META-მ ცოტა ხნის წინ თავისი AI ჩეტბოტის მესამე ვერსია გამოუშვა და თქვენ ახლა მასთან საუბარი შეგიძლიათ.

Oculus Quest 2-ის განახლების ნაცვლად კომპანიამ BlenderBot-ისა and BlenderBot 2-ის შემდეგ სრულიად ახალი ვერსიის, BlenderBot 3-ის, გამოშვება დააანონსა.

blenderbot.ai ვებგვერდზე გადასვლით თქვენ შეგიძლიათ, BlenderBot-ს, როგორც საძიებო სისტემას, დაუსვათ კითხვები ან, როგორც მეგობარს, ესაუბროთ. თუ თქვენ მის საძიებოს გამოიყენებთ, BlenderBot არა მარტო მოძებნის პასუხს, არამედ წყაროსაც მოგაწვდით, რათა სურივლის შემთხვევაში, მეტ ინფორმაციას გაეცნოთ.

სამწუხაროდ, არის ერთი შეზღუდვა იმაზე, თუ ვის შეუძლია Meta-ს ახალ ბოტთან ურთიერთობა — თქვენ აუცილებლად უნდა იმყოფებოდეთ აშშ-ში. ზოგიერთმა მომხმარებელმა ბოტთან კონტაქტი ბრიტანეთიდან Express VPN-ის მეშვეობით სცადა, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. არის სხვა ტიპის VPN-ებიც, რომლებმაც, შესაძლოა, შეძლონ Meta-ს ლოკაციური ბარიერის გადალახვა.

რისკიანი ბიზნესი

2016 წელს Microsoft-მა გამოუშვა Twitter-ის ჩეტბოტი Tay, რომელიც მომხმარებლებმა მალევე დაჰაკეს. Tay-ს საკუთარ მომხმარებლებთან საუბრით უნდა ესწავლა და განვითარებულიყო. თუმცა სიძულვილის ენის შემცვლელი შეტყობინებების გამოყენებითა და ერთობლივი ძალებით მოხერხდა ბოტის პასუხების დამახინჯება, მწყობრიდან გამოყვანა.

პლატფორმაზე ჩაშვებიდან 16 საათში Tay გაითიშა. მისი Twitter-ის გვერდის ტვიტების აბსოლუტური უმრავლესობა წაიშალა, რადგან ისინი სავსე იყო რასისტული და ჰომოფობიური ტექსტებით.

საბედნიეროდ, Meta-ს ჩეტბოტი არ იქნება დაჰაკვისადმი მოწყვლადი, რადგან ის არ დაისწავლის მომხმარებელთა კომენტარებზე დაყრდნობით. ეს, ეგრეთ წოდებული, ენის დიდი მოდელის (LLM) მიდგომა ხელოვნური ინტელექტისადმი დაგვეხმარება მეტად კომპეტენტური ბოტების — როგორიცაა ერთობ პოპულარული DALL-E Mini — შექმნაში, თუმცა, ამასაც აქვს ხარვეზები, რომელთა გამოსწორებასაც გეგმავს Meta.

თუ LLM AI-ს არ აქვს საკუთარ მონაცემთა ბაზაში პასუხი თქვენს კითხაზე, მას ემართება ის, რასაც ყველა მშობელს, როდესაც შვილი ისეთ კითხვას უსვამს, რომელზეც მათ პასუხი არ აქვთ — ის "იბნევა", ირევა. Meta იმედოვნებს, რომ მისი ახალი ბოტი ამ პრობლებას მოაგვარებს ინტერნეტში კითხვებზე შესაძლო პასუხების მოძიებით. Meta-ს მიზანია, რომ მისმა ბოტმა ეს პასუხები სანდო წყაროებიდან მოიპოვოს, რათა ისინი ავთენტური იყოს.

ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც კომპანიას თქვენი დახმარება სჭირდება. მომხმარებლებს, რომლებიც BlenderBot 3-ს გამოიყენებენ, ჰკითხავენ — თანახმა არიან თუ არა, რომ მათი მონაცემები, გაამოცდილება სისტემამ შეაგროვოს.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება Meta-ს ექსპერიმენტი. თუ თქვენ ხართ დეველოპერი და გინდათ, გაერკვეთ BlenderBot 3-ს მექანიზმში, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ მის საფუძველში არსებულ კოდს, სავარჯიშო მონაცემთა ბაზას, რომელიც Meta-მ ParlAI-ზე გააზიარა.