Aqualia-სთვის საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო — სანტიაგო ლაფუენტე
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
Gwp-ის მფლობელი კომპანიის "Aqualia”-ს გენერალური დირექტორი, სანტიაგო ლაფუენტე, ესპანურ გამოცემა "iAgua Magazine“-თან კომპანიის მიღწევებთან ერთად, საქართველოში, gwp-ის შესყიდვაზე, როგორც კომპანიიისთვის განსაკუთრებულად წარმატებულ პროექტზე საუბრობს.
“წლის განმავლობაში ჩვენ გავაძლიერეთ ოპერირება ერთ-ერთ სტრატეგიულ ქვეყaნაში — საქართველოში, სადაც ჩვენი პირველი სამწლიანი სატარიფო გეგმა დამტკიცდა. გარდა ამისა, დავამტკიცეთ 2024-2026 წლების სტრატეგიული მდგრადობის გეგმა. საქართველოში საინვესტიციო გეგმის დასაფინანსებლად გამოვუშვით 300 მილიონი დოლარის ოდენობის მწვანე ობლიგაცია, რაც შესაბამისობაშია Aqualia-სთვის მნიშვნელოვან მდგრადი განვითარების მიზნებთან.
Aqualia-სთვის საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ დედაქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე 1.4 მილიონ ადამიანს ვემსახურებით მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული სამწლიანი სატარიფო პირობებითა და ჩვენ მიერ დამტკიცებული საინვესტიციო გეგმით.
აღსანიშნავია, რომ განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, საქართველოში ტარიფების დაგეგმვის მექანიზმი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობასთან ერთად, მის განახლებასაც მოიცავს. ეს არის პროგნოზირებული და რეგულირებადი პროცესი, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს განვითარების მეტ სტაბილურობას. საქართველოს აქვს რეგულირების გამართული მექანიზმები, სამწლიანი ტარიფების გადახედვით, რომელიც დაფუძნებულია აუდირებულ საინვესტიციო გეგმებასა და კაპიტალურ და საინვესტიციო ხარჯებზე.” - აცხადებს Aqualia-ს გენერალური დირექტორი.
ლაფუენტეს თქმით, Aqualia-ს უპირატესობა კომპანიის მასშტაბთან ერთად არის უნარი, შექმნას დამატებითი ღირებულება, სადაც არ უნდა იყოს. “ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც მხოლოდ ერთჯერად კონტრაქტებზეა ორიენტირებული. გვსურს დავრჩეთ, ვინტეგრირდეთ და გვქონდეს თანაბრად მაღალი სტანდარტები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
Aqualia-ს ძლიერი მხარე მომსახურების ერთიანი ფილოსოფიაა, რომელსაც ვნერგავთ როგორც პატარა, ისე დიდ და საშუალო მუნიციპალიტეტებში.”
გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ 2024 წელი Aqualia-სთვის გამორჩეული წელი იყო. კომპანიაში შეიმუშავეს მდგრადი განვითარების მკაფიო სტრატეგია. პროგრესს მიაღწიეს ყველა ძირითად სფეროში, როგორებიცაა საერთაშორისო ზრდა, ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადობა და ფინანსური სიძლიერე.
პუბლიკაციის თანახმად, Aqualia, წყლის მართვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ევროპაში, ახალი გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით ახალ ეტაპზე გადავიდა. სანტიაგო ლაფუენტე, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების სფეროში, სათავეში უდგას კომპანიის სტრატეგიულ განვითარებასა და ტრანსფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს წყლის რესურსების უფრო ეფექტურ და მდგრად მართვას მსოფლიო მასშტაბით.
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
-
რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე? რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე?
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს
გადახედვა
-
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა
-
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა
გადახედვა
-
პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო
გადახედვა
-
ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ
გადახედვა
-
ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
-
საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი გამოაქვეყნა საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი გამოაქვეყნა
გადახედვა
-
ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა
გადახედვა
-
"მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე "მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები