აშშ-ს რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ ახალი იარაღი — სიმაღლებრივი საჰაერო ბურთი აქვს
თუ შებრძოლებას ერიდები, მაშინ მათზე მაღლა იფრინე — როგორც ჩანს, სამხედრო შეიარაღების რბოლაში, რუსეთისა და ჩინეთის დასამარცხებლად Pentagon-ს ასეთი გეგმა აქვს.
როგორც Politico იუწყება, აშშ დიდი სიმაღლის გასაბერ ბურთში დებს ინვესტიციას, რომელსაც სადაზვერვო სამუშაოების ჩატარება 18-28 კილომეტრის დაშორებით შეუძლია. ბურთები Pentagon-ის ფართო სადაზვერვო ქსელს შეუერთდება და, შესაძლოა, საბოლოოდ, ჰიპერბგერითი იარაღების სათვალთვალოდ გამოიყენონ.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევითი ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომელმა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროექტის დირექტორმა, ტომ კარაკომ Pilitico-ს განუცხადა, რომ დიდი, ან ძალიან დიდი სიმაღლის პლატფორმებს სადგურზე გამძლეობით, მანევრირების უნარითა და მრავალჯერადი დატვირთვით ბევრი უპირატესობა აქვთ.
Pentagon დიდ ინვესტიციას დებს ამ ბურთებში, რომელთა გამოყენება მთელი რიგი მისიებისთვის შეიძლება. გასული ორი წლის განმავლობაში აშშ-მ ბურთების პროექტში 3.8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, 2023 წელს კი საჰაერო ხომალდზე 27.1 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
ბურთები უკვე გამოიყენეს ქვეყნის ფარული გრძელვადიანი სტრატოსფერული არქიტექტურის (COLD STAR) პროექტისთვის, რომელიც მიზნად ნარკორეალიზატორების ადგილსამყოფლის დადგენას ისახავს. ახლა კი, თავდაცვის დეპარტამენტი მათ სამხედრო სერვისების დეპარტამენტს საჰაერო ხომალდებზე მონაცემების შეგროვების მიზნით გადასცემს. აშშ იმედოვნებს, რომ ბურთების საშუალებით ზებგერითი იარაღების შემჩნევასა და შეფერხებას შეძლებენ, რომლებსაც ჩინეთი და რუსეთი ქმნიან.
აღსანიშნავია, რომ სპეციალიზებულ ბურთებს Raven Aerostar — Raven Industries-ის განყოფილება ქმნის. იგი ფრენის საკონტროლო ერთეულითაა აღჭურვილი, ენერგიას კი მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარეებით იღებს, რაც მას ეკო-მეგობრულ და ხანგრძლივად მოქმედ იარაღად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონიკის პაკეტი ბორტზე ფრენის უსაფრთხოებაზე, ნავიგაციასა და კომუნიკაციებზეა პასუხისმგებელია. იგი ასევე აღჭურვილია მანქანური დასწავლის ალგორითმით, რომელიც ქარის მიმართულებებს პროგნოზირებს და მიღებულ სენსორულ მონაცემებს რეალურ დროში აერთიანებს.
ბურთები არამხოლოდ მარტივი გამოსაყენებელია, არამედ ეკონომიურიც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ახალ ტექნოლოგიას არ წარმოადგენს და იგი წარსულში NASA-ს, კერძო კომპანიებს და აშშ-ის ჯარსაც კი გამოუცდია, რაც მის ბევრ უპირატესობას და საჰაერო ხომალდთან შედარებით ბევრად დაბალ ფასს უკავშირდება.
კომენტარები