თბილისის უფასო მაღაზია Tegeta Care-ზე
სულ ცოტა ხნის წინ, Tegeta Care-ზე, თბილისის უფასო მაღაზიის შესახებ გაჩნდა გრაფა. ეს არის ამბავი, თუ როგორი მარტივი შეიძლება იყოს სიკეთის კეთება.
შეიძლება, უკვე შეგინიშნავთ კიდეც მწვანე ფურგონი თბილისში, ჭავჭავაძის N33-ში, ეს საქართველოში პირველი უფასო მაღაზიაა. მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ, საკვები პროდუქტი ან სხვა ნივთები მწვანე ფურგონში დატოვოთ. ყოველ კვირა დღეს კი იმ ადამიანებს გაატანენ, ვისაც ძალიან სჭირდება.
თამარ ვახტანგიშვლი, უფასო მაღაზიის დამფუძნებელი, გვიყვება, რომ სხვების დახმარების სურვილი დიდი ხანია ჰქონდა. მერე აღმოაჩინა უფასო მაღაზია ახალ ზელანდიაში, სადაც საკვებითა და სხვა პროდუქტებით იმ ადამიანებს ეხმარებიან, ვისაც ეს სჭირდება. ყველაფერი რომ ზუსტად გაეთვალა, ახალ ზელანდიაში დამაარსებლებს შეეხმიანა. შემდეგ კი, ეს გამოცდილება და საკუთარი სურვილები გააერთიანა. ასე გაჩნდა მწვანე ფურგონი — თბილისის უფასო მაღაზია.
თამარ ვახტანგიშვლი: "ყოველ კვირას, დაახლოებით 200 ადამიანს მაინც ვეხმარებით. ამას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება. თითქოს, იდეა, თავიდან, ყველას ძალიან მოეწონა და ბევრმა აიტაცა კიდეც, მაგრამ რეალურად, კიდევ უფრო მეტი დახმარებაა საჭირო. თუნდაც, ყოველ კვირას, თითო ადამიანმა 1 პური რომ მოგვიტანოს, ჩათვალეთ, ეს უდიდესი დახმარება იქნება — მინიმუმ, 200 ლარის დაზოგვას შევძლებთ იმ თანხებიდან, რითაც ჩვენი მეგობარი კომპანიები გვეხმარებიან. სამაგიეროდ, ამ ფინანსებით სხვა, ძალიან საჭირო და მათთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების შეძენას შევძლებთ. როდესაც იმ ადამიანებზე ვფიქრობ, ვინც ჩვენთან მოდის დახმარების მისაღებად, რომ ხარ იმედი, შეიძლება ბოლო იმედიც, იმიტომ რომ იმ დღეს არ აქვს არაფერი საჭმელი, ეს იმხელა მოტივაციაა, არ გაჩერდე, იმუშაო და სხვებსაც მოუწოდო, რომ ჩაერთონ, შეუძლებელია ამაზე თქვა უარი".
თამარ ვახტანგიშვილი თავად ფინანსისტია. ამბობს, რომ ამ იდეის რეალობად ქცევა არ იყო ადვილი. ადვილი არც ახლაა. რეგულარულად, ამ ეტაპზე, 3 კომპანია ეხმარება, მათ შორისაა თეგეტა ჰოლდინგი.
ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ საქველმოქმედო იდეას, ამ პატარა მწვანე ფურგონსაც მუდმივი, უწყვეტი დახმარება სჭირდება. მხოლოდ ასეა შესაძლებელი უფასო მაღაზიის იდეამ უწყვეტად იმუშაოს.
რაც შეეხება პლატფორმა Tegeta Care-ს — გარდა იმისა, რომ კომპანია საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე გვიამბობს, ის ერთ სივრცეში აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. აქ შეგიძლიათ, გაიცნოთ ადამიანები, მათი იდეები და თქვენც შეიტანოთ წვლილი მათ დახმარებაში, ვისაც ეს მართლა ძალიან სჭირდება.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები