რატომ არ ემართება ზოგ მწეველს ფილტვის კიბო? — კვლევა
ყველასთვის ცნობილია, რომ სიგარეტის მოწევა ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და გულის პრობლემების, დიაბეტის, ინსულტის თუ სიმსივნის განვითარების რისკის წინაშე გვაყენებს. თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ გართულებებზე ბევრ ჩვენგანს სწორედ ფილტვის კიბო ახსენდება, თუმცა, სტატისტიკურად, ის მწეველების მხოლოდ 10-20 პროცენტს ემართება.
საინტერესოა, როგორ ახერხებს დანარჩენი 90-80% გადარჩენას. ამაზე გარკვეულ გავლენას სქესი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა და სხვა დეტალებიც ახდენს, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საქმე სულ სხვა რამეშია.
ასევე, იხილეთ: რა გავლენა აქვს მოწევას თქვენს ჯანმრთელობაზე — 5 მთავარი საფრთხე
გამოცემაში Nature Genetics გამოქვეყნებულ ნაშრომში ისინი წერენ, რომ ზოგი მწეველის ორგანიზმი შესაძლოა, ფილტვის მუტაციებს გარკვეულ ზღვარს უწესებდეს. დნმ-ის ასეთი ცვლილებები მოწევის სიხშირეზეცაა დამოკიდებული, თუმცა როცა ამგვარი, არამოწყვლადი ადამიანები 23 წლის განმავლობაში ყოველდღე თითო კოლოფ სიგარეტს მოიხმარენ, მუტაციების ჩამოყალიბების პროცესი უბრალოდ ჩერდება.
სპეციალისტთა ვარაუდით, მათ სხეულს დაზიანებული დნმ-ის აღდგენის ან კვამლის ერთგვარი დეტოქსიკაციის უნარი შესწევთ, რისი მეშვეობითაც ფილტვის კიბოს თავიდან იცილებენ.
კვლევის ფარგლებში ავტორებმა დნმ-ის სეკვენირების თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენეს, რომელიც მეცნიერებმა 2017 წელს შეიმუშავეს. ის ცდომილებას გამორიცხავს. ამ მეთოდით მათ 11-დან 86 წლამდე ასაკის არამწეველებისა და 44-დან 81 წლამდე ასაკის მწეველების ფილტვების ეპითელური უჯრედების ნიმუშები შეისწავლეს.
უკანასკნელი მიგნება შესაძლოა, ფილტვის კიბოს რისკის დადგენაში დაგვეხმაროს. რაც უფრო სიღრმისეულ კვლევებს საჭიროებს.
კომენტარები