ფორმულა, მთავარი და TV პირველი კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად აფასებენ
ტელეკომპანია მთავარი, ფორმულა და TV პირველი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე საუბრობენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ტელევიზიები ამბობენ, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, უკანონოა და მათ წინააღმდეგ მიმართულ ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად მიიჩნევენ.
- განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად იქნა მიღებული ქართული ოცნების განცხადება, რომლის მიზანი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო მათი დასჯა და მძიმე ფინანსური სანქციების დაკისრებაა.
დეტალები: საქმე 8 აგვისტოს ქართული ოცნების მიერ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ განცხადებას ეხება, რომლის საფუძველზეც ის სამი მედიის, ფორმულას, მთავარი არხისა და TV პირველის სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვს "შინ ევროპისკენ" კლიპის გაშვების გამო.
- მათი თქმით, სამივე მაუწყებლის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ კომუნიკაციების კომისიას მოსამზადებელ სხდომაზევე უნდა შეემოწმებინა სადავო რეკლამა არის პოლიტიკური/წინასაარჩევნო თუ სოციალური.
- ხოლო ამის გადაწყვეტის შემდეგ, კანონმდებლობის საფუძველზე ემსჯელა შედის თუ არა მის კომპეტენციაში მსგავსი რეკლამის შინაარსის შეფასება.
- განცხადების მიხედვით, აღნიშნავდნენ, რომ სადავოდ გამხდარი რეკლამა წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას, სრულად ექცეოდა სოციალური რეკლამის კანონისმიერ დეფინიციაში.
- ამას გარდა, მიუთითებენ, რომ რეკლამის მიზანი მიზანი საზოგადოებისთვის 24 ივნისის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე გამოსვლისკენ მოწოდება და არა რომელიმე პარტიის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირება იყო.
განცხადების მიხედვით, კომისია თავი აარიდა მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება არ არის უფლებამოსილი სუბიექტი/დაინტერესებული პირი, იდავოს კომისიაში მსგავს საკითხზე.
- მათივე თქმით, საყურადღებოა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე კრიტიკული მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
- "ხელისუფლება მარეგულირებელი ორგანოს საშუალებით ცდილობს, ერთი მხრივ, კრიტიკულად განწყობილი მედიებისთვის დამატებითი ფინანსური სანქციების დაწესებას და მათთვის ფინანსური დაბრკოლებების შექმნას, მეორე მხრივ, საზოგადოებაში კრიტიკული/ნეგატიური აზრის ჩახშობას".
ფართო სურათი: ტელევიზიები აცხადებენ, რომ კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების ამგვარი მიზანმიმართული იერიში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
არქივიდან: კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ "ოცნების" საჩივარი წარმოებაში მიიღო.
- მმართველი პარტია მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში გამართული, 24 ივნისის აქციის კლიპის გამო უჩივის.
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები