მეცნიერებმა რენესანსის ეპოქის მუმიაზე აღმოჩენილი პათოგენის გენომი შეისწავლეს
ეშერიხია კოლი, იგივე ე. კოლი, ერთ-ერთი საუკეთესოდ შესწავლილი ბაქტერიაა, აღმოაჩინეს მე-19 საუკუნეში, ბოლო დროს კი მეცნიერები მეტს იგებენ მისი ევოლუციის ისტორიის შესახებ.
ამჯერად კი მეცნიერებმა მოახერხეს 400 წლის წინანდელ იტალიურ მუმიაზე აღმოჩენილი პათოგენის გენეტიკური კოდის ამოღება.
ჟურნალ Communications Biology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა რენესანსის ეპოქის დიდებულის მუმიფიცირებულ ნეშტი შეისწავლა. ჯიოვანი დ'ავალო, ზემოხსენებული მუმია, 48 წლის იყო, როდესაც ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებით დაიღუპა.
მეცნიერთა მიერ კლასიფიცირებული 400 წლის წინანდელი ე. კოლი უნიკალური გენომისაა, თუმცა თანამედროვე ე. კოლისთან დიდი ევოლუციური მსგავსება აქვს, ჯიოვანი დ'ავალოს ბაქტერიების მსგავსად, დღევანდელ ე. კოლისაც შეუძლია ნაღვლის ბუშტში ქვების გაჩენა.
ე. კოლის ნაირსახეობათა უმეტესობა უვნებელია, ზოგი კი სერიოზულ ინფექციას იწვევს. თუნდაც წითელასაგან განსხვავებით, ეშერიხიას სიმპტომები მომნელებელი სისტემის პრობლემებს იწვევს და გარეგანად არ გამოიხატება.
"გარეგანად საერთოდ არ ეტყობოდა ნეშტს ე. კოლის არსებობა. არავინ ვიცოდით რა იყოს ეს. ჩვენ მოვახერხეთ ოპორტუნისტული პათოგენის იდენტიფიცირება და შევიმუშავეთ მითითებები მათთვის, ვინც სხვა ფარულ პათოგენებს ეძებს", — აცხადებს მკვლევარი დეივიდ ლონგი.
ლონგი და ჯგუფის სხვა წევრები იმედოვნებენ, რომ თანამედროვე ე. კოლის წინაპრის გენომის უკეთ შემეცნება მომავალში ე. კოლის სრული ევოლუციური სურათის შექმნას გაამარტივებს.
კომენტარები