რა ხდება ხერსონში — ბოლო ცნობები
ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
უკრაინის სამხრეთით მიმდინარე ბრძოლები ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს — გთავაზობთ ბოლო ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონიდან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს სამხრეთის მიმართულებით უკრაინა შეტევაზე გადავიდა — ხერსონის რეგიონში შეიარაღებულმა ძალებმა რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
- ხერსონი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ ტერიტორიის დახმარებით ოკუპირებული ყირიმიდან საბრძოლო იარაღისა და პერსონალის მიწოდებას ახდენს.
- რუსების შესვლის პირველივე დღეებიდან, მუქარის მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად აწყობდა მასობრივ აქციებს ტანკებისა და შეიარაღებული ჯარისკაცების წინ და გათავისუფლებას ელოდა.
- ხერსონის დაკარგვა დაანგრევს რუსულ მითს ომის წარმატებულად წარმართვაზე, ამიტომ პროპაგანდა ცდილობს, შეტევა კრახისთვის განწირულად შეფუთოს.
ფრონტის ხაზი: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფრონტის ხაზი ამჟამად 2,5 ათას კმ-ზეა გადაჭიმული, აქედან 1,3 ათას კილომეტრზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
- უწყებაში ამბობენ, რომ დონეცკის მიმართულებით წარმატება აქვთ — წინ მიიწევენ და დასახლებებს ათავისუფლებენ.
- პარალელურად, გრძელდება მძიმე ბრძოლები, რომლის დროსაც თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები მტერს აკავებენ.
- ბოლო ცნობებით, ხერონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მტრის კიდევ ორი უპილოტო თვითმფრინავი.
ოკუპანტები: უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსები საშუალებას არ აძლევენ ადგილობრივებს, გადაკვეთონ მდინარე დნეპრი ხიდით ან გადაცურონ და სროლით ემუქრებიან.
- რუსები კი ამბობენ, რომ ხერსონში ანტონოვსკის ხიდი დაზიანდა და მასზე გადაადგილება უსაფრთხოების გამო აიკრძალა.
- ქალაქის საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მასწავლებლებზე ზეწოლას ახდენს და აიძულებს, სკოლებში რუსული პროგრამით ასწავლონ.
"რეფერენდუმი": საოკუპაციო რეჟიმი არ წყვეტს საუბარს უკანონო გამოკითხვის ჩატარებაზე და ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთთან შეერთების მსურველი ბევრია.
- ხერსონის პრორუსული ადმინისტრაცია ამტკიცებს იმასაც, რომ სროლები უკრაინის მხრიდან ხალხს "უზრდის სურვილს რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღოს".
- თუმცა, დღევანდელ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ხმის მიცემის გადადება მოუწევთ და მიზეზად "უსაფრთხოების ზომები" დაასახელეს.
ექსპერტები: აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენლის, ჯასტინ კონელის შეფასებით, ამ კონტრშეტევით დროთა განმავლობაში ისეთი ოპერაცია ფორმირდება, რომელიც მიმართული იქნება რუსული ძალებისა შესუსტებაზე.
- უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანდრეი ზაგოროდნიუკი The Washington Post-თან ამბობს, რომ კონტრშეტევას იმდენი დრო უნდა დასჭირდეს, რამდენიც საჭიროა;
- ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მათ სასარგებლოდ გამოიყენეს რუსეთის არმიაში არსებული ლოგისტიკური და ხელმძღვანელობითი სისუსტეები.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება მსოფლიოში.
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
კომენტარები