რატომაა სიგნალი ყველაზე დაცული საკომუნიკაციო საშუალება მსოფლიოში?
კომუნიკაციის დაცული აპლიკაცია სიგნალი უკვე მარავალი წელია, არსებობს, მაგრამ 2021 წელს უსაფრთხოებისა და დაცულობის მზარდი მოთხოვნის ფონზე მისი პოპულარობა და მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ახლა ამ აპლიკაციას 40 მილიონი ადამიანი იყენებს.
სიგნალს end-to-end დაშიფვრა და დამოუკიდებელი სტრუქტურა აქვს, ანუ, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, ის მართულია ფონდის და არა დიდი ტექ. კომპანიის მიერ. ის განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა აქტივისტების, ჰაკერებისა და იმ ადამიანთა მთავარი საკომუნიკაციო საშუალება გახდა, რომელთათვისაც დაცულობა მნიშვნელოვანია.
ბოლო წლებში სიგნალმაც გაზარდა საკუთარი ინვესტიციები იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მათ მომხმარებლებს ეხმარება. სიგნალის მომხმარებელთა რაოდენობა პირველად 2020 წლის გაზაფხულზე გაიზარდა, როდესაც ადამიანიები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ანტირასისტულ პროტესტში იღებდნენ მონაწილეობას, მიხვდნენ, რომ ძალოვანი უწყებები მათ უთვალთვალებდნენ და დიდ კომპანიებს მომხმარებელთა მონაცემების გადაცემას სთხოვდნენ. სიგნალი განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა.
ასე, რომ, თუ თქვენთვის პირადი მონაცემების დაცულობა მნიშვნელოვანია, სიგნალს უნდა შეუერთდეთ. იქამდე მოგიყვებით რამდენიმე დეტალს მასზე, რაც უნდა იცოდეთ.
მაშ, რა არის სიგნალი?
სიგნალი არის უფასო, დაცულობაზე კონცენტრირებული საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომლის გამოყენება შეგიძლიათ როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებს. ასევე, არსებობს მისი დესკტოპ ვერსიაც. დასარეგისტრირებლად მხოლოდ ტელეფონის ნომერი გჭირდებათ. Signal-ში შეგიძლიათ თქვენს მეგობრებს პირდაპირ ან ჯგუფში დაურეკოთ ან შეტყობინება მისწეროთ. სხვა აპლიკაციების მსგავსად აქაც არის ემოჯიები და სტიკერები. მაგრამ ერთი დიდი განსხვავება ისაა, რომ სიგნალი მართლაც დაცულია.
უსაფრთხოა სიგნალის აპლიკაცია?
სიგნალში კომუნიკაცია end-to-end-ითაა დაშიფრული, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ კომუნიკაციაში ჩართულ ადამიანებს შეუძლიათ შეტყობინების კონტენტის ნახვა — თვით მფლობელ კომპანიასაც კი არ შეუძლია ეს. სტიკერებსაც კი თავიანთი სპეციალური დაშიფვრა აქვთ გაგზავნისას.
სიგნალმა შექმნა დაშიფვრის პროტოკოლი, რომელსაც სხვა კომპანიებიც, მათ შორის, WhatsApp და Skype-იც იყენებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დაცულობის ოქროს სტანდარტი.
ნამდვილად დაცულია სიგნალი?
დიახ — და ეს დაცულობა სცილდება იმ ფაქტს, რომ თქვენი შეტყობინებები უბრალოდ დაშიფრულია. თქვენ ასევე შეგიძლიათ, წამზომის დაყენებით გარკვეული დროის შემდეგ გააქროთ კიდევაც საკუთარი მესიჯები. ამას გარდა, სიგნალი საკუთარ მომხმარებლებზე ვირტუალურად არანაირ მონაცემს არ აგროვებს. ერთადერთი მონაცემი, რომელსაც აპს აწვდით არის თქვენი მობილური ნომერი. თუ პოლიცია "სიგნალს" მომხმარებლის მონაცემების გაცემას მოსთხოვს, იქ გულწრფელად ეტყვიან, რომ არ აქვთ მსგავსი რამ.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ აგროვებს სიგნალი მონაცემებს, არის მისი არაკომერციული ხასიათი. მას არ აქვს რეკლამები და შესაბამისად — არც არანაირი ინტერესი, რომ საკუთარი მომხმარებლები იკვლიოს. სანაცვლოდ ის გრანტებითა და კერძო ინვესტორების მიერაა დაფინანსებული. ეს აპი დაცულობის აქტივისტების მცირე ჯგუფმა შექმნა 2013 წელს და დღეს ის საკმადო დიდია მოცულობაში. 2018 წელს WhatsApp-ის დამფუძნებელმა, ბრაიან აკტონმა 50 მილიონი აშშ დოლარი გაიღო სიგნალის ფონდის შესაქმნელად, რომელიც დღეს სიგნალს მართავს. აკტონი დირექტორთა საბჭოს შეუერთდა იმ მიზნით, რომ შექმნას რეალურად დაცული საკომუნიკაცია პლატფორმა, მას შემდეგ, რაც Facebook-მა WhatsApp შეიძინა და აკტონმა დატოვა კომპანია უსაფრთხოების საკითხებზე Facebook-თან უთანხმოების გამო.
Signal VS WhatsApp (და სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციები)
ორივე — სიგნალიც და WhatsApp-ც end-to-end დაშიფვრის ერთსა და იმავე ტექნოლოგიას იყენებს. რაც ნიშნავს, რომ თქვენი შეტყობინებებისა და ზარების კონტენტი დაცულია. თუმცა Facebook სხვა უამრავი ტიპის ინფორმაციასაც აგროვებს, როგორიცაა გამოყენების სტატისტიკა, მეტა-მონაცემები და სხვა. და ამაზე უარის თქმის საშუალება არაა (ნუ თუ Facebook-ს არ გააუქმებთ).
მართალია, სიგნალს არ აქვს WhatsApp-ის მსგავსად ბევრი მოდური ფუნქცია, მაგალითად, ფონი, თუმცა როდესაც საქმე დაცულობას მიდგება, შედარებაც არაა. და როდესაც სხვა არჩევანს ეძებთ, Facebook-ის საკომუნიკაციო აპლიკაციების უამრავი სხვა ალტერნატივა არსებობს.
ერთ-ერთი ასეთი აპი არის ტელეგრამი. ტელეგრამის მომხმარებლების ამბობენ, რომ მათთვის დაცულობაა პრიორიტეტული, თუმცა რეალურად მათ ბევრი ჩავარდნა აქვთ. ტელეგრამზე შეტყობინებები by default არ არის end-to-end დაშიფრული. ამას გარდა, კერძო ჯგუფების ზომა არის ულიმიტო, არაზომიერი და ამ ჯგუფებში ლინკით შეგიძლიათ გაწევრიანება, რაც ტოქსიკურ გარემოს ქმნის, მაგალითად, ტერორიზმისა და პორნოგრაფიისთვის.
სიგნალიც არაა დაკავებული კონტენტის მოდერირებით, მაგრამ ჯგუფებს აქვთ ლიმიტი — 1000 მომხმარებელი. აქ უფროა კონტაქტი ისეთ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ, განსხვავებით WhatsApp-ისა და Telegram-ისგან, სადაც ადამიანთა დიდ ჯგუფებთან და უცხოებთან კომუნიკაცია ნორმაა.
კომენტარები