ახალგაზრდა თაგვი, რომელსაც მოხუცი თაგვის სისხლი გადაუსხეს, დაბერდა — რას გვიყვება ახალი კვლევა
ScienceAlert-ის მიხედვით, ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდა თაგვს, რომელსაც მოხუცი თაგვის სისხლი გადაუსხეს, მეტად ასაკოვანი თაგვის მახასიათებლები გაუჩნდა.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერები ეძებენ დაბერების საწინააღმდეგო საშუალებას. ამ მიმართულებით ჯერ მნიშვნელოვანი გარღვევები არ გვაქვს და ამის მიზეზი შეიძლება, იყოს ის, რომ ჯერ საკუთრივ ჩვენს ასაკზე არაფერი ვიცით. ამიტომ მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, რა გვაბერებს ჩვენ, რათა შემდეგ შეძლონ დაბარების გამომწვევი პროცესის შეჩერება.
შეიძლება ახალგაზრდა თაგვი მოხუც თაგვად ვაქციოთ?
2005 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს შეერთებული თაგვები, რომელიც ერთი მოხუცი თაგვისგან და ერთი ახალგაზრდა თაგვისგან შედგებოდა, ორივე ერთსა და იმავე ორგანოებსა და სისხლს იზიარებდა. ექსპერიმენტის დროს მოხუცმა თაგვმა ორივეს დაბერების რადიკალური ცვლილების ნიშნები გამოავლინა. ამ ბოლო კვლევით ბერკლის მეცნიერებს სურდათ, გაეგოთ, რამდენად ნამდვილი იყო დაბერების რადიკალური ცვლილება — შეჩერება ან შემობრუნება.
იმის გასაგებად, რამდენად შეეძლო ახალგაზრდა თაგვს მოხუც თაგვად გადაქცევა მეცნიერებმა მას მოხუცი თაგვის სისხლის გადაუსხეს. ყველა თაგვი, რომელმაც სისხლი მიიღო, 3 თვის იყო, ხოლო მოხუცი თაგვი კი — 22-24 თვის. ინფუზიიდან შვიდ დღეში თაგვების გამძლეობა სარბენ ბილიკზე გამოცადეს.
ინფუზიის ზეგავლენის გასაგებად მეცნიერებმა საკონტროლო ჯგუფი გამოიყენეს, რომელში შემავალ თაგვებსაც ახალგაზრდა თაგვის სისხლის გადაუსხეს.
რა აღმოაჩინეს მკვლევრებმა?
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ის თაგვები, რომლებმაც სისხლი მოხუცი თაგვისგან მიიღეს, უფრო მალე იღლებოდნენ და ნაკლებ მანძილს გადიოდნენ. მათი ფიზიკური გამძლეობის დაქვეითების მიზეზის გასაგებად, მკვლევრებმა აიღეს სისხლის ნიმუში და დაინახეს, რომ ამ თაგვებს აღენიშნებოდათ თირკმელების დაზიანება და ღვიძლის დაბერება.
ამის საპირისპიროდ, როდესაც მოხუც თაგვს გადაუსხეს ახალგაზრდა თაგვის სისხლი, ლიპიდებისა და ფიბროზის რაოდენობამ იკლო, შემცირდა დაღლაც და გაიზარდა კუნთების გამძლეობა. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ასკვნიან, რომ მოხუცი თაგვის სისხლის უჯრედები გამოყოფდნენ "დაბერებასთან დაკავშირებულ სეკრეტორულ ფენოტიპს" ('senescence-associated secretory phenotype (SASP), რამაც გამოიწვია კუნთების შესუსტება, გამძლეობის შემცირება, ქსოვილების დაზიანება — დაბერების ყველა ნიშანი.
ასევე შესაძლებელია, რომ დაბერებული სისხლის უჯრედები, რომლებაც გამრავლება შეწყვიტეს, თუმცა ორგანიზმიდან მათი სრულად გაწმენდა არ მოხდა, პოტენციურად გავლენას ახდენდნენ ახალგაზრდა თაგვების უჯრედებზე იმგვარად, რომ ისინი დაბერებული უჯრედებივით იქცეოდნენ, რეალურად კი ახალგაზრდა უჯრედები იყვნენ.
ადამიანთან შესადარებლად მეცნიერებმა აიღეს 60-70 წლის ადამიანების თირკმლის უჯრედები და 20-30 წლის ადამიანის პლაზმაში მოათავსეს. ექვს დღეში მკვლევრებმა აღმოაჩინეს დაბერების ბიომარკერები, რომლებიც ექსპერიმენტის დაწყებამდე ნამდვილად არ შეინიშნებოდა საცდელ პლაზმაში.
ამიტომ მეცნიერები თვლიან, რომ შესაძლებელია, სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად გამოვიყენოთ ისეთი მარეგულირებელი ფაქტორები, როგორიცაა SASP.
კვლევა ჟურნალ Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები