ცოცხალი მუსიკა მთელი ზაფხული — რადისონ ბლუ ივერიას პროგრამა ქალაქის ცენტრში
სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია თბილისის სტუმრებსა და ქალაქში დარჩენილ თბილისელებს მთელი ზაფხული საუკეთესო დასვენებასა და გართობას ჰპირდება.
თბილისის ყველაზე პოპულარული ტერასა, ფილინი, ახლა უკვე განახლებული ინტერიერით, სტუმრებს ყოველდღიურად მასპინძლობს ევროპული სამზარეულოს კერძებით, საფირმო კოქტეილებითა და პანორამული ხედებით ქალაქზე. მთელი სეზონის განმავლობაში ტერასაზე ცოცხალი მუსიკა დაგხვდებათ. მრავალფეროვანი ღონისძიებები ფილინიში შუა კვირიდან იწყება.
ფოტო: რადისონ ბლუ ივერია
მთელი კვირის განმავლობაში ელოდება სტუმრებს რადისონ ბლუ ივერიას ღია აუზი. უქმეებზე აქაც ცოცხალი მუსიკა — მზიანი ზაფხულისა და განწყობის შესაბამისი მელოდიები გაჟღერდება.
ყოველ შაბათს ფორტეპიანოს საღამოები იმართება პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ივერია კაფეს ტერასაზე.
"ჩვენი კომპანია Silk Hospitality ქვეყნის მასშტაბით რადისონის 3 სასტუმროს მართავს, მათ შორის რადისონ ქოლექშენ წინანდალს და რადისონ ბლუ ბათუმს, რომლებიც განსაკუთრებულად დიდი პოპულარობით სარგებლობს ზაფხულის განმავლობაში; თუმცა ის შეხედულება, რომ ზაფხულში დამსვენებლები მხოლოდ ტურისტულ რეგიონებს სტუმრობენ, არასწორია. მართალია, ძალიან დიდი ნაკადი მიდის ქალაქგარეთ, მაგრამ არიან ხარისხიანი გართობის მოყვარული ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, თბილისიდან გასვლას დიდი ხნით ვერ ახერხებენ; ამასთან, ზაფხულში უამრავი ტურისტი სტუმრობს ჩვენს დედაქალაქს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შევუქმნათ განსაკუთრებული გარემო ასეთ სტუმრებს და მთელი სეზონის მანძილზე შევთავაზოთ მრავალფეროვანი პროგრამა და სასიამოვნო საღამოები ცოცხალი მუსიკის თანხლებით, რაც მათ მისცემს როგორც განტვირთვისა და დასვენების, ასევე კომფორტული პირადი თუ საქმიანი შეხვედრების შესაძლებლობას", — იორდი ქუითი, რადისონ ბლუ ივერიას გენერალური მენეჯერი.
ფოტო: რადისონ ბლუ ივერია
ამ ეტაპზე ცნობილია ამ კვირის პროგრამა:
ფილინი ტერასა:
14.07 | 20:00-23:00 – Classic Jazz Trio
15.07 | 21:00-00:00 – Bene
16.07 | 21:00-00:00 – Beka Kalandadze
17.07 | 20:00-23:00 – Saxy Jozz & Piano
რადისონ ბლუ ივერიას ღია აუზი:
16.07 | 14:00-17:00 – Machaidze
17.07 | 14:00-17:00 – Stimmhalt
ივერია კაფე:
16.07 | 20:00-23:00 – Piano Evening
ღონისძიებებს ყოველკვირეული ხასიათი აქვს. სამომავლო კალენდრისა და სიახლეების სანახავად, გამოიწერეთ სასტუმროს ოფიციალური Facebook გვერდი.
-
ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება
გადახედვა
-
თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
გადახედვა
-
ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა
გადახედვა
-
ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ
გადახედვა
-
უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს
გადახედვა
-
პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს
გადახედვა
-
ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO? ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO?
გადახედვა
-
როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით
გადახედვა
-
ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ
გადახედვა
-
უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს
გადახედვა
-
შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება
გადახედვა
-
რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია? რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია?
გადახედვა
-
ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა
გადახედვა
-
ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ კრისტოფერ ნოლანის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
გადახედვა
-
სპეციალურად უტრირება კონკრეტული ეროვნების, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის" — ცოტნე ანანიძე კახეთის ინციდენტზე სპეციალურად უტრირება კონკრეტული ეროვნების, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის" — ცოტნე ანანიძე კახეთის ინციდენტზე
გადახედვა
-
SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება
გადახედვა
კომენტარები