აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ორ ახალ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისათვის აღჭურვილ ავტომობილში 272 ათას ლარს იხდის. უწყებამ ტენდერი 19 აპრილს გამოაცხადა, წინადადების მიღება კი 25 აპრილს დასრულდა.

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია ტოიოტა ცენტრი თბილისი მონაწილეობდა. ამ ეტაპზე მასთან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

სატენდერო პირობებით, გამარჯვებულმა ავტომობილები ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.