17 წლის სამაია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ
აქტივისტი თანატოლების განათლებისა და ღირსეული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ფოტო: EU for Georgia
17 წლის სამაია გუსეინოვა მომავალ წელს სკოლას ამთავრებს. ამბობს, იღბლიანი ვარ, ჩემს ასაკში, თითქმის ყველა ჩემი თანასოფლელი უკვე დაოჯახებულია და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაც კი არ აქვსო. ჯერ კიდევ მე-9 კლასში იყო, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ პირველად რომ გაილაშქრა. უჩვეულო იყო -— მის თემში ეს დამკვიდრებული ნორმაა.
"ჩემი სოფელი, ცურტავი, ცნობილია ნაადრევი ქორწინების პრობლემით. მე- 9, მე 10 კლასებში თითქმის ვერც ერთ გოგოს ვეღარ ნახავთ, რომელიც ქორწინებაში არ არის. მე გამიმართლა — ის გამონაკლისი ვარ, რომელსაც ოჯახი მხარს უჭერს და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. ჩემი მშობლები ჩემით ამაყობენ", — აღნიშნავს სამაია და განმარტავს, რომ გადაწყვიტა, მხოლოდ თვითონ არ იყოს ასეთი ბედნიერი. "მსურდა, სხვა გოგოების მომავალიც შემეცვალა, მცირე წვლილი მაინც შემეტანა მათ ცხოვრებაში, სამაგალითო გავმხდარიყავი", — ამბობს ახალგაზრდა აქტივისტი.
ტრადიციებითა და სტერეოტიპებით შებოჭილ საზოგადოებაში სამაიას განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა. მართალია, მშობლები მხარს უჭერდნენ, თუმცა, აქტივიზმის პროცესში, მაინც არაერთი დაბრკოლება შეხვდა.
ფოტო: EU for Georgia
"ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, რომლებიც ახლა ან დანიშნულები არიან ან უკვე დაქორწინებულები. მათთან, ფაქტობრივად, კონტაქტიც აღარ მაქვს. წელსაც დაქორწინდა ერთი გოგო, 14 წლის. როდესაც ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ჩემს თანატოლებთან ვსაუბრობდი, მათ მშობლებს ყოველთვის ცუდი რეაქცია ჰქონდათ. ამბობდნენ, "გოგოა, უნდა დაქორწინდეს, 20-21 წელი უკვე ძალიან გვიანია". იმდენად ნეგატიური დამოკიდებულება და აგრესია ჰქონდათ, მათთან საუბარიც კი მეშინოდა", — იხსენებს სამაია.
წინააღმდეგობების მიუხედავად, სამაიას მტკიცე მიზანი ჰქონდა — სურდა, მის თემში მხოლოდ თვითონ არ ყოფილიყო ბედნიერი და ეს შესაძლებლობა მის თანატოლებსაც ჰქონოდათ.
"პირველ რიგში, ჯერ ჩემი თავის განვითარება ვცადე, რაშიც ჩემი მასწავლებელი, თემურ სუყაშვილი დამეხმარა. სხვადასხვა პროექტებში, ტრენინგებში ვმონაწილეობდი. გავხდი არაერთი ორგანიზაციის წევრი, ბევრი ინფორმაცია მივიღე, გავიგე, რა იყო არაფორმალური განათლება, დავფიქრდი, როგორ შემეძლო სხვების დახმარება. შემდეგ მოხალისეობა დავიწყე და, ეტაპობრივად, აქტივისტობამდე მივედი", — ასე იხსენებს სამაია აქტივიზმის პირველ ნაბიჯებს, რომელთა შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის" ფარგლებში გავლილი ტრენინგიც იყო და განმარტავს, რომ, მის ირგვლივ, მსგავსი აქტივობებით ადრე არავინ ინტერესდებოდა.
ფოტო: EU for Georgia
გაიგეთ მეტი კამპანიის შესახებ ბმულზე.
"ჩემს კლასში, ჩემამდე, არც ერთი აქტივისტი არ იყო. თუმცა, როდესაც ჩემმა მეგობრებმა დაინახეს, რომ ასეთი აქტიური ვიყავი, ახალი ადამიანები გავიცანი, თანამოაზრეები გავიჩინე და საკუთარი თავის ასე განვითარება შევძელი, აქტივიზმის სურვილი მათაც გაუჩნდათ. ახლა, ამ მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ნელ- ნელა თავადაც იწყებენ. ასე რომ, მე მართლაც შევძელი, მათთვის მაგალითი გავმხდარიყავი", — ამაყობს სამაია და ფიქრობს, რომ, ეტაპობრივად, მისი თანასოფლელების დამოკიდებულებაც იცვლება.
"ახლა ყველა სიამაყით საუბრობს ჩემზე. მუდმივად აღნიშნავენ, თუ როგორი აქტიური და წარმატებული ვარ. მაგრამ ჯერ ისევ არ სურთ, რომ თავიანთი შვილებიც ასეთები იყვნენ. ისინი მაინც უნდა დაქორწინდნენ. თუმცა, აქტივიზმის შედეგად, გარკვეული წინსვლა მაინც შეინიშნება - ჩემ შემდეგ, ჩემი სოფლიდან, უკვე ორი გოგო სწავლობს კოლეჯში, მარნეულში", — ამბობს აქტივისტი.
ადრეული ქორწინება რომ საზიანო პრაქტიკაა, ამაზე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის განმახორციელებლებიც საუბრობენ. გაეროს მოსახლეობის ფონდში მიიჩნევენ, რომ ეს გავლენას ახდენს გოგოების ჯანმრთელობასა და განათლებაზე, რადგან, როგორც წესი, ასეთ დროს, ისინი სწავლას წყვეტენ.
"პროგრამის ფარგლებში, ვცდილობთ, მონაწილეების ცნობიერება ავამაღლოთ, რათა შემდგომ მათ მიღებული ცოდნა თავიანთ თანატოლებს და მშობლებს გაუზიარონ. გვქონდა ასეთი მაგალითი, როდესაც ტრენინგის მონაწილეებმა, ადრეული ქორწინების შესახებ, საინფორმაციო კამპანია მოამზადეს, რომელიც არა მარტო მათი მშობლების თაობაზე, არამედ თავად ახალგაზრდებზეც იყო ორიენტირებული. კამპანიის ფარგლებში, ისინი ახალგაზრდებს უხსნიდნენ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან მათ ჯანმრთელობაზე, განათლების მიღების შესაძლებლობაზე და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა. საინტერესოა ის მიდგომა, რომ ჩვენ, პროექტის წარმომადგენლები კი არ ჩავდივართ და ვესაუბრებით თემის წევრებს, არამედ თავად ეს ახალგაზრდები არიან ცოდნის გამავრცელებლები და ერთგვარი ცვლილების აგენტები. ცვლილებები კი სწორედ საკუთარი თავით და მათი მიკროგარემოთი იწყება, რომელიც შემდგომ უკვე დამოკიდებულებების ცვლილებაში ითარგმნება. ცხადია, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს სწრაფი პროცესი იქნება. პირიქით, ყველაფერი ძალიან ნელა მიმდინარეობს", — განმარტავს გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ოფიცერი მარიკა ქურდაძე და აღნიშნავს, რომ პროცესი საკმაოდ საინტერესოა, რადგან მშობლების თაობისთვის ჯერ კიდევ რთულად მისაღებია ისეთ თემებზე საუბარი, როგორიც ადრეული ქორწინებაა, თუმცა პირველი ნაბიჯები გადაიდგა.
"ახალგაზრდები ამბობენ, რომ, პირველ ეტაპზე, მშობლების მხრიდან, წინააღმდეგობა მაღალია. ხშირად იმ მომენტში არ ეთანხმებიან მათ მოსაზრებებს. თუმცა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როცა იწყებენ ფიქრს შვილის ბედზე, რომელიც შეიძლება, ადრეული ქორწინების მსხვერპლი აღმოჩნდეს და ამან მის მომავალზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს, ძალიან ნელა, თუმცა მაინც იწყებენ მათ გარშემო დამკვიდრებული ნორმების და სტერეოტიპების კრიტიკულად შეფასებას. თამამი ნათქვამი იქნება, რომ ისინი პირდაპირ თარგმნიან ამას თავიანთ მოქმედებაში, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ კითხვების დასმას იწყებენ, თუ რამდენად სამართლიანია ის გარემო, სადაც გოგოებს ასე უწევთ ცხოვრება და რამდენად სწორად ექცევიან ისინი მათ შვილებს?", — ამბობს მარიკა ქურდაძე და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებში ინვესტიციის ჩადება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რადგან ისინი ამ დამოკიდებულებებს პრაქტიკაში ნერგავენ და მომავალ თაობებს გადასცემენ.
სწორედ მათ შორის არის სამაიაც, რომელიც ახლა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. თუმცა აქტივიზმს არ წყვეტს და სჯერა, რომ მცირე ინიციატივები ახალგაზრდების შეხედულებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს. თანატოლებთან კი, სხვადასხვა საკითხზე ხშირი კომუნიკაცია აუცილებელია. ასე რომ, წინ დიდი გეგმები აქვს. სურს, ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ, საკუთარ რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს, კიდევ უფრო გაამყაროს მის თანატოლებსა და მათ მშობლებს შორის გადებული ხიდი, რათა, მის მსგავსად, სხვებსაც ჰქონდეთ განათლების მიღების და წარმატებული კარიერის შექმნის შესაძლებლობა.
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა. სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა. სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
კომენტარები