩვენ შეგვიძლია ნორმატიული აქტი გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში, თუკი მიგვაჩნია, რომ ეს ნორმატიული აქტი არღვევს ადამიანის უფლებებს.

ასევე, გეტყვით, რომ ეს არის საკითხი, რელიგიური ორგანიზაციების თანასწორუფლებიანობის საკითხი, რაც აწუხებს ბევრ რელიგიურ ორგანიზაციას, არის საკითხები, რაზეც მაგალითად, არიან დაზარალებულები, მათ უნდათ სარჩელის შეტანა, მაგრამ ჩვენ გვთხოვენ, იმიტომ, რომ ეშინიათ შემდგომში თავდასხმების, დისკრედიტაციის და ასე შემდეგ, რაც შეიძლება, მოჰყვეს ისეთი საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას, რაც არ იყოს მაგალითად, მართლმადიდებლური ეკლესიის ინტერესებში. ამიტომ, სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური მანდატი წავიღოთ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე, თუ მიგვაჩნია, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები. ამ შემთხვევაშიც, მივიჩნიეთ, რომ თანასწორუფლებიანობა, რომელიც სწორედ კონსტიტუციით არის ამ ქვეყანაში გარანტირებული, ირღვეოდა კონკრეტული ნორმატიული აქტით და ველოდებით, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ცოტა აქვე ვიტყვი, რომ ცოტა უცნაურია, რბილად რომ ვთქვათ.

ზოგადად ვიტყვი, რომ სახალხო დამცველს, ანუ ჩემი სახალხო დამცველობის პერიოდში, ჩვენ მოვამზადეთ იმაზე მეტი საკონსტიტუციო სარჩელი, ვიდრე თუნდაც, ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ინსტიტუტს მოუმზადებია. ერთი მხრივ, გამიხარდა, რომ საქართველოს პარლამენტი ასე ყურადღებით აკვირდება თურმე ჩვენ მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელებს და მათ შორის, განხილვის პროცესზე ასე დეტალურად არის ინფორმირებული, თუმცა ცოტა უცნაურია ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახან დაიწყო ამ სარჩელის განხილვა, მაშინ, როცა ათობით სარჩელი გვაქვს წარდგენილი გაცილებით უფრო ადრე და შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანი სიმძიმის, მაგრამ რატომღაც, ამ სარჩელების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ დაუწყია. საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, შეიძლება, გამოიტანოს გარკვეული დასკვნები ამ ყველაფრიდან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  3. ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  5. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და დაზარალების მცდელობას“

გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma…