სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა ხელფასები გაიზარდა
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს (TI) ანგარიშის მიხედვით, ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში მომუშავე 8 406 ადამიანზე მიმდინარე წელს უკვე გაცემული და წლის ბოლომდე გასაცემი შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა 52 237 836 ლარია, რაც რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ჯამური ასიგნებების 24%-ია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: TI-ის განცხადებით, ხელისუფლება არაერთხელ გამოვიდა მცირე ზომის მთავრობის ინიციატივით და ეს, პირველ რიგში, სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირებას გულისხმობს. ამ დროს, კი მუნიციპალური იურიდიული პირების ხარჯები და დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება.
- ადგილობრივი თვითმმართველობები ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ფინანსური სახსრების ნაკლებობას განიცდიან, ამიტომ მიზანშეუწონელია ხარჯების მსგავსი მასშტაბური მატება.
დეტალები: ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მუნიციპალურ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა აბაშისა.
- შრომის ანაზღაურების მოცულობა ყველაზე მეტად — 29%-ით სენაკში, ყველაზე ნაკლებად — 7%-ით კი ხობის მუნიციპალიტეტში გაიზარდა.
- აბაშის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, სადაც იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს შემცირდა.
- TI-ის თქმით, ცალკეული იურდიული პირების მმართველ, ადმინისტრაციულ რგოლებში არაგონივრულად დიდი ოდენობის საშტატო ერთეულებია შექმნილი.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერი ა(ა)იპის თუ შპს-ს ხელმძღვანელს ერთპიროვნულად ნიშნავს, ასევე პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს ა(ა)იპ-ს ხელმძღვანელიც.
- "ასეთი პრაქტიკა, ერთის მხრივ, არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეარჩიონ უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი".
- "მეორე მხრივ, ეჭვქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს, ქმნის ნეპოტიზმის, პარტიული ნიშნით საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმების რისკებს".
TI-ის რეკომენდაციების მიხედვით, მუნიციპალიტეტებმა უახლოეს პერიოდში უნდა შეისწავლონ საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა შესასრულებლად შპს-ის ან ა(ა)იპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა.
- ხოლო, თუკი ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, მაშინ გარკვეული მომსახურებები სახელმწიფო შესყიდვის გზით უნდა შეიძინონ. ეს შეამცირებს როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს.
- უნდა შეიცვალოს მუნიციპალური შპს-ების მართვის პრაქტიკა — სამეწარმეო ორგანიზაციები მოგების მიღებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული.
- მუნიციპალიტეტებმა უნდა გადახედონ არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, რათა ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში, მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი.
- უნდა შეცვალონ იურიდიულ პირების თანამშრომელთა შერჩევის არსებული პრაქტიკა და ყველა შესაძლო შემთხვევაში თანამშრომლები შეარჩიონ საჯარო კონკურსის მეშვეობით.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები