ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოვიდა
საზოგადოებრივი მაუწყებელიდან ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე წამოვიდა. როგორც ის მედიაჩეკერთან ამბობს, გადაწყვეტილება ვასილ მაღლაფერიძის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევისა და ბოლო პერიოდში შექმნილი ტოქსიკური გარემოს გამო მიიღო.
თუთბერიძე იხსენებს, რომ 2019 წელს, როდესაც მოამბიდან ახალ კვირაში გადავიდა და მუშაობა ანალიტიკურ მასალებზე გააგრძელა, არხის მაშინდელმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ წნეხი დაიწყო.
"ამ კონტროლის სისტემის ავტორი ვასილ მაღლაფერიძე იყო, ხოლო ზეწოლის გამტარი ეკა შონია. მას, პირადი შეტყობინებით ან სატელეფონო ზარით არაერთხელ მოუცია უცნაური შინაარსის შენიშვნა ფეისბუკ სტატუსთან ან სიუჟეტის ტექსტთან დაკავშირებით. პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იყო ახალ კვირაზე მეტი ზეწოლა, ვიდრე სხვა გადაცემებზე, ძალიან მარტივად აიხსნება — ეს გადაცემა შეიქმნა უშუალოდ ვასილ მაღლაფერიძის ჩართულობით და მთავარი პროდიუსერი იყო ეკა შონია, პასუხისმგებლობაც ეკას ეკისრებოდა", — უთხრა მან მედიაჩეკერს.
ჟურნალისტის თქმით, მკაცრად აკონტროლებდნენ რესპონდენტთა სიასაც და 2019 წლიდან ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა. თუთბერიძე იხსენებს, რომ ვერც 2019 და ვერც 2020 წლის 17 მაისს ლგბტ თემის უფლებებზე სიუჟეტი ვერ გააკეთეს. მიზეზად არხი ამბობდა, რომ ის "პროპაგანდად" ჩაითვლეობდა.
მისივე თქმით, კონტროლდებოდა თანამშრომელთა ფეისბუქ აქტივობებიც:
"მაგალითად, როდესაც იმედის ეთერში გავიდა ნიკა ლალიაშვილის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, ფეისბუკზე დავწერე ირონიული პოსტი — ჰარდ-თოქის განმარტება და ამაზე ეკა შონია აღშფოთდა. მომწერა, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა შენი სტატუსი და წაშალეო. თუმცა, არ წამიშლია".
მედიაჩეკერთან თუთბერიძე იხსნებს, რომ 2020 წლის 9 მაისს არხის ხელმძღვანელობასთან პირველი სერიოზული კონფლიქტი მოხდა, როდესაც ცენტრალურ ევროპასა და ბერლინში საბჭოთა ჯარის სამხედრო დანაშაულზე ამზადებდა სიუჟეტს.
"ჩემი სიუჟეტის აქცენტი კი იყო იმაზე, რომ ცენტრალურ ევროპაში ერთი ბოროტება, მესამე რაიხი, შეცვალა მეორე ბოროტებამ — საბჭოთა კავშირმა. ეს თემა თათბირზე მისაღები იყო პროდიუსერებისთვის, მათ შორის ეკა შონიასთვის", — ამბობს ის მედიაჩეკერთან.
მისივე თქმით, 9 მაისს, გადაცემის ეთერში გასვლიდან ერთი დღით ადრე ამავე პათოსის სტატუსი დაწერა, რის შემდეგაც მას შონიამ დაურეკა და უთხრა, რომ "ვასილ მაღლაფერიძე სტატუსის გამო გაგიჟდა". ჟურნალისტი ამბობს, რომ სიუჟეტი დაუბლოკეს, მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ვეტერანების წვლილს დააკნინებდა.
გამოცემასთან საუბრისას, თუთბერიძე იხსენებს, რომ ამის შემდეგ მაღლაფერიძემ თათბირი ჩაატარა და ეს მასთან მიმართებაში პირველი შემთხვევა იყო, როცა დირექტორი გადაცემაში ჩაერია. მისი თქმით, მაღლაფერიძე ამტკიცებდა, თითქოს ამ თემით საზმაუს პრობლემა შეექმნებოდა. ამასთან, ამბობდა, რომ ასეთი, შეფარულად ნაცისტური ნარატივი მიუღებელია. ჟურნალისტის თქმით, ფაქტობრივად სტატუსის წაშლას ითხოვდა, თუმცა მას ეს სტატუსი არ წაშალა.
29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, რომლებმაც არხზე არსებულ ცენზურასა და ე.წ. შავ სიებზე ისაუბრეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
იმედა დარსალიამ 17 თებერვალს განაცხადა, რომ გადაცემა გააჩერეს და ეთერიდან მოხსნეს, რაზეც ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დაგეგმილია რეორგანიზაცია. როგორც On.ge-ის დარსალია მაშინ განუცხადა, ინფორმაცია 28 დეკემბერს მიაწოდეს. მოგვიანებით მან ისაუბრა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო შავი სიები, ანუ იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვინ უნდა ჩაეწერა ჟურნალისტს და ვინ არა
25 მარტს დარსალიამ ბრიფინგზე დაასახელა იმ რესპონდენტების სახელი და გვარები, რომელთა ჩაწერაც, მისი თქმით, პირველმა არხმა აუკრძალა. ბრიფინგს, ასევე, ესწრებოდნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს იურისტები, რომლებიც ჟურნალისტების ინტერესებს იცავენ. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ საქმის ფარგლებში სახალხო დამცველს მიმართავდნენ.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები