სახურავი შენობის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთან ერთად, მასზეა დამოკიდებული, რამდენად კომფორტული იქნება ჩვენი სახლი და რამდენად დიდხანს იქნება დაცული ის გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. შესაბამისად, გადასახური მასალის შერჩევისას ის ერთდროულად უნდა შევუხამოთ ნაგებობის სტილს, მოვარგოთ ჩვენს გემოვნებას და აქცენტი მის ხარისხზეც გავაკეთოთ.

მომხმარებლებისთვის კომფორტის შესაქმნელად და შერჩევის პროცესის გასამარტივებლად ნოვა საქართველოში თუნუქის სახურავების უდიდეს ასორტიმენტს აწარმოებს – მის პროდუქციაში აღმოაჩენთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფორმების, ფერების, ზომისა და სისქის სასახურავე მასალებს. რაც მთავარია, მათ ნოვა ევროსტანდარტების სრული დაცვით ქმნის.

სტატიაში ნოვას გადასახური მასალების ტიპებს გაგაცნობთ და დაგანახებთ, რამდენად მარტივია ერთ სივრცეში იპოვოთ ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და თქვენს გემოვნებასა და საჭიროებაზე მორგებული სახურავები.

ჩამკეტიანი ფურცლოვანი ფენილი ანუ ნოვა კლასიკი

ფოტო: ნოვა

ჩამკეტიანი ფურცლოვანი ფენილის ტიპის სახურავს საქართველოში მხოლოდ ნოვა აწარმოებს. სახურავის ეს ფორმა საკმაოდ გავრცელებული და პოპულარულია საზღვარგარეთ, რადგან აქვს დახვეწილი ვიზუალი და მარტივად ეხამება სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს. ჩამკეტიანი ფურცლოვანი ფენილი საქართველოში ჯერჯერობით იშვიათობაა და ფეხს ახლა იკიდებს. თუმცა, ბევრს შეიძლება მაინც გეცნოთ, რადგან მისი მსგავსი მასალა ხშირადაა გამოყენებული ეკლესიების სახურავებად და გვხვდება ძველ თბილისში განლაგებულ ნაგებობებზეც.

ჩამკეტიანი ფურცლოვანი ფენილი ანუ ნოვა კლასიკი არის ოთხი ფორმის – სწორი, ოთხკუთხა, სამკუთხა და ტალღისებური. კიდევ უფრო მრავალფეროვანია მისი ფერები და ზომები. ის ჩამკეტების სისტემით გამოირჩევა – ხრახნები ჩამკეტის ქვეშ ექცევა და არის ჰერმეტული, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს კოროზიის გაჩენის რისკი და ახანგრძლივებს ექსპლუატაციის ვადას.

ნოვა კლასიკი იდეალურია არა მხოლოდ გადასახურად, არამედ ფასადის შესაფუთადაც.

მეტალოკრამიტის სახურავები

ფოტო: ნოვა

კრამიტი საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასახურავე მასალა იყო. ისტორიული ცნობების მიხედვით, ის ქვეყანაში ძვ.წ. VI საუკუნეში საბერძნეთიდან უნდა შემოსულიყო. კრამიტის ფორმის სახურავების თანამედროვე ვერსიას მეტალოკრამიტს უწოდებენ, რომელიც ვიზუალურად წინამორბედის მსგავსია, თუმცა, განსხვავებულია მასალა და მისი დამზადების წესი. ნოვას საწარმოში მეტალოკრამიტის სახურავებისთვის სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებულ მოთუთიებულ თუნუქის ფურცლებს იყენებენ, რაც მათ განსაკუთრებულ გამძლეობას სძენს.

ნოვა საქართველოში მეტალოკრამიტის უდიდეს ასორტიმენტს ქმნის – ხელმისაწვდომია მისი 3 განსხვავებული ფორმა და 10-ზე მეტი ფერი. მასალები განსხვავდება სისქისა და ზომის მიხედვითაც.

პროფილირებული ფენილი

ფოტო: ნოვა

ნოვა აწარმოებს პროფილირებული ფენილის ფორმის სახურავებსაც. მას იყენებენ როგორც სახლების, ისე ინდუსტრიული შენობა-ნაგებობებისთვის. ის იდეალურია ფასადის შესაფუთად და ღობეების დასამზადებლადაც. ნოვა მომხმარებლებს პროფილირებული ფენილის 7 განსხვავებულ ფორმას და ფერების დიდ არჩევანს სთავაზობს.

ნოვას სახურავების ტიპების, ფორმებისა და ფერების მრავალფეროვნებაში თავად დარწმუნდებით, თუ კომპანიის ონლაინმაღაზიას ესტუმრებით. პროდუქციის სრული ასორტიმენტის დათვალიერებასა და შეძენას შეძლებთ ნოვას მეგაცენტრებშიც, რომლებიც დღეს უკვე საქართველოს 6 ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავსა და მარნეულშია