საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის თქმით, მისი გათავისუფლება ღარიბაშვილს სურდა
საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, თეა კატუკიამ ფორმულას კითხვებს წერილობით უპასუხა და განაცხადა, რომ ორი თვის წინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოკლე სატელეფონო საუბრისას პრემიერმინისტრის სურვილის შესახებ აცნობა.
დეტალები: კატუკია ფორმულასთან ჰყვება, რომ მასზე ზეწოლა საქართველოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დაპირისპირების გამწვავებას უკავშირდება.
- უწყების პასუხად ყოფილი ელჩი მოუწოდებს ყველას, ვისაც ეჭვი ეპარება მის დიპლომატიურ საქმიანობაში, შეფასებისთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართონ.
- კატუკიას თქმით, მასსა და სამინისტროს შორის უთანხმოება ყოველთვის უკავშირდებოდა საკადრო და სტრუქტურულ საკითხებს.
-
დიპლომატი ამბობს, რომ ძველი საბჭოთა მეთოდებით მის დაშინებას ცდილობენ და ემუქრებიან, რომ ინფორმაციას ფლობენ, რაზეც მათ მიმართავს: "მოუთმენლად ველოდები აღნიშნული ინფორმაციების გაზიარებას!"
რატომ არის მნიშვნელოვანი: პირველ ივლისს თეა კატუკიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა.
- საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ელჩმა თანამდებობა წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე დატოვა, რა დროსაც კატუკიას განუმარტეს, რომ ელჩად ყოფნის პერიოდში მისი საქმიანობით "კმაყოფილი არ იყვნენ".
რა თქვა კატუკიამ: ყოფილმა ელჩმა იმ სტრუქტურულ დარღვევებზე ისაუბრა, რასაც მისი თქმით, პოსტზე დანიშვნის შემდეგ აწყდებოდა.
- "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში".
- "არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა",
- მისი თქმით, ეს დარღვევები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს.
რა თქვა სამინისტრომ: უწყება აცხადებს, რომ თეა კატუკიას ბრალდებებით "გაკვირვებული" არიან და ამას "ცილისმწამებლურს" უწოდებენ.
- "სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა".
- უწყება ამბობს, რომ საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა, რაც საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე "მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას" მოითხოვს.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები