ესტონეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ეს 2007 წლის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა იყო, თუმცა მცირე გამონაკლისების გარდა, ის ძირითადად, შეუმჩნეველი დარჩა.

დეტალები: კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა რუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Killnet-მა აიღო.

  • ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ წვდომა 200-მდე ვებსაიტზე დაბლოკეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კიბერშეტევა საბჭოთა ძეგლების საჯარო სივრცეებიდან აღების გადაწყვეტილებას მოჰყვა.

  • ესტონეთის ხელისუფლებამ ამის მიზეზად ქალაქ ნარვაში, რომელიც მეტწილად ეთნიკურად რუსებითაა დასახლებული, მზარდი დაძაბულობა დაასახელა;
  • მთავრობის განცხადებით, წლის ბოლომდე 200-დან 400-მდე ძეგლის აღებას გეგმავენ.