ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი, ქართული შესაფუთი მასალების საწარმოს ესტუმრა
ქალაქ რუსთავში ქართული წარმოების პლასტმასის შესაფუთ საწარმოს — კავკასპაკს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საწარმო, ასევე, USAID საქართველოს ოფისის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს.
გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სიახლეს წარმოადგენს ის, რომ საწარმო კავკასფექი პოზიციონირდება, როგორც ცირკულარული ეკონომიკის პრეცედენტი (blueprint) საქართველოში.
"საკვები და არასაკვები პროდუქტებისათვის გადამუშავებული და გადამუშავებადი პლასტმასის შესაფუთების შექმნა და მისი ექსპორტზე გატანა, საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის გზით, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა", — ამბობს კავკასპაკის მმართველი პარტნიორი, ამირან ცერცვაძე.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში (USAID Economic Security Program), კომპანიამ წარმადობის ზრდისთვის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. USAID-ის პროგრამამ, კონკურსის თანახმად, კომპანიას შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა. ამან, შედეგად, პროექტით გათვალისწინებული წარმადობისა და ენერგოეფექტიანობის ზრდა გამოიწვია.
კომპანია კავკასპაკის მიერ წარმოებული პროდუქტით ისეთი ქვეყნების ბაზრები მარაგდება, როგორებიცაა აშშ, კანადა, პანამა, აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი. მეტიც, იგი აშშ-ის სუპერმარკეტების გიგანტური ქსელის — Walmart-ის შესაფუთი საშუალებების ერთადერთი ექსპორტიორია საქართველოდან.
სწორედ ამ თემის გარშემო არსებული ინტერესის საფუძველზე, საწარმოს ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი და USAID-ის დელეგაცია ეწვია. სტუმრები უახლესი აღჭურვილობის მუშაობის სისტემას გაეცნენ, დაესწრნენ ექსპორტის პროცედურებს, დაათვალიერეს საწარმო და უკვე წარმოებული პროდუქტი.
ქართული კაპიტალით შექმნილი შესაფუთი საშუალებების საწარმო კავკასპაკი 14 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც საკვები და არასაკვები პროდუქტებისათვის გადამუშავებული და გადამუშავებადი პლასტმასისგან შესაფუთ მასალებს აწარმოებს.
კომპანია, რომელშიც 110 თანამშრომელია დასაქმებული, სერტიფიცირებულია ISO და BRC საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატებით.
კავკასპაკი ახლო მომავალში საექსპორტო ბაზრების გაფართოებას, კერძოდ კი ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქტის გატანას გეგმავს. წარმომადგენლის თქმით, კომპანია ყველაზე მეტადაა დაინტერესებული იმაში, რომ პლასტმასის ნარჩენების გარემოში მოხვედრის ნაცვლად მათი შეგროვება და გადამუშავება მოხდეს. გარდა ამისა, კავკასპაკისთვის მნიშვნელოვანია ახალი სტანდარტების თანმიმდევრული დანერგვა, ყოველდღიური შრომა და პროგრესი პოზიტიური ცვლილებებისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიას მიღებული აქვს აწარმოე საქართველოსა და შეღავათიანი პროექტის მხარდაჭერა.
რაც შეეხება საქართველოში USAID-ის საქმიანობას, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა ამ ორგანიზაციის საშუალებით ჩვენს ქვეყანაში 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. USAID-ის პროექტების მიზანია, საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში დაეხმაროს. ორგანიზაცია ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
ბოლოს კი უნდა აღინიშნოს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რომელსაც უკვე ხუთი წელია, DAI Global ახორციელებს. პროგრამა 23 მილიონი დოლარითაა დაფინანსებული და მისი მიზანი სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობაა. ამ გზით ორგანიზაცია სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციების მოზიდვას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალის გაჩენას გეგმავს.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
კომენტარები