მოგზაური ბიბლიოთეკის ამბავი სოფელ ჭვანადან
რა გვაახლოებს გარე სამყაროსთან, რომელიც ერთდროულად ახლობელი და თან მიუწვდომელი გვეჩვენება?! — სოფელ ჭვანაში მცხოვრებ მოზარდებს ამ კითხვაზე ერთი პასუხი აქვთ: ლიტერატურა, რომელიც, მანძილთან ერთად, ოცნებებისა და მიზნების ასრულების დროსაც ამცირებს.
სწორედ იქ, ხმაურიანი ქალაქიდან მოშორებით, აჭარის მაღალმთიანეთში წიგნებით დატვირთული მოგზაური ბიბლიოთეკა ბათუმიდან დაიძრა და თან სტუმრებიც გაიყოლა. მოზარდებთან შესახვედრად მრავალფეროვანი ლიტერატურით სავსე მანქანას მწერალი და კინომცოდნე ნესტან ნენე კვინიკაძე დაემგზავრა. "რა შეუძლია ერთ გოგოს?" ასე დაასათაურა მკითხველთან შეხვედრა მწერალმა და დისკუსია ქალთა გაძლიერების თემებს მიუძღვნა.
"მოგზაური ბიბლიოთეკა ისაა, რაც ყველაზე მეტად სჭირდება თანამედროვე საქართველოს. უმნიშვნელოვანესია ინფორმაციის გაცვლა, ხშირი შეხვედრები, მეტი ხელმისაწვდომობა ლიტერატურასთან, ინტერნეტთან. განსაკუთრებული იყო ჭვანაში მცხოვრებ ბავშვებთან ურთიერთობა. ერთ-ერთი შეკითხვა იცით, რა იყო? "გიგრძნიათ თუ არა თავი უიმედოდ და როგორ გაუმკლავდითო". მათთან საუბარში, დავრწმუნდი, რომ აქაური ახალგაზრდები უიმედობით კი არა, ენთუზიაზმით არიან სავსე. მსგავსი პროექტები, ვფიქრობ, მათ თავდაჯერებას უფრო გაამყარებს. მიზანდასახული გოგოები კი მეტი საინტერესო საქმის კეთებას შეძლებენ. ყველას ეს გვინდა", — ამბობს მწერალი, კინომცოდნე და ნესტან ნენე კვინიკაძე.
ღია სივრცეში, გასაოცარი ხედების გარემოცვაში, სულ, 30 მოზარდი სტუმრებთან შესახვედრად შეიკრიბა. ისაუბრეს ლიტერატურაზე, უკვე კარგად ნაცნობ თუ ახალ პერსონაჟებზე. 2-საათიანი შეხვედრა გულწრფელმა შეკითხვებმა დაასრულა.
"ნენე კვინიკაძე ხშირად გვინახავს ტელევიზორში, თუმცა არ მეგონა, ოდესმე პირისპირ თუ შეხვდებოდი. ვკითხეთ ყველაფერზე, წიგნებზე, პირად გამოცდილებაზე. საინტერესო და ძალიან სასიამოვნო დიალოგი გამოვიდა. ნამდვილად მჯერა, რომ ერთი შეხედვით წარმოუდგენელი სურვილებიც შეიძლება აგვიხდეს. ამაში ის წიგნებიც დაგვეხმარება, რომლებიც მოგზაური ბიბლიოთეკით ჩვენამდე ჩამოვიდა. წავიკითხავთ და გულით გავუფრთხილდებით", — ამბობს ლინდა ამაღლობელი, სოფელ ჭვანას მცხოვრები.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში სულ 70 ოჯახი ცხოვრობს. რთული პირობების გამო, დასახლება ნელ-ნელა იცლება. სწორედ ასეთ, მაღალმთიან სოფლებში, წიგნებსა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გაჩნდა გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის საგანმანათლებლო პროექტი. იაპონიის საელჩოსაგან საჩუქრად სატვირთოც მიიღეს და თანამგზავრებიც მალევე იპოვეს. წამოწყებას თეგეტა ჰოლდინგი სხვადასხვა აქტივობით შეუერთდა. პროექტის მთავარი, მულტიფუნქციური ტრანსპორტი კი თეგეტა თრაქ ენდ ბასისა და გერმანელი პარტნიორების თანამშრომლობით მოგზაურ ბიბლიოთეკად იქცა. ფერადი სატვირთო, რომელმაც წიგნებით ქვეყნის დალაშქვრის მისია იკისრა, სპეციფიკური ძარათი და მზის პანელებით აღიჭურვა.
"განათლების ხელშეწყობა თეგეტას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, მოგზაური ბიბლიოთეკა კი — ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი. შეუძლებელია, ეს ბორბლებზე შემომდგარი ბიბლიოთეკა ნახო და მისი გულშემატკივარი არ გახდე. თეგეტას სახელით ასობით წიგნი გაიგზავნა მაღალმთიან სოფლებში. უკვე დავიწყეთ შემეცნებითი შეხვედრებიც მწერლების, ავტორების მონაწილეობით. გვინდა, რაც შეიძლება მეტ მოზარდს მივაწვდინოთ ხმა, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ მათი ყოველდღიურობა", — ამბობს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
პროექტის ავტორებმა მიზნად დაისახეს აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მდებარე 65 სასოფლო და სასკოლო ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით მოამარაგონ. სჯერათ, რომ განათლება არის ძალა, იმისათვის რომ თამამად გადადგა ნაბიჯი უკეთესი ცხოვრებისაკენ.
"მაღალმთიან სოფლებში წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა შეზღუდულია. გვინდა, ეს რეალობა შევცვალოთ. სამყარო სწრაფად იცვლება და ძალიან რთულია, გარემოსთან ცოდნის გარეშე ადაპტირდე. თეგეტასთან ერთად, ჩვენი პირველი გასვლითი ღონისძიება საინტერესო აღმოჩნდა, აქტიური დისკუსიითა და გახარებული მკითხველებით, რომლებსაც ახალი წიგნები ჯადოსნური მანქანით ჩავუტანეთ. მოუთმენლად ველით, როდის შევძლებთ კიდევ უფრო საინტერესო ამბების მოყოლას ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში", — ამბობს ირმა დიმიტრაძე, მოგზაური ბიბლიოთეკის მენეჯერი და ნეტგაზეთის ჟურნალისტი.
წიგნები სოფელ ჭვანაში დატოვა და ახალი თავგადასავლების შესაგროვებლად მოგზაური ბიბლიოთეკა ისევ გზას დაადგა. ნებისმიერს შეუძლია ბუქმობილს თავადაც „დაემგზავროს“. ამისათვის თეგეტას ზრუნვის პლატფორმაზე tegeta.care, მოგზაური ბიბლიოთეკა უნდა იპოვოს და სასურველი ლიტერატურა ყველაზე საინტერესო ამბებით სავსე მანქანას მაღალმთიან აჭარაში გაატანოს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები