ჰიბრიდი თუ GMO — აგროსფეროში გავრცელებული სტერეოტიპი
ფოტო: ბარაქა
საქართველოში აგროსფეროში ინფორმაციის დეფიციტი ხშირად იწვევს ისეთი სტერეოტიპების დამკვიდრებას, რომლებიც ფერმერებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აბნევს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი ეხება გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO) და ჰიბრიდულ კულტურებს სათესლე მასალაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ცნება არსებითად განსხვავდება, ფერმერთა ნაწილი მათ ერთმანეთში ურევს. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ამის გამო ხშირად მოსავლიანობისა და ეკოლოგიური სტაბილურობის შემცირებას იწვევს.
რა განსხვავებაა GMO-სა და ჰიბრიდს შორის?
ჰიბრიდი ორი სხვადასხვა ჯიშის შეჯვარებით მიღებულ კულტურაა, რომელიც გამორჩეულია კონკრეტული სასურველი თვისებებით, მაგ., გვალვაგამძლეობით ან მაღალი მოსავლიანობით. ჰიბრიდები ბუნებრივი გზით ჩნდება და მათი მახასიათებლები სპეციალურად შერჩეული კომბინაციების შედეგია.
GMO — გენმოდიფიცირებული ორგანიზმი კი, იქმნება ლაბორატორიულ პირობებში, როდესაც მის გენეტიკურ კოდში უცხო გენებს ამატებენ. საქართველოში GMO-ს საერთოდ არ იყენებენ, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივი მომხმარებლების შიში მის მიმართ ხშირად უსაფუძვლო და დეზინფორმაციის შედეგია.
სტერეოტიპები, რომლებიც პრობლემას ქმნის
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ჰიბრიდები საჭიროებს მეტ ქიმიკატებს ან, რომ მათ მიერ მოწეული პროდუქტები არ არის ჯანსაღი. სინამდვილეში, ბევრი ჰიბრიდი უფრო მედეგია დაავადებების მიმართ და სწორედ ამის გამო საჭიროებს ნაკლებ პრეპარატს. ისიც მითია, რომ ჰიბრიდულ პროდუქტს “საქონელიც კი არ ჭამს”. ასეთ მოსაზრებებს ხშირად მცდარ პრაქტიკამდე მიჰყავს ფერმერები.
როგორ ავიცილოთ შეცდომები?
რეალურად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა სათესლე მასალის შერჩევისას. ფერმერები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ იაფ სათესლე მასალას, არ იღებენ საკმარისად ინფორმაციას მახასიათებლებისა და გამოყენების წესების შესახებ. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს ზედმეტი პრეპარატების გამოყენებასა და დაბალ ეფექტურობას.
სწორი არჩევანისთვის მნიშვნელოვანია:
- იცოდეთ ჰიბრიდის წარმოშობა და მახასიათებლები;
- გამოიყენოთ მარკირებული და სერტიფიცირებული სათესლე მასალა;
- ითანამშრომლოთ პროფესიონალ აგრონომებთან ან აგროკომპანიებთან, რომლებიც გაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას პროდუქტის შესახებ.
რეგულაციები და მარკირება — რა უნდა ვიცოდეთ?
საქართველოში არ ხორციელდება GMO კულტურების, სათესლე მასალის იმპორტი ან წარმოება, რაც ნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე არსებული ჰიბრიდული ჯიშები არ არის გენური ინჟინერიით შექმნილი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სერტიფიცირებული პროდუქციის ეტიკეტირება — ეს ფერმერს აძლევს საშუალებას, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. ინოვაციური ჰიბრიდები, რომლებიც გვალვაგამძლეობით ან მედეგობით გამოირჩევა, ფერმერებისთვის შესაძლებლობაა, იმუშავონ ბუნებასთან თანხვედრაში და მიიღონ ბარაქიანი მოსავალი, იქნება ეს სიმინდი, კიტრი, პომიდორი, ხორბალი თუ სხვა კულტურა. მნიშვნელოვანია მივუდგეთ ამ საკითხს არა შიშით, არამედ ცოდნითა და პროფესიონალთა რჩევებით.
GMO-სადმი შიში საქართველოში, რეალურად, გაუმართლებელია, რადგან გენმოდიფიცირებული სათესლე მასალა ბაზარზე არ გვხვდება და მისი იმპორტი აკრძალულია. თუმცა, ჰიბრიდულ კულტურებთან დაკავშირებული მითები და გაუგებრობა რეალურ ზიანს აყენებს აგროსექტორს. ფერმერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები ცოდნაზე და არა სტერეოტიპებზე დაყრდნობით — ეს მათ წარმატებას განაპირობებს.
პრაქტიკული გამოცდილება
ინოვაციური ჰიბრიდული სათესლე მასალის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია ფრანგული კომპანია Limagrain-ის მიერ წარმოებული LG სიმინდი. ეს ჯიში უკვე მეხუთე წელია წარმატებით გამოიყენება ქართულ ფერმებში და გამოირჩევა, როგორც გვალვაგამძლეობით, ისე მაღალი მოსავლიანობით. მისი სტაბილური შედეგები და პრეპარატებისადმი მედეგობა საშუალებას აძლევს ფერმერებს, მიიღონ უფრო ბარაქიანი და ხარისხიანი მოსავალი. LG სიმინდი ის კატეგორიაა, რომელიც აერთიანებს ინოვაციას, მდგრადობასა და პრაქტიკულობას, რაც აგროსექტორში განსაკუთრებით ღირებულია.
გარდა ფრანგული LG სიმინდისა, აგროკომპანია ბარაქა დიდი წარმატებით იყენებს ესპანური კომპანია Semillas FITO-ს მიერ წარმოებულ პომიდვრის ჰიბრიდულ სათესლე მასალა — TALA F1-ს. აღნიშნული ჰიბრიდი მორგებულია ღია გრუნტს და გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებითა და დაავადებებისადმი მედეგობით. მისი სტაბილური მოსავლიანობა და მიმზიდველი ნაყოფი ქართველ ფერმერებში რამდენიმე წელია. დიდი მოწონებით სარგებლობს TALA F1 ის კატეგორიაა, რომელიც აერთიანებს ხარისხს, უსაფრთხოებასა და კონკურენტულ უპირატესობას ქართულ ბაზარზე.
აგროკომპანია „ბარაქას“ ასორტიმენტში გამორჩეულ ადგილს იკავებს ესპანური კომპანია Semillas FITO-ს მიერ წარმოებული ჰიბრიდული კიტრის სათესლე მასალა — "ზევსი F1“, რომელიც შესანიშნავად ადაპტირდება, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს კლიმატურ პირობებთან. "ზევსი F1" გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, ერთგვაროვანი ნაყოფითა და ძლიერი ფესვთა სისტემით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადებების გავრცელების რისკს. აღნიშნული ჰიბრიდი უკვე არაერთმა ფერმერმა შეაფასა, როგორც სანდო და ეკონომიკურად ეფექტიანი არჩევანი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანია ბარაქას ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას.
გაეცანით ერთ-ერთი წამყავანი ამერიკული ორგანიზაციის, Non-GMO Project-ის განმარტებას ჰიბრიდულ და გენმოდიციფერბულ საკვებს შორის განსხვავებზე: https://www.nongmoproject.org/blog/are-hybrid-seeds-the-same-as-gmos/
მეტი ინფორმაციისთვის:
ეწვიეთ ბარაქას გვერდს www.baraka.ge
იხილეთ ბარაქას იუთუბ არხი — https://www.youtube.com/@baraka.georgia2230
ან დარეკეთ: 032 22 04 44 49
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე
გადახედვა
-
როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია
-
"ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება
-
"ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე "ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას
გადახედვა
-
ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა
გადახედვა
-
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ
გადახედვა
-
გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს
გადახედვა
-
კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს? კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება 7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
კომენტარები