ადგილზე შეძენილი ბილეთები, სტივენ ტაილერის სიგიჟე და Dream On კრის კორნელისთვის
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
წვიმის, ღრუბლებისა და "დაბნელების" მიუხედავად, 1970-იანი წლების ამერიკული როკ-ჯგუფის შოუს ცოცხლად სანახავად, მსმენელმა, ბლექ სი არენას მიმდებარე ტერიტორიაზე, შეკრება ადრიანად დაიწყო.
წვიმამ მალე გადაიღო, თუმცა ისინი, ვისაც საქართველოს რკინიგზისგან უფასო, ფერადი საწვიმარები არ შეხვდათ, ანალოგიურს 10 ლარად, ადგილზე, ყიდულობდნენ.
Aerosmith-ის ბილეთები 25 თებერვალს, ონლაინ პლატფორმებზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, სრულად გაიყიდა, თუმცა, კონცერტის მოახლოების დღეს, ქართული ინტერნეტი "ზედმეტი ბილეთების" გაყიდვით დაინტერესებულ პირთა პოსტებით აჭრელდა.
უამრავი ფანი ბილეთის გარეშე დარჩა, თუმცა, ზოგისთვის აეროსმიტის ბოლო მსოფლიო ტურნეზე დასწრება შეუფასებელი იყო. სტივენ ტაილერის ბენდის კონცერტზე ჩასული მსმენელის მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობდა, რომ, 50 და 70 ლარიანი ბილეთი 150 და უფრო მაღალ ფასად შეიძინეს.
20 მაისს, ბილეთები იყიდებოდა ბლექ სი არენას მიმდებარე ტერიტორიაზეც. ქართულად მოსაუბრე ქალი და კაცი, რომლებიც ადგილზე აეროსმიტის კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ყიდდნენ, On.ge-ს სომხეთიდან ჩამოსულ ცოლ-ქმრად გაეცნო. მათ გვითხრეს, რომ გადამყიდველები არ იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ 200 ლარიანი ბილეთი 100 დოლარად გაყიდეს.
ფოტო: On.ge
როგორც მათ On.ge-ს უთხრეს, რამდენიმე ადამიანი აპირებდა კონცერტზე მათთან ერთად დასწრებას, თუმცა მათ საქართველოში ჩამოსვლა მოგვიანებით გადაიფიქრეს და ამიტომ მოუწიათ ბილეთების გაყიდვა.
როგორც აზერბაიჯანელმა ტურისტმა გვითხრა, აღნიშნული პირისგან ერთი ბილეთი 100$-ად იყიდა. იგივე პირისგან, 200 ლარად იყიდა ბილეთი ადგილობრივმა გივი ჩხაიძემ.
"ჩემი საყვარელი როკ-ჯგუფი არ არის, თუმცა ათეულში შედიან. ჩემი ასაკის ხალხია და მოვედი მოსასმენად" - გვითხრა გივიმ.
იყვნენ კონცერტზე მარტო ჩამოსულებიც. მაგალითად ანა ძებისაშვილი, რომელიც თავის სამეგობროში ერთადერთი იყო, რომელმაც 25 თებერვალს მოასწრო ბილეთის შეძენა:
"ბილეთები tkt.ge-დან ვიყიდე. მთელი სამეგობრო ვაპირებდით, მაგრამ მარტო მე მოვასწარი ყიდვა და კონცერტზე მარტო მოვედი. დღეს ჩამოვედი და დღესვე უკან ვბრუნდები თბილისში, მიღირს ყველანაირად, ეს ხომ მათი [აეროსმიტის] ბოლო ტურნეა".
ანას მოლოდინები კონცერტის შესახებ მაღალი იყო, ის კმაყოფილი იყო ჯგუფის მიერ შერჩეული ტრეკ-ლისტითაც:
"ძალიან დიდი ხანია ველოდები, არც მეგონა საქართველოში ასეთი მაგარი ბენდი თუ ჩამოვიდოდა, მაგრამ 2 წლის წინანდელი Open Air-ის მერე დიდად აღარ მიკვირს. თუ სკორპიონსი, მიუხედავად თავისი ასაკისა, ესეთი კარგი იყო, წარმომიდგენია აეროსმიტი როგორი იქნება. თვითონ სტივ ტაილერი ვიცი რომ ძალიან, ძალიან მაგარი ტიპია და დარწმუნებული ვარ, რომ ძაან მაგარ შოუს დადგამს, ადამ ლევინისგან განსხვავებით. ძალიან ველოდები და მთელი ბავშვობაა ვუსმენ.
მინდოდა Pink ემღერა, მაგრამ სამაგიეროდ Cryin'-ს და Dream On-ს იმღერებს. ყველაფერი ვერ აგიხდება. მთავარია, რომ სიიდან ბევრი სიმღერა ვიცი".
ბლექ სი არენას წინ მისული მსმენელის რიგები 5 საათისთვის უკვე სწრაფად იზრდებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მსმენელი არ იყო სრულად ინფორმირებული, ან მომზადებული, რომელ შესასვლელთან უნდა მოეცადათ. რიგები არათანაბრად იყო დაკავებული, სწორედ ამიტომ, 7 საათზე, როდესაც ჭიშკარი საბოლოოდ გაიღო, რამდენიმე რიგი უფრო სწრაფად დასრულდა, ვიდრე დანარჩენი.
ამას გარდა, რამდენიმე საათის განმავლობაში რიგში მდგარმა მსმენელმა, რომელმაც ბილეთები Biletebi.ge-ზე შეიძინა, შესვლისას შეიტყო, რომ იმ მოსაცდელში მხოლოდ tkt.ge-ზე შეძენილი ბილეთების პატრონები უნდა მდგარიყვნენ და სხვა რიგში გადანაცვლება და ადგილის დაკავება მოუწიათ.
მსმენელთა რიგებმა ბლექ სი არენას მოსაცდელებში გადაინაცვლა, ადგილზე მათ 6 ლარად 2 ნაჭერი პურისგან გაკეთებული სენდვიჩების, ან ჩიფსის პატარა ყუთის შეძენა შეეძლოთ. ადგილზე ხელმისაწვდომი იყო 0,5 ლიტრი წყალი - 2 ლარად და სხვადასხვანაირი ალკოჰოლური სასმელი.
9 საათზე რიგში მდგარი მსმენელის პირველი ტალღის ლოდინი დასრულდა და მათ ბლექ სი არენას დარბაზში შეაღწიეს, ამ დროს ბენდს საუნდ-ჩექი უკვე გავლილი ჰქონდა.
Aerosmith-ის კონცერტი ბლექ სი არენაზე ზუსტად 22:12-ზე დაიწყო. ხანგრძლივი ლოდინის მიუხედავად, მსმენელი ლეგენდარულ როკ-ჯგუფს დიდი ოვაციებით შეხვდა.
69 წლის სტივენ ტაილერის, 66 წლის ჯო პერის, 65 წლის ტომ ჰამილტონის, 65 წლის ბრედ უიტფორდისა და 66 წლის ჯოუი კრამერის სიგიჟე და ენერგია პირველივე წუთებიდან გადაედო მსმენელს. როცა ტაილერი სცენაზე არ იწვა, მაშინ პერი გიტარას ზურგს უკან უკრავდა.
ერთ ხმაში ნამდვილად არა, თუმცა ტაილერთან ერთად მღეროდა მსმენელიც. თითქმის 2 საათიანი კონცერტის განმავლობაში, გოლდენ რინგის სივრცეში მყოფი მსმენელი შეუჩერებლივ მიყვებოდა იმას, რაც სცენაზე ხდებოდა, დასაჯდომ სივრცეში მყოფი მსმენელის დიდი ნაწილი კი, ბოლო სიმღერებს ფეხზე შეხვდა.
კონცერტის განმავლობაში სტივ ტაილერი მსმენელთან ჩავიდა და მათთან ერთად განაგრძო სიმღერა. დიდ ეკრანებზე მსმენელი მოულოდნელად საკუთარ თავს აღმოაჩენდა.
დაანონსებული 17 სიმღერიდან 15, ბენდმა შეუსვენებლად შეასრულა, Dude (Looks Like a Lady)-ის დასრულების შემდეგ, კი ჯგუფის წევრებმა დარბაზი დატოვეს.
ამ დროს სცენაზე თეთრი როიალი შემოიტანეს. ეკრანებზე ამერიკელი მუსიკოსის, კრის კორნელის სურათი გაეშვა, დარბაზში კი მისი სიმღერა ისმოდა. ცოტა ხანში სცენაზე Aerosmith დაბრუნდა. ტაილერმა თქვამ რომ სურდა Dream On კრის კორნელისთვის მიეძღვნა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
ერთდროულად სევდიანი, ცეცხლოვანი და ძალიან ემოციური იყო ამერიკული სიმღერა ოცნებებზე. ტიროდა ტაილერი და მასთან ერთად მსმენელის ნაწილიც.
ბოლო სიმღერამ არენაზე კვლავ ენერგია დააბრუნა, მისი დასრულების შემდეგ კი ჯგუფი მსმენელს დაემშვიდობა და მომავალი შეხვედრის იმედი დაუტოვა, ამ დროს დარბაზში ფერადი ფურცლების წვიმა წამოვიდა.
ტაილერმა კონცერტის დასრულებისას მსმენელში თავისი ნივთი გადააგდო, თუმცა, როგორც ყოველთვის, ახლაც უცნობია ვინ გახდა მისი იღბლიანი მფლობელი.
როკ-ჯგუფმა მასშტაბური ევროტურის შესახებ გასული წლის 14 ნოემბერს გამოაცხადა. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ეწვევა ისრაელს, საქართველოს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთს, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და შვეიცარიას.
კონცერტი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა. საქართველოში Aerosmith-ის კონცერტის გამართვა ბიუჯეტს 5,5 მილიონი ლარი დაუჯდა.
-
მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას" ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას"
გადახედვა
-
NASA მთვარეზე ბაზის აშენებას იწყებს — როგორია სააგენტოს გეგმები NASA მთვარეზე ბაზის აშენებას იწყებს — როგორია სააგენტოს გეგმები
გადახედვა
-
შიო III-მ აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა შიო III-მ აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
"ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას" — ირანის ელჩი ყაველაშვილს "ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას" — ირანის ელჩი ყაველაშვილს
გადახედვა
-
პაპუნა ლოცულაშვილმა კლინიკა "ვივამედი" დატოვა პაპუნა ლოცულაშვილმა კლინიკა "ვივამედი" დატოვა
გადახედვა
-
თამარ ონიანი: პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია თამარ ონიანი: პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ნიკოლის დახმარებით, ჩვენ აშშ-ს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიყვანთ დონალდ ტრამპი: ნიკოლის დახმარებით, ჩვენ აშშ-ს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიყვანთ
გადახედვა
-
"მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე
გადახედვა
-
Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე
-
უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან
გადახედვა
-
Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
გადახედვა
-
რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
-
ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა
გადახედვა
-
ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
გადახედვა
-
მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა
გადახედვა
-
საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026 საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026
-
POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში
გადახედვა
-
25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის 25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის
გადახედვა
-
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ




კომენტარები