ამის შესახებ On.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

დეტალები: არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გორგიას საწყობს ეკიდა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ხანძარი მიმდებარედ გაჩნდა და იქედან გავრცელდა მათი საწყობის მცირე ნაწილზე.

  • "ხვალიდან, ტრადიციულად, გორგიას ყველა ფილიალი ჩვეულებრივ განაახლებს მუშაობას", — აცხადებენ კომპანიაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო დღეების განმავლობაში ხანძარი რამდენიმე ადგილას გაჩნდა. მათ შორის, ყველაზე მაშტაბური ბორჯომის ხეობაში.

  • მხოლოდ დღეს თბილისში ეს უკვე მეოთხე კერაა — ხანძარი იყო ავჭალაში, სამგორს და შავნაბადას ტერიტორიაზე.
  • ამ ეტაპზე, შავნაბადას და ბორჯომის გარდა, ხანძარი ყველგან ლიკვიდირებულია.

უწყებამ არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას გამოიჩინონ ყურადღება და ხანძრების პრევენციისთვის, ტყის ან ველის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთონ.

  • ასევე, არ დაყარონ საყოფაცხოვრებო ნივთები, რამაც, შესაძლოა, ხანძრის გავრცელებას შეუწყოს ხელი.