ნიგერიაში შეიარაღებული პირები საკვირაო წირვის დროს ქალაქ ოვოს წმინდა ფრანცისკეს კათოლიკურ ეკლესიაში შეიჭრნენ. გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა, არსებული ინფორმაციით, სულ მცირე, 50 ადამიანია დაღუპული.

შტატის დეპუტატმა Associated Press-თან განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან და მომხდარს უდანაშაულო ადამიანებზე "ბოროტული და სატანური" თავდასხმა უწოდა. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, ეკლესიის ტერიტორიაზე იყო, როდესაც ძლიერი აფეთქებისა და სროლის ხმა გაიგო და დასძინა, რომ, სულ მცირე, 5 შეიარაღებული პირი დაინახა.