ამის შესახებ განცხადება თავად გაზპრომმა გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სავარაუდოა, რომ ეს ევროპაში არსებული ენერგო კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

  • ევროპული ქვეყნები გაზის ალტერნატიული გზის მოძებნას ცდილობენ, რადგან პუტინი სანქციების საპასუხოდ, კონტინენტზე ენერგორესურსებით შანტაჟსა და ზეწოლას აგრძელებს.

დეტალები: გაზპრომი იტალიას გაზით ავსტრიის გავლით ამარაგებდა.

  • გაზპრომის განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზის მიწოდება ავსტრიის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ტრანსპორტირებაზე შექმნილი პრობლემების გამო შეწყდა.

Bloomberg წერს, რომ იტალიამ ჩრდილოეთ აფრიკიდან ზამთრის მოსალოდნელი დეფიციტის ასანაზღაურებლად გაზის საკმარისი ალტერნატიული მარაგი უკვე მოიპოვა.

  • მიუთითებს, რომ ალჟირიდან და ეგვიპტიდან გაზის მიწოდების გაზრდა დარჩენილი მარაგების დაფარვას შეძლებს.