არქეოლოგებმა არაბეთის უდაბნოში პრეისტორიული ნადირობის მონუმენტური მტკიცებულებები აღმოაჩინეს
ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგიის სკოლის მკვლევრებმა გამოიყენეს სატელიტური გამოსახულება 350-ზე მეტი მონუმენტური სანადირო სტრუქტურის იდენტიფიცირებისთვის. მათ ისინი რუკაზე აღნიშნეს, რომლებიც ცნობილია როგორც "kites" ჩრდილოეთ საუდის არაბეთსა და სამხრეთ ერაყში. მათი უმეტესობა აქამდე არასდროს ყოფილა დოკუმენტირებული.
დოქტორ მაიკლ ფრედლის ხელმძღვანელობით, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში პროექტის მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა ღია კოდის სატელიტური გამოსახულების სპექტრი აღმოსავლეთ ნაფუდის უდაბნოს მიმდებარე რეგიონის შესასწავლად. აქამდე კონკრეტული ტერიტორია ნაკლებად შესწავლილი იყო.
შედეგებს, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში The Holocene, აქვს პოტენციალი შეცვალოს ჩვენი გაგება პრეისტორიული კავშირებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ახლო აღმოსავლეთში. ის რაც ზემოდან გამოჩნდა დაბალი ქვის კედლების სტრუქტურებია, რომლებიც ქმნიან გრძელ კავშირებს, ზოგჯერ კილომეტრის სიგრძის. ვარაუდობენ, რომ მათ იყენებდნენ ისეთ ცხოველებზე სანადიროდ როგორიც არის გაზელი. ეს სტრუქტურები მონადირეებს ცხოველების დაჭერასა და მოკვლაში უნდა დახმარებოდა. არსებობს მტკიცებულება, რომ ეს სტრუქტურები შეიძლება თარიღდებოდეს ძველი წელთაღრიცხვით 8 000 წლით, ნეოლითური ხანით.
ნაგებობებზე მიწიდან ადვილად დაკვირვება შეუძლებელია, თუმცა კომერციული სატელიტური გამოსახულებისა და პლატფორმების განვითარებამ, როგორიცაა Google Earth, მეტი შესაძლებლობები გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრუქტურები უკვე კარგად იყო ცნობილი აღმოსავლეთ იორდანიიდან და სამხრეთ სირიის მიმდებარე ტერიტორიებიდან, ბოლო შედეგები ვრცელდება 400 კმ-ზე აღმოსავლეთით ჩრდილოეთ საუდის არაბეთში, ზოგიერთი მათგანი ასევე პირველად იდენტიფიცირებულია სამხრეთ ერაყში.
"კონსტრუქციები, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ასახავს კომპლექსურ და საინტერესო დიზაინს. ზომების მიხედვით, ისინი შეიძლება იყოს 100 მეტრზე მეტი სიგანის და ძირითადი კედლები, რომელსაც ამჟამად ვხედავთ სანადიროდ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ზოგი მათგანი შეიძლება ძალიან გრძელიც ყოფილიყო", — ამბობენ მკვლევრები.
ზოგიერთ შემთხვევაში კედლების შემორჩენილი ნაწილი თითქმის 4 კილომეტრზე გრძელდება. ეს მეტყველებს იმ დროისთვის წარმოუდგენელ შრომაზე. ამას დიდი გათვლები და დრო დასჭირდებოდა.
მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანი რესურსების კოორდინაცია იყო საჭირო და ეს თაობების განმავლობაში რათა აეშენებინათ, შეენარჩუნებინათ და აღედგინათ ეს სტრუქტურები.
ეს აჩენს ახალ შეკითხვებს იმაზე თუ ვინ ააშენა სტრუქტურები, ვინ იყენებდა მათ და როგორ შეძლეს ეს უძველესმა მონადირეებმა.
მეცნიერები მსგავსი კვლევების გაგრძელებას გეგმავენ, რათა მეტი გავიგოთ ამ პრეისტორიულ მოვლენებსა და კლიმატის ცვლილებების ფაქტორზე, რასაც თავის დროზე ამ ნაგებობების შემქმნელებზე დიდი გავლენა უნდა ჰქონოდა.
კომენტარები