10 რჩევა, რომელიც უცხო ენის შესწავლაში დაგეხმარება
ფოტო: ABC
ბევრ ჩვენგანს უცხო ენის სწავლის დაწყება ჯერ კიდევ ბავშვობაში მოუხდა. ზოგს ეს უყვარდა, ზოგს — ნაკლებად. თუმცა, თუკი ცხოვრების რაღაც ეტაპზე გადაწყვიტე, რომ ახალი ენა უნდა ისწავლო, აუცილებელია, ამ საქმეს გულისყურით მიუდგე. თავიდან, შესაძლოა, დაიბნე კიდეც: არ იცი, რა და როგორ უნდა გააკეთო. ამიტომ, რამდენიმე რჩევა შეიძლება გამოგადგეს — მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ენას სწავლობ, რადგან პრინციპი, დიდწილად, მსგავსია.
1. ჩამოაყალიბე, რატომ გინდა ენის სწავლა
ფოტო: Giphy
სანამ ენის სწავლას დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ, რატომ გვსურს ეს. სხვადასხვა ონლაინკურსებზე დარეგისტრირებისას პირველი სწორედ იმას გეკითხებიან, რა მიზნით გსურს ენის შესწავლა — სამსახურისთვის, უცხო ქვეყანაში სასწავლად წასვლისთვის ან სულაც ჰობის გამო. ერთი მხრივ, ამის ჩამოყალიბებით უკეთ განარჩევ, რაზე უნდა გაამახვილო მეტი ყურადღება და რაზე — ნაკლები. მეორე მხრივ, მკაფიოდ გამოხატული მიზანი იმის გარანტია, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვან. მიზანი ხომ ნებისმიერ საქმეში უმთავრესი მოტივატორია.
2. იმეცადინე ყოველდღე, თუნდაც მცირედი
ფოტო: Giphy
მნიშვნელოვანია, უცხო ენის სწავლა სისტემატური და განგრძობითი პროცესი იყოს. შესაძლოა, შენ კონკრეტული მიზანი გაქვს დასახული, რომლის მიღწევაც გსურს, მაგრამ, რეალურად, ენის სწავლა არასდროს სრულდება. ამასთან, ენა პრაქტიკაში ცოცხლდება — მალევე შეიძლება დაგავიწყდეს, თუკი მასთან შეხება იშვიათად გექნება. ამდენად, აუცილებელია — განსაკუთრებით სწავლის საწყის ეტაპზე — მეცადინეობა ყოველდღიურობის ნაწილი იყოს. არაა აუცილებელი, საათობით გქონდეს წიგნებში თავი ჩარგული. ისწავლე ცოტ-ცოტა, ხარისხიანად და ხალისიანად.
3. გაიცანი ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანები
ფოტო: Giphy
როგორც უკვე ვთქვით, ენა პრაქტიკაში ცოცხლდება, ამიტომ, მისი სწავლა მხოლოდ თეორიული მასალის სწავლით შეუძლებელია. არც მარტო სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოები კმარა ნასწავლის ასათვისებლად. რადგან ენის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება კომუნიკაციაა, სასურველია, თუკი საურთიერთოდ ახალ ადამიანებს გაიცნობ — ეს შეიძლება იყოს ვიღაც, ვინც ამავე ენას სწავლობს ან სხვა, ვისთვისაც ეს ენა მშობლიურია. მათთან წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციით შეძლებ საყვარელ ფილმებზე, ყოველდღიურ ამბებზე, ინტერესებზე ან თუნდაც ამინდზე ისაუბრო და ნასწავლი გრამატიკული და ლექსიკური მასალა პრაქტიკაში გამოიყენო. სხვათა შორის, იმ ადამიანებთან საკონტაქტოდ, ვისთვისაც შენ მიერ არჩეული ენა მშობლიურია, არაერთი აპლიკაცია არსებობს.
4. ესაუბრე საკუთარ თავს
ფოტო: Giphy
თუკი ახალი მეგობრის პოვნა ვერ მოახერხე, ნუ იდარდებ, ყოველთვის შეგიძლია, საკუთარ თავს ესაუბრო. ალბათ ბევრ ჩვენგანს მოგვიწყვია საკუთარ თავთან ინტერვიუ — როცა კითხვას ვსვამთ და თავადვე ვპასუხობთ, ან თავს რომელიმე რეალითი შოუში წარმოვიდგენთ. ასეთ სიტუაციებს თუ უცხო ენაზე გავაცოცხლებთ, ეს ყველაზე მთავარში — ამ ენაზე ფიქრის დაწყებაში — დაგვეხმარება. ხმამაღლა ან გონებაში გამუდმებით აღწერე შენი საქციელი, შეაფასე შენ გარშემო მომხდარი ამბები, იხუმრე, საღამოობით მოჰყევი ჩავლილი დღის შესახებ — ესეც ეფექტური პრაქტიკის ნაწილია.
5. აწარმოე დღიური
ფოტო: Giphy
ჩავლილი დღის შესახებ მოყოლას თუ დაწერა გირჩევნია, დღიური ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. თუ გინდა, დღიურს სულაც ნუ დაარქმევ — აი, როცა საინტერესო ამბავი გადაგხდება თავს და ერთი სული გაქვს, ამაზე მეგობრებს მოუყვე ან ფეისბუქზე დაპოსტო, ისე დაწერე ყველაფერი. დღიურში ასევე შეგიძლია ყოველდღიურად ნასწავლი მასალა ჩაიწერო და საკუთარ პროგრესს თვალი მიადევნო.
6. თარგმნე, თარგმნე ყველაფერი!
ფოტო: Giphy
ენის სწავლისას ახალი ლექსიკის ათვისება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ზოგიერთი ახალი სიტყვების სწავლას პირდაპირ ლექსიკონიდან ცდილობს, რაც, ცხადია, ნაკლებად ეფექტურია. პრაქტიკის მნიშვნელობა უკვე აღვნიშნეთ და ბარემ ისიც დავამატოთ, რომ სწორედ პრაქტიკაში ნასწავლი გვამახსოვრდება ყველაზე უკეთ; ამიტომ, თარგმნე ყველაფერი, რასაც თვალს მოჰკრავ — იქნება ეს ეტიკეტი ბოთლზე თუ სარეკლამო პოსტი სოციალურ ქსელში. ჯერ სცადე, შინაარსი გაიგო, შემდეგ კი ნებისმიერი უცხო სიტყვა ლექსიკონში მოძებნე. უმჯობესია, თუ ამავე ენაზე შედგენილ განმარტებით ლექსიკონს გამოიყენებ.
7. იკითხე ლიტერატურა და უყურე ფილმებს/სერიალებს ამ ენაზე
ფოტო: Giphy
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა ენის სასწავლად, ამიტომ მის დანიშნულებაზე ბევრი საუბარი ალბათ არცაა საჭირო. უბრალოდ, გახსოვდეს, რომ ასე უკეთ გაიცნობ იმ კულტურას, სადაც შენ მიერ არჩეულ ენაზე საუბრობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნების (თუნდაც ზღაპრების) კითხვა და ფილმების ან სერიალების ყურება უცხო ენაზე სწავლის ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლია — თავიდან ცოტას გაიგებ, შემდეგ კი უფრო მეტ ნაცნობ სიტყვას თუ გრამატიკულ კონსტრუქციას წააწყდები ტექსტებში ან პერსონაჟების დიალოგებში.
8. უსმინე პოდკასტებს, აუდიოწიგნებს, სიმღერებს
ფოტო: Giphy
კულტურის გასაცნობად კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალება პოდკასტების მოსმენაა — მით უმეტეს, თუ ავტორი ხშირად ეხება სოციალურ საკითხებს. გარდა ამისა, აუდიომასალის მოსმენით განივითარებ ენის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს — წარმოთქმას. მოსახერხებელია ისიც, რომ პოდკასტების და აუდიოწიგნების მოსმენა მგზავრობისას ან სხვა საქმის კეთების პარალელურადაც შეგიძლია. საინტერესოა სიმღერების მოსმენაც — განსაკუთრებით, თუკი მათი ტექსტების თარგმნას ეცდები.
9. მოარგე სოციალური ქსელები ახალ ენას
ფოტო: Giphy
ენის კულტურაში უკეთ "გასათქვეფად" აუცილებელია, კავშირი არ დაკარგო აწმყოსთან. ამიტომ, მხოლოდ საუკუნეების წინ დაწერილი წიგნებით ან წლების წინ გადაღებული ფილმებით ნუ დაკმაყოფილდები. გამოიწერე ის ვებგამოცემები, რომლებიც შენ მიერ არჩეულ ენაზე აქვეყნებენ მასალებს, უყურე სხვადასხვა თემატიკის ვიდეოებს იუთუბზე ან ტიკტოკზე. სასურველია, სოციალური ქსელის ენასაც თუ შეცვლი — თავიდან ცოტა სიფრთხილე კი მოგიწევს, მაგრამ, საბოლოოდ, ბევრ საინტერესო და გამოსადეგ სიტყვას ისწავლი.
10. ნუ შეგეშინდება შეცდომების დაშვების
ფოტო: Giphy
ყველაზე მნიშვნელოვანი კი იმის დამახსოვრებაა, რომ შეცდომები "მოსულა". ამაში არც გასაკვირია არაფერი და არც დასაძრახი. ისაუბრე თამამად, წერე დაფიქრებით, მაგრამ უშიშრად. პრაქტიკაში ნასწავლი შეცდომა იმაზე მეტ სარგებელს მოგცემს, ვიდრე შიშის ან სიმორცხვის გამო გაჩუმება. ისიც გახსოვდეს, რომ მსოფლიოში ადამიანების 40 პროცენტი მხოლოდ ერთ, მშობლიურ ენაზე საუბრობს — შენ კი დიდი ნაბიჯი გადადგი და უცხო ენის სწავლას შეეჭიდე, ამიტომ, ვეღარაფერი უნდა გაშინებდეს!
ბონუსი: გამეორება ცოდნის დედაა
ფოტო: Giphy
დაბოლოს, უბრალოდ, შეგახსენებ, რომ სწავლა ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა ნასწავლს გამუდმებით იმეორებ.
ასევე იხილეთ:
-
სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
გადახედვა
-
Telegram-ის დამფუძნებელი მილიარდერი თბილისში შენიშნეს — ვინ არის პაველ დუროვი? Telegram-ის დამფუძნებელი მილიარდერი თბილისში შენიშნეს — ვინ არის პაველ დუროვი?
გადახედვა
-
EU-მა "დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმა" წარადგინა, რომელშიც საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო EU-მა "დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმა" წარადგინა, რომელშიც საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო
გადახედვა
-
გზა საქართველოდან დიზაინის საერთაშორისო ინდუსტრიამდე — ნატალი შურღაიას ისტორია გზა საქართველოდან დიზაინის საერთაშორისო ინდუსტრიამდე — ნატალი შურღაიას ისტორია
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა პედაგოგმა შეავსო განაცხადი — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა პედაგოგმა შეავსო განაცხადი — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
რუსული მედია: გაგლოევი "ჩრდილოეთ ოსეთთან და დიდ რუსეთთან" გაერთიანების მიზნით გადადგა რუსული მედია: გაგლოევი "ჩრდილოეთ ოსეთთან და დიდ რუსეთთან" გაერთიანების მიზნით გადადგა
გადახედვა
-
აშშ-ის საელჩო: ფოთის საზღვაო პორტის ტერმინალის მშენებლობისთვის DFC-იმ PACE Group-თან $25 მლნ-ის სასესხო შეთანხმება გააფორმა აშშ-ის საელჩო: ფოთის საზღვაო პორტის ტერმინალის მშენებლობისთვის DFC-იმ PACE Group-თან $25 მლნ-ის სასესხო შეთანხმება გააფორმა
გადახედვა
-
82 მომხრე და 5 წინააღმდეგი — PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო 82 მომხრე და 5 წინააღმდეგი — PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა უკრაინამ რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს უნიკალური "ჰიპერპარაზიტი", რომელსაც რქის ფორმა აქვს აღმოაჩინეს უნიკალური "ჰიპერპარაზიტი", რომელსაც რქის ფორმა აქვს
გადახედვა
-
სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ
გადახედვა
-
"მკვდარი" არამიწიერი ცივილიზაციის კვალი მზის სისტემაშიც შეიძლება ვეძებოთ — კვლევა "მკვდარი" არამიწიერი ცივილიზაციის კვალი მზის სისტემაშიც შეიძლება ვეძებოთ — კვლევა
გადახედვა
-
თეგეტა კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა თეგეტა კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
-
ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა? ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა?
გადახედვა
-
"ფრენების გაგრძელება ეკონომიკურ აზრს კარგავს" — Azimut-ს, რომელიც რუსეთ-საქართველოს რეისზე დაფრინავს, საწვავის დეფიციტი აქვს "ფრენების გაგრძელება ეკონომიკურ აზრს კარგავს" — Azimut-ს, რომელიც რუსეთ-საქართველოს რეისზე დაფრინავს, საწვავის დეფიციტი აქვს
გადახედვა
-
ევროპაში მაღალი ტემპერატურის გამო განგაში გამოაცხადეს — საფრანგეთში სიცხეს 40 ადამიანი ემსხვერპლა ევროპაში მაღალი ტემპერატურის გამო განგაში გამოაცხადეს — საფრანგეთში სიცხეს 40 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
სანდრო მამუკელაშვილი | გზა, რომელსაც გამარჯვებულები გადიან სანდრო მამუკელაშვილი | გზა, რომელსაც გამარჯვებულები გადიან
-
დუმას ჩეჩენი დეპუტატის ძმას, რომელიც კადროვის გარემოცვიდანაა, ევროპაში უძრავი ქონება და აქტივები აქვს დუმას ჩეჩენი დეპუტატის ძმას, რომელიც კადროვის გარემოცვიდანაა, ევროპაში უძრავი ქონება და აქტივები აქვს
გადახედვა
-
ინგლისური ენის კურსები Levels Academy-ში სამოტივაციო კონკურსი, წლის საუკეთესო მოსწავლეს საჩუქრად — საზაფხოლო სკოლა დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის კურსები Levels Academy-ში სამოტივაციო კონკურსი, წლის საუკეთესო მოსწავლეს საჩუქრად — საზაფხოლო სკოლა დიდ ბრიტანეთში
-
ოპერაციის შემდეგ გართულებებით გარდაცვლილი 35 წლის ქალის ოჯახი აცხადებს, რომ ექიმს "ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და პაციენტებს "ლევად" იღებდა" ოპერაციის შემდეგ გართულებებით გარდაცვლილი 35 წლის ქალის ოჯახი აცხადებს, რომ ექიმს "ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და პაციენტებს "ლევად" იღებდა"
გადახედვა

კომენტარები