Biletebi.ge: აეროსმიტის კონცერტზე TKT.ge-მ ისინი დასაჯა, ვინც ბილეთები ჩვენთან შეიძინა
Biletebi.ge, რომელიც აეროსმიტის კონცერტებზე ბილეთებს ყიდდა, აცხადებს, რომ მეორე კომპანიამ, TKT.ge-მ, ხელოვნურად შეუქმნა პრობლემა იმ მაყურებელს, რომლებმაც ბილეთი მათი კომპანიის საიტზე არ შეიძინა.
biletebi.ge აცხადებს, რომ ბლექ სი არენას ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, TKT.ge-ის ბილეთების ნომრების დაშვების სისტემაში ჩატვირთვა უნდა განეხორციელებინა:
"სამწუხაროდ, კონცერტის დღეს, აღნიშნულმა კომპანიამ „ვერ გაართვა თავი“ ამოცანას და ათასობით მაყურებელს შეექმნა სერიოზული დისკომფორტი დარბაზის ტერიტორიაზე შესვლისას, კერძოდ რიგში დგომის დიდი დრო და გაურკვევლობა ბილეთის სკანირების სისტემასთან.
ამ ქმედების სავარაუდო მიზანი იყო იმ მაყურებელის „დასჯა“, ვინც ბილეთები შეიძინა biletebi.ge-ზე".
biletebi.ge წერს, რომ TKT.ge-ის სახელმწიფო უწყებიდან "უმაგრებენ ზურგს":
"ის [TKT.ge] ცდილობს დაისაკუთროს სახელმწიფო მფლობელობაში არსებული დარბაზები და აიძულოს ღონისძიებების ორგანიზატორები, განათავსონ ბილეთები მხოლოდ მათ ვებ-გვერდზე. იმ პირობებში როცა ბევრი ღონისძიება ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან, ეს რთული გასაკეთებელი არ არის.
biletebi.ge-ის განცხადებით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ღონისძიების ორგანიზატორები ვერ ახერხებენ განათავსონ ბილეთები სხვა ვებ-გვერდზე და ისარგებლონ ბაზარზე არსებული კონკურენციით, რადგან მათზე ზეწოლას TKT.ge ახორციელებს:
"ამ საბილეთო კომპანიას გადაცემული აქვს მაყურებლის დარბაზში დაშვების და ფილარმონიის სალაროებში ბილეთების გაყიდვის ექსკლუზიური უფლება.ყოველივე ზემოთქმული, ჩვენი აზრით, აკნინებს ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს და იწვევს მდგომარეობის გაუარესებას როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისთვის ასევე ბილეთების გაძვირებას რიგითი მაყურებლისთვის".
20 მაისს, ბლექ სი არენაზე აეროსმიტის კონცერტი გაიმართა. რამდენიმე საათის განმავლობაში ჭიშკართან რიგში მდგარმა მსმენელმა, რომელმაც ბილეთები Biletebi.ge-ზე შეიძინა, შესვლისას შეიტყო, რომ იმ მოსაცდელში მხოლოდ TKT.ge-ზე შეძენილი ბილეთების პატრონები უნდა მდგარიყვნენ და სხვა რიგში გადანაცვლება და ადგილის დაკავება მოუწიათ.
განახლება: TKT.ge-ს პასუხი Biletebi.ge-ის ბრალდებებს.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები