როგორი იქნება მომავალი — რობოტები, რომლებიც საოჯახო საქმიანობით დაკავდებიან
ხშირად გვეფიქრება იმაზე თუ როგორი იქნება მომავალი. ზოგჯერ ამის დასანახად აწმყოს უნდა შევხედოთ. დღეს უკვე არსებობს რობოტების პროტოტიპების სერია, რომლებზეც უამრავი ინჟინერი მუშაობს, რათა ტექნოლოგიამ საყოფაცხოვრებო სამუშაოების შესრულებაც შეძლოს.
საუბარია რობოტებზე, რომლებსაც შეუძლიათ საშრობი თაროდან თეფშების აწევა და გარეცხვა, დივანის მტვერსასრუტით გასუფთავება ან სულაც საბავშვო სათამაშოს აწევა თუ შენახვა.
მაგალითად, კომპანია, რომელიც ცნობილია მტვერსასრუტების ასორტიმენტით, ამბობს, რომ მიზნად ისახავს შექმნას ავტონომიური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია საყოფაცხოვრებო საჭიროებების შესრულება. თავის მხრივ, The Guardian აღნიშნავს, რომ ასეთი მოწყობილობა შეიძლება 2030 წლისთვის უკვე გაყიდვაში იყოს. პირველად ამ კომპანიამ რობოტი მტვერსასრუტი 2014 წელს გამოუშვა. Dyson — ეს ის კომპანიაა, რომელიც დიდი ხანია ხაზს უსვამს ინტერესს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის მიმართ, რათა დაეყრდნოს მის მომავალ პროდუქტებს.
Dyson-მა ეს განცხადება ფილადელფიაში რობოტიკისა და ავტომატიზაციის საერთაშორისო კონფერენციას დაამთხვია. კომპანიაში ამბობენ, რომ იმყოფებიან ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე და მათ ამისთვის მოწინავე ინჟინრები სჭირდებათ. კომპანია ამჟამად 250 რობოტ ინჟინერს იწვევს, რომლებსაც ცოდნა აქვთ კომპიუტერებში, მანქანათმცოდნეობაში, სენსორებსა და მექატრონიკებში. მათი თქმით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კიდევ 700-ს ინჟინერს დაიქირავებენ. უკვე წელს მათ 2000 ახალი თანამშრომელი დაიმატეს. გარდა ამისა, კომპანია ქმნის რობოტიკის კვლევის ცენტრს, რომელიც დიდ ბრიტანეთში უდიდესი იქნება.
"ეს არის დიდი ფსონი მომავალ რობოტულ ტექნოლოგიაზე, რომელიც მოიცავს კვლევას მთელ Dyson-ს, ისეთ სფეროებში, როგორიცაა მექანიკური ინჟინერია, ხედვის სისტემები, მანქანათმცოდნეობა და ენერგიის შენახვა", — ამბობს ჯეიკ დაისონი, კომპანიის მთავარი ინჟინერი და დამფუძნებლის შვილი.
ცნობისთვის, 2020 წელს Dyson-მა გაასაჯაროვა 3.45 მილიარდი დოლარის ინვესტიციის გეგმა, რომელიც საბოლოოდ 2025 წლამდე გაიხარჯება. ეს ყველაფერი ისეთ სფეროში როგორიცაა რობოტიკა, ახალი საავტომობილო ტექნოლოგიები და მანქანათმცოდნეობის პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანიაში ამბობენ, რომ სულ მალე მათი შექმნილი რობოტები ადამიანებს ცხოვრებას კიდევ უფრო შეუმსუბუქებენ და 2030 წლისთვის ისინი საოჯახო საქმიანობებითაც დაკავდებიან.
ნახეთ ვიდეო:
კომენტარები