ფოტოები: რა პირობებში არიან მარიუპოლის დაჭრილი მცველები
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, მარიუპოლი გამბედაობისა და გმირობის სიმბოლო გახდა. უკრაინა მას რუსეთის მარადიულ სირცხვილსაც უწოდებს და ამბობს, რომ კრემლი დღეს მარიუპოლის დედამიწიდან წაშლას ცდილობს.
აზოვის ბატალიონი სამხედროები კი უკვე 76-ე დღეა იბრძვიან და კაპიტულაციას მიუღებლად მიიჩნევენ.
"ასეთ დიდ საჩუქარს მტერს ვერ გავუკეთებთ", — განაცხადა ოფიცერმა, ილია სამოილენკომ.
დღეს აზოვსტალში სიტუაცია ისევ დაძაბულია. კაპიტანი სვიატოსლავ პალამარის თქმით, არიან დაჭრილები, თუმცა საავადმყოფოსთან კავშირს ვერ ახერხებენ. უკრაინა აზოვსტალის მცველების გადარჩენის გზებს ისევ ეძებს.
პარალელურად, აზოვის ბატალიონმა მარიუპოლის დაჭრილი მცველების ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა ყველამ უნდა ნახოს და იმოქმედოს.
"მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა ნახოს რა პირობებში იმყოფებიან მარიუპოლის დაჭრილი მცველები და იმოქმედოს", — აღნიშნავენ აზოვში.
სამხედროები სრულ ანტისანიტარიულ პირობებში, ღია ჭრილობებით, საჭირო მედიკამენტებისა და საკვების გარეშე არიან.
"ჩვენ მოვუწოდებთ გაეროს და წითელ ჯვარს, გამოიჩინონ თავისი ჰუმანურობა და დაადასტურონ ძირითადი პრინციპები, რომლის საფუძველზეც შეიქმნენ — გადაარჩინონ დაჭრილი ადამიანები, რომლებიც უკვე აღარ არიან მებრძოლები".
კომენტარები