ახალი ვოლვო XC60 Google-ის ჩაშენებული სისტემებით საქართველოშია
შვედური პრემიუმ ბრენდის უახლესი, 2022 წლის ქროსოვერი - XC60 Google-ის სპეციალური სისტემით უკვე ქართულ ბაზარზეა. ახალი ავტომობილი ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმშია ხელმისაწვდომი.
ახალი ვოლვოს მფლობელებს, Google-ის სპეციალური სისტემის დახმარებით, საშუალება ექნებათ, ცენტრალური ეკრანიდან ისეთ ციფრულ სერვისებზე ჰქონდეთ წვდომა, როგორებიცაა Google Assistant, Google Maps-ის ნავიგაცია და აპლიკაციების ფართო არჩევანი Google Play-დან.
"მიუხედავად იმ შეფერხებისა, რაც პანდემიამ ავტოინდუსტრიაში შექმნა, ვოლვო ქარ კავკასიის დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით და შვედური ბრენდის უახლესი მოდელები ქართულ ბაზარზე შემოვიყვანეთ. ახალი მოდელი, XC60 ავტომფლობელებს Google-ის სერვისებთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს, რაც მართვას კიდევ უფრო ამარტივებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბაზარს ვოლვოს უახლესი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტომობილები შევთავაზოთ", — აცხადებს გაგა კოხრეიძე, ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი.
სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი, მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინის ახალი მოდელი სამი ტიპის კომპლექტაციით არის წარმოდგენილი: Inscription, R-Design და Momentum. კომპლექტაციებს შორის სხვაობა ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის დეტალებში გამოიხატება.
ვოლვოს ახალი ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით და მძღოლის დამხმარე სისტემებით. XC60 თანამედროვე, მაღალი ხარისხის აუდიომოწყობილობით, ექსპრესიული დიზაინითა და განსხვავებული ფერებით გამოირჩევა.
XC60 ვოლვოს საშუალო ზომის SUV-ია, რომელიც, მოცულობიდან და კომფორტულობიდან გამომდინარე, საუკეთესო საოჯახო ტიპის მოდელად მიიჩნევა და საქართველოში ვოლვოს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია.
ვოლვო ქარ საქართველოს ახალი მოდელების 360 გრადუსით დათვალიერება და ტესტდრაივზე ჩაწერა კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ კავკასია 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები