თუ ოფიდიოფობია ანუ გველების პანიკური შიში გაქვთ, ამ საცოდავი გველის დანახვისას, ალბათ, რამდენიმე კილომეტრის იქით გაიქცეოდით. მაგრამ სახეზე თუ შეხედავდით, აუცილებლად მიხვდებოდით, რომ ამ არსებას ძალიან უჭირს და თქვენი დახმარება სჭირდება.

მისდა საბედნიეროდ, ამ ადამიანს ოფიდიოფობია არ აქვს, ან შეიძლება ჰქონდა კიდეც, მაგრამ ბუნებასთან ამ საოცარმა შეხვედრამ მთლიანად მოუხსნა შიშები. ვიდეოში ჩანს, თუ როგორი მოწყურებულია გველი და ბოლოს როცა წყალი მთავრდება, დალევა კიდევ უნდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა გველი ადამიანს წყალს სთხოვს.

ამ ვიდეოში სამეფო კობრა ჩანს, რომელიც ერთ-ერთი ინდური სოფლის მოსახლეობასთან მივიდა, რადგან სწყუროდა. სოფლის ბინადრები მიხვდნენ რა უნდოდა გველს და წყალიც დაალევინეს.

როგორც ხედავთ, სამეფო კობრაც კი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, ამ ადამიანებს თავს არ ესხმის, პირიქით, მადლიერიცაა.