რას ნიშნავს პედაგოგებისთვის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო?
ფოტო: საქართველოს ბანკი
ინტერვიუ დაჩი ნანობაშვილთან
მასწავლებლობა საპასუხისმგებლო, რთული და შრომატევადი პროფესიაა — განსხვავებული საჭიროებების ასობით მოსწავლე, დატვირთული საგაკვეთილო პროცესი, უწყვეტი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განვითარებაზე...
მასწავლებლების პროფესიის დაფასებისა და მათი მოტივაციისთვის, უკვე მეცხრე წელია, მასწავლებლების ეროვნული ჯილდო, საერთაშორისო The Global Teacher Prize-ის ფარგლებში, კონკურსს ახორციელებს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
ინიციატივის მიზანი იმ გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენაა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებებს ახორციელებენ და მოსწავლეებისთვის განათლების მიღების სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნიან.
მასწავლებლების ჯილდოს ათეულთა წევრია დაჩი ნანობაშვილი, რომელიც საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.
როგორც იხსენებს, თავდაპირველად კონკურსში მონაწილეობაზე უარი უთქვამს, ფიქრობდა, ისეთს არაფერს აკეთებდა, რომ საკუთარი თავი საზოგადოებისთვის წარედგინა. შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ მოახერხა და აპლიკაციის შევსებაზე დაითანხმა.
“როდესაც აპლიკაციის შევსება დავიწყე და დასმულ შეკითხვებს პასუხი გავეცი, მაშინ გვერდიდან შევხედე საკუთარ საქმიანობას და მივხვდი, რომ არც თუ ისე ცოტა რამეს ვაკეთებ და არც თუ ისე ურიგოდ. პროცესში არასდროს აკვირდები საკუთარ თავს, ვერ ამჩნევ, რას რა რაოდენობითა და დატვირთვით აკეთებ, უფრო სწორად ალბათ, დიდად ვერ აფასებ... ერთი სიტყვით, როცა აპლიკაციის შევსება დავიწყე და შეკითხვებს ვუპასუხე, მაშინ მივხვდი, თურმე მეც ბევრ რამეს ვაკეთებ განსხვავებულად, არა მხოლოდ კოლეგებისთვისა და ბავშვებისთვის, არამედ, ჩემი წვლილი შემაქვს სფეროს განვითარებაში“.
დაჩი ნანობაშვილი 25 წელია პედაგოგია. მისი თქმით, ყველა გაკვეთილის ჩატარებამდე ემზადება, ყველა კლასისთვის განსხვავებულად ფიქრობს, ადგენს სხვადასხვა გეგმას, და თავადაც სულ სწავლობს, რადგან ეს პროფესია ამოუწურავია და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობას, თვითგანვითარებას საჭიროებს.
“მასწავლებელი არ არის მხოლოდ პედაგოგი, რომელიც ცოდნას გადასცემს მომავალ თაობას. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ბავშვებთან ურთიერთობა. მათი მეგობრებიც ვართ და დამცველებიც. ამასთან, მათი გულისტკივილისა და სიხარულის გამზიარებლებიც. ამას კი ძალიან დიდი ენერგია და ფიქრი სჭირდება. ვერ იტყვის ვერც ერთი მასწავლებელი, რომ რადგან უკვე 10, თუნდაც 20 წელია პედაგოგია, ადვილად ჩაატარებს გაკვეთილს, ყოველგვარი მომზადების გარეშე. ყოველი გაკვეთილისთვის წინ გვჭირდება მომზადება, აი, როგორც ფეხბურთელი ემზადება მოედანზე გასასვლელად და წინასწარ ვარჯიშობს, ისე მივდივართ მასწავლებლებიც სკოლაში. ყოველივე ამას კი ძალიან დიდი ენერგია და ყოველდღიური შრომა სჭირდება.“
დაჩი ნანობაშვილის დაფუძნებულია მათემატიკური ოლიმპიადა ევერესტი და მათემატიკის ფესტივალი. ევერესტის ფარგლებში გამოცემული აქვს ამოცანების კრებულები, რომლებსაც საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლები აქტიურად იყენებენ. ცნობისთვის, საქართველოს ბანკ — ევერესტის ოლიმპიადის მხარდამჭერიცაა.
როგორც დაჩი ამბობს, სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც პედაგოგი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა წარსდგეს, შემდეგია:
- საკუთარი თავის გარედან, სხვა თვალით დანახვა;
- ათეულთა კლუბის წევრობა (რაც გულისხმობს ძალიან საინტერესო ადამიანების გაცნობას და შემდეგ მათთან როგორც პროფესიული, ისე მეგობრული ურთიერთობის გაგრძელებას);
- საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში დარწმუნება.
“მთავარია მასწავლებელმა პირველი ნაბიჯი გადადგას და აპლიკაციის შევსება დაიწყოს. რადგან, ეს პროცესი დაეხმარება მას, სხვა თვალით შეხედოს იმ საქმეს, რომელსაც თავად აკეთებs და ამასთან, გაიაზროს მის მიერ განვლილი გზა... ამ პროცესში უდავოდ აღმოაჩენენ, რომ კოლეგებს ეხმარებიან, რაღაც ისეთს აკეთებენ, რაც მათთვისაც სასარგებლოა. განხორციელებული ინიციატივების, სასწავლო პროცესის გადახედვის შემდეგ საკუთარ აპლიკაციას რომ გადახედავ და გადაიკითხავ, სიამაყის გრძნობა გეუფლება. ხშირად მითქვამს ჩემი კოლეგებისთვის — შეავსე თუ გინდა აპლიკაცია და მოდი, აღარ გააგზავნო, მაგრამ როგორც კი აპლიკაციას ავსებ, ხედავ, თურმე რამდენი რამე გაგიკეთებია და მერე აგზავნი კიდეც, რადგან საკუთარ ძალისხმევას სხვანაირად აფასებ“.
როგორც დაჩი ამბობს, ათეულთა კლუბში მოხვედრა უკვე ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი მასწავლებლისთვის, რადგან კლუბის წევრები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, სხვადასხვა მეთოდს და გარკვეულწილად, ადამიანი რეცეპტს იღებს, თუ რამ განაპირობა კოლეგის წარმატება.
“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გახდა ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. მე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა წევრი ვარ — ეს უკვე უკვე საამაყოა.“
როგორც დაჩი გვიყვება, თავადაც არაერთი მასწავლებელი ჰყავს წარდგენილი ჯილდოზე, მათ შორის ზოგიერთი უკვე ათეულთა კლუბის წევრია. იმავეს გაკეთება კი ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია.
ასე რომ, თუ გსურთ, თქვენთვის გამორჩეული მასწავლებლები საზოგადოებამ გაიცნოს, არ გამოგრჩეთ — მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება 23 აპრილიდან დაიწყო და 30 მაისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის ფორმა და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://application.tprize.ge/
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
კომენტარები