სუპერდედამიწებს სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობების შენარჩუნება 80 მილიარდი წლის განმავლობაში შეუძლიათ
სუპერდედამიწები ამართლებენ თავიანთ სახელს, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლისთვის საჭირო ატმოსფეროს შენარჩუნებას. მეტიც, ახალი კვლევის მიხედვით ასეთ პლანეტებს ატმოსფეროს შენარჩუნება ათობით მილიარდი წლის განმავლობაში შეუძლიათ.
ჩვენი პლანეტის მსგავს ასეთ ეგზოპლანეტებს, თეორიულად, შეუძლიათ დედამიწაზე ბევრად უფრო გრძელი პერიოდის განმავლობაში სიცოცხლის შენარჩუნება. ახალი კვლევის მიხედვით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთ პლანეტაზე სიცოცხლე 80 მილიარდი წლის განმავლობაშიც იქნება. მასშტაბების წარმოსადგენად თავად სამყაროა 13,7 მილიარდი წლის.
ცნობისთვის, სუპერდედამიწებს დედამიწის მსგავს, მაგრამ უფრო დიდ პლანეტებს ეძახიან.
ასევე: ასტრონომებმა ჩვენთან ახლოს მდებარე 2 სუპერდედამიწა აღმოაჩინეს
სუპერდედამიწებს სუპერ ატმოსფერო აქვთ
ასტრონომები ახალი კვლევის უკან, რომელიც ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა, ამბობენ, რომ მათი კომპიუტერული მოდელების მიხედვით, სუპერდედამიწებს შეუძლიათ შეინარჩუნონ პირველადი ატმოსფერო (ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება) მილიარდობით წლის განმავლობაში.
უფრო მეტიც, გამოთვლებმა აჩვენა, რომ ასეთი ატმოსფეროს სიმკვრივე შეიძლება იყოს 1000-ჯერ მეტი ვიდრე დედამიწისა. იქ კი შესაძლოა თხევადი წყალიც იყოს.
ამას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს არამიწიერი სიცოცხლის ძიების მხრივ, რადგან ასეთ სუპერდედამიწებზე მისი პოვნა უფრო მარტივია.
ამ მასიურ ეგზოპლანეტებს, როგორც წესი, აქვთ მყარი ზედაპირი, რომელიც დედამიწისას 10-ჯერ უფრო აღემატება. რაც საინტერესოა, ბოლო შეფასებით დაახლოებით 30 000 სუპერდედამიწა უნდა არსებობდეს და ეს მხოლოდ ჩვენგან ათასი სინათლის წლის მანძილზე.
მეცნიერები სუპერდედამიწების სიმულირებას ახდენენ
ასტრონომებმა მოახდინეს ათასზე მეტი სიმულაცია სხვადასხვა მასის და ორბიტის სუპერდედამიწის და გამოიკვლიეს მათი ევოლუცია. მათ დაადგინეს, რომ ცივი სუპერდედამიწები, რომლებიც ბრუნავენ თავიანთი ვარსკვლავებისგან დიდ მანძილზე, საუკეთესო კანდიდატები არიან სიცოცხლისთვის.
მასპინძელი ვარსკვლავისგან საკმარისად შორს მყოფი, წყალბად-ჰელიუმის ატმოსფერო შეიძლება შენარჩუნდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და არ დაზიანდეს ვარსკვლავური ქარის ნაწილაკებით.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეგზოპლანეტები, როგორც წესი, ვლინდება შორეული ვარსკვლავების სიკაშკაშის გაზომვით. სიკაშკაშის პერიოდული ჩავარდნები მიუთითებს იმაზე, რომ პლანეტა ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო. უფრო შორეული პლანეტები, მათი მასპინძელი ვარსკვლავების შემდგომი ორბიტებით, უფრო რთული აღმოსაჩენია.
მკვლევრები ამბობენ, რომ იდეალური გარემოებების შემთხვევაში საქმე გვექნება პლანეტასთან, რომელსაც სიცოცხლის შენარჩუნება მისი მასპინძელი ვარსკვლავის თითქმის მთელი სიცოცხლის მანძილზე შეეძლება. ეს შეიძლება იყოს დაახლოებით რვა მილიარდი წელი.
თუმცა, ძალიან განსაკუთრებულ ვითარებაში, პლანეტას შეუძლია თავისი ვარსკვლავის დეორბიტირება და სიცოცხლის შენარჩუნება 80 მილიარდი წლის განმავლობაში.
კომენტარები