12 უხეირო მიზეზი, თუ რატომ არ იკეთებენ კაცები პრეზერვატივს სექსის დროს
ფოტო: Twitter
არავისთვის უცნობი არაა, რომ Tinder-ის, Grindr-ის, Bumble-ისა თუ სხვა გაცნობის აპლიკაციების ეპოქაში ადამიანების ერთი ნაწილი ცხოვრების სამუდამო თანამგზავრს ეძებს, მეორე კი უფრო დროებით გართობას ან ფიზიკურ კავშირს ანიჭებს უპირატესობას.
არცერთია პრობლემური, თუ ეს კავშირი ზრდასრულ ადამიანებს შორის ურთიერთშეთანხმებით მყარდება, თუმცა განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე უცნობ ადამიანთან ურთიერთობის დაწყებაზე მიდგება, ხშირად მოულოდნელ სიურპრიზებს შეიძლება გადააწყდე, მათ შორის არც ისე სასიამოვნოსაც.
26 წლის ქლოი ბარსნმა, რომელიც სამედიცინო განათლებას ეუფლება, TikTok-ზე თავისი წარსულიდან ის იმედის გამაცრუებელი გამოცდილებები გაიხსენა, როცა კაც პარტნიორებს სექსისას პრეზერვატივის გაკეთებისგან თავის დასაძვრენად ერთმანეთზე უფრო დაუჯერებელი, დამამცირებელი, კომიკური და აბსურდული პასუხებიც კი გაუციათ.
1. "აბებს ხომ იღებ?"
შეგახსენებთ, რომ როცა კონტრაცეპტივებს დანიშნულებისამებრ იღებ, ის 99%-ით გიცავს დაორსულებისგან, მაგრამ არა — სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. ორივე შემთხვევაში დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება მხოლოდ პრეზერვატივია.
2. "სერიოზულად? გოგოების უმეტესობას არ ადარდებს"
აშშ-ში 15-დან 44 წლამდე სექსუალურად აქტიურ ქალებში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 99%-ს ჩასახვის საწინააღმდეგო რომელიმე საშუალება მაინც გამოუყენებია, ამიტომ ეს მტკიცება სიმართლეს ვერაფრით შეესაბამება.
3. "ხვალ რომ კონტრაცეპტივი დალიო?"
მართალია, სქესობრივი აქტის შემდეგ თავდაცვის მიზნით მისაღები კონტრაცეპტივები ძირითადად ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ მოიაზრება, მაგრამ მისი გვერდითი ეფექტები ყველა ორგანიზმისთვის სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს და ისეთი შედეგებიც კი შეიძლება მოჰყვეს, როგორებიცაა მენსტრუალური სისხლდენა, გულისრევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე და ა.შ. თან კონტრაცეფცია ჩასახვის შანსებს ამცირებს, თუმცა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან არ გიცავს.
4. "არა"
პარტნიორმა არასდროს უნდა აიძულოს ვინმე, რომ მასთან თავდაცვის საშუალების გამოყენების გარეშე ჰქონდეს სექსი.
5. "... მაგრამ სამი წლის წინ გავიკეთე ანალიზები"
სამედიცინო რეკომენდაციების თანახმად, ყველა, ვინც სექსუალურად აქტიურია, წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ანალიზები სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე შესამოწმებლად, რათა დიაგნოსტირება დროულად მოხდეს და საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილებასთან ერთად სხვებიც დაიცვას შესაძლო ინფიცირებისგან.
6. "პრეზერვატივზე ალერგია მაქვს"
იშვიათად, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს მართლა აქვს ალერგიული რეაქცია ლატექსის პრეზერვატივებზე, თუმცა ამის ალტერნატივებიც არსებობს და შესაფერისი საშუალების შერჩევა შესაძლებელია.
7. "კარგი, მაშინ ანალური სექსი გვქონდეს"
ეს მეთოდი არასასურველი ორსულობისგან კი დაგიცავთ, მაგრამ დაუცველი ანალური სექსი სქესობრივი გზით დაავადებების გადადების უფრო მაღალ რისკს შეიცავს.
8. "კაი რა, განწყობას ნუ გააფუჭებ"
პარტნიორები პირველ რიგში ერთმანეთის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდნენ, რათა მოგვიანებით უფრო დიდმა პრობლემამ არ "გააფუჭოს განწყობა".
ქლოიმ მსგავს ფრაზებზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა და ჯამში 23 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა TikTok-ზე, რასაც ბუნებრივია, მრავალი კომენტარი მოჰყვა თან, რომლებშიც სხვები ანალოგიურ გამოცდილებებს იხსენებენ.
ახლა წარმოგიდგენთ კიდევ რამდენიმე ფრაზას, რომლებიც ტიკტოკის მომხმარებლებმა ამ სიას შემატეს:
9. "ძალიან დიდია და პრეზერვატივში არ ეტევა"
თუ ვინმე ამას გეტყვით, შეგიძლიათ უთხრათ, რომ სწორედ ამიტომ იყიდება სხვადასხვა ზომის პრეზერვატივები ან უბრალოდ ეს ფოტოები აჩვენოთ.
10. "გპირდები, დროულად გამოვიღებ"
თუ კვლავ ვივიწყებთ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს და მხოლოდ დაორსულება გვადარდებს, ამ შემთხვევაშიც უნდა გვახსოვდეს, რომ პრეეაკულაციითაც შეიძლება მოხდეს ნაყოფის ჩასახვა.
11. "ეგრე ვერაფერს ვგრძნობ"
ეს მრავალჯერ ნაცადი ხერხი ამდენჯერვე დამსხვრეულა, როგორც რეალობასთან შეუსაბამო მითი.
12. "არ მენდობი?"
ეს ემოციური მანიპულაციის ფორმაა, როცა პარტნიორი ცდილობს, შენზე ზეწოლა მოახდინოს, როცა მის სურვილზე უარს აცხადებ.
სექსთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოებაში მეტწილად დღემდე ტაბუირებულია, რის გამოც თავდაცვის საშუალებების შესახებაც კი სათანადო ინფორმაცია მრავალ ადამიანს არ აქვს. უნდა გახსოვდეთ, რომ სხვა ალტერნატივებთან ერთად, პრეზერვატივი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, რომელიც როგორც არასასურველი ფეხმძიმობისგან, ასევე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან გიცავს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჰეტეროსექსუალური, ისე ჰომოსექსუალური კავშირისას.
"არავის მისცე უფლება, იმის გაკეთება გაიძულოს, რაც თავად არ გინდა. რთული და უხერხულიც კია ასეთ სიტუაციებში საკუთარ პოზიციაზე მყარად დადგომა, მაგრამ იმაზე იფიქრე, რომ მოგვიანებით უფრო შეიძლება გაგიჭირდეს, თუ დაფეხმძიმდები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით დაინფიცირდები ან უბრალოდ გაიაზრებ, რომ იმ ადამიანის ნებას დაჰყევი, რომელიც შენზე საერთოდ არ ზრუნავს და არც პატივს გცემს", — ურჩევს ყველას ქლოი.
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
კომენტარები