"პირველი რეალური კომიქსი იდეათეკაში ვნახე, შემდეგ კი საკუთარ კომიქსზე დავიწყე მუშაობა" — ოთო ცირამუა ჯვარის იდეათეკიდან
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი აქტიურად აგრძელებს იდეათეკების პროექტის განხორციელებას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მულტიფუნქციური საგანმანათლებო სივრცეების მოწყობას გულისხმობს.
იდეათეკები აქტიურად გამოიყენება როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე კლასგარეშე აქტივობების დასაგეგმად და განსახორციელებლად. სივრცეები არაერთი ახალი იდეის და პროექტის დაბადების ადგილადაც იქცა. ქალაქ ჯვარის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე, ოთო ცირამუა, ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, რომელმაც იდეათეკაში საკუთარი ნიჭი და გატაცება განავითარა.
მეათე კლასელი ოთოს ჰობი კომიქსებზე მუშაობაა. მისი თქმით, კომიქსებით მას შემდეგაა გატაცებული, რაც პირველი კომიქსი წაიკითხა.
"თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ერთად ან პორტრეტების ხატვაში ვატარებ. ხშირად ვსტუმრობ იდეათეკას, წიგნებისა და კომიქსების წასაკითხად. პირველი ფიზიკური კომიქსიც სწორედ იდეათეკაში ვნახე, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მანამდე, უმეტეს წილად, კომიქსებს ონლაინ ვკითხულობდი ხოლმე. ძალიან მომწონს , რომ იდეათეკაში შემიძლია სრულიად განვმარტოვდე წიგნთან ერთად და დრო კითხვაში გავატარო", — გვიზიარებს ოთო.
ოთოს კომიქსების მიმართ ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როდესაც პირველად აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი ფილმი სწორედ მათი შთაგონებით ან მათზე დაფუძნებით იქმნება. "როცა გავიგე, რომ კომიქსების მიხედვით ფილმებს იღებდნენ, ამან ჩემი ყურადღება მიიქცია და მაშინვე დავინტერესდი. მახსოვს, გავიფიქრე "ნუთუ მართლა ისე ხდება ყველაფერი კომიქსში, როგორც ფილმშია ნაჩვენები? თანაც, მინდოდა გამეგო, დამეუფლებოდა თუ არა ისეთივე განცდა ნახატების დათვალიერებისას, როგორიც ფილმის ყურებისას", — ამბობს ის.
როგორც ოთო გვიყვება, კომიქსების დახატვაზე ხშირად უფიქრია, თუმცა იდეათეკაში პირველი ფიზიკური კომიქსის ნახვამ მისცა სტიმული, დაეწყო საკუთარ კომიქსზე მუშაობა.
"იდეათეკაში რამდენიმე ისეთი წიგნი აღმოვაჩინე, რომელიც გამორჩეულად ახლოს არის ჩემს ხასიათთან, მაგალითად მოთხრობა, რომელსაც ახლა ვკითხულობ — გელა გელაშვილის "რელიეფურ გლობუსთა თავისებურებანი". ასეთი ნაწარმოებების კითხვისას მიჩნდება ხოლმე სურვილი, ტექსტი კომიქსად ვაქციო. მინდა თავისუფალი დრო ასეთ პროექტებზე მუშაობას დავუთმო", — დასძენს ოთო.
რაც შეეხება ოთოს პირველ ნამუშევარს, მისი მოქმედება ქალაქ ჯვარში ხდება. როგორც თვითონ ამბობს, მუშაობის პროცესში სურდა კომიქსის სტრუქტურა შეენარჩუნებინა, თუმცა სათქმელი საკუთარი ინდივიდუალური სტილით გადმოეცა.
"ქალაქ ჯვარის ცხოვრების სტილი ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა სხვა ქალაქებისგან, მაგრამ ჯვარი მინიმალისტური ქალაქია, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ეს მას თავისებურად საინტერესოს ხდის. ჩემი პირველი კომიქსიც ამ იდეის გარშემო შევქმენი. მასზე მუშაობა საინტერესო და სახალისო პროცესი აღმოჩნდა. მინდოდა, კომიქსით ქალაქ ჯვარის ხიბლი და უნიკალურობა გადმომეცა", — გვიყვება ოთო.
საუბრის ბოლოს, ოთომ ისიც გვითხრა, რომ სურს მომავალში უფრო მეტი დრო დაუთმოს მსგავს პროექტებზე მუშაობას. სწორედ ასეთი საინტერესო ახალგაზრდების მხარდაჭერისა და მათი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით საქართველოს ბანკმა, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკმა იდეათეკების პროექტის განხორციელება დაიწყო. 2019 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 12 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო იდეათეკები. პროექტის მთავარ მიზანს, რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში, თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს.
იდეათეკები ბიბლიოთეკას, კომპიუტერებს, პროექტორებს და სხვა შემეცნებით ხელსაწყოებს აერთიანებს. სივრცე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ როგორც გაკვეთილების, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ შეხვედრების თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყენება. ვრცლად, საქართველოს ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3mxQeXI
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები