იუსტიციის უმაღლესი საბჭო ქარტიისგან მოსამართლეთა "შეურაცხყოფაზე" რეაგირებას ითხოვს
ფოტო: On.ge
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 26 აპრილს, 25-გვერდიანი განცხადება გაავრცელა, სადაც ის ჟურნალისტთა კორპუსს, განსაკუთრებით კი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სთხოვს, შეაფასოს მოსამართლეთა მიმართ რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების "ეთიკურობა".
საბჭოს აზრით, ბოლო პერიოდში მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ მოსაზრებებს გამოხატავენ "გამოხატვის თავისუფლების ნორმების უხეში დარღვევთ":
"საბჭო მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები, ცალ-ცალკე და მით უფრო ერთობლივად, დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლო სისტემას, არამედ თავად გამოხატვის თავისუფლებას და იწვევს მის დისკრედიტაციას, რამდენადაც ისინი განხორციელებულია გამოხატვის თავისუფლებისგან განუყოფელი „მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის“ დარღვევით, ხოლო ზოგჯერ - თვით ამ თავისუფლების ბოროტად გამოყენებით. საბჭო მიიჩნევს, რომ ისინი აუცილებლად უნდა გახდეს სამაუწყებლო საშუალებების, ჟურნალისტთა კორპუსის და მთელი საზოგადოების მხრიდან განხილვისა და ფართო საჯარო დისკუსიის საგანი."
როგორც საბჭო აცხადებს, მათი მიზანია იმის გარკვევა, "თუ როგორია ჩვენი საზოგადოების, სამაუწყებლო საშუალებების და საკუთრივ ჟურნალისტთა კორპუსის დამოკიდებულება ამ განცხადებებისადმი, რათა ყველამ ერთად შევაფასოთ, რამდენად სწორად არის ჩვენში გააზრებული გამოხატვის თავისუფლების შინაარსი, სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები".
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგან "საგანგებოდ ითხოვს", შეფასდეს მოსამართლეთა მიმართ ბოლო დროს გამოთქმული მოსაზრებების ეთიკურობა. საბჭო ასევე აკრიტიკებს ქარტიას და მას "არაეფექტიანს" უწოდებს, რადგან ის ჟურნალისტთა წინააღმდეგ, ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევაში, არ იყენებს სანქციას.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავის ვრცელ განცხადებაში ასახული აქვს, ძირითადად, რუსთავი 2-ის ჟურნალისტებისა და დირექტორის მხრიდან მოსამართლეთა მიმართ ნათქვამი ფრაზები, კერძოდ:
- ზონდერ- მოსამართლე“,
- „დაქირავებული ზონდერი“;
- „მანქურთი“,
- „მანტიაში გახვეული მანქურთი“,
- „მოღალატე“,
- „კრიმინალი“.
ამავე განცხადებაში ვრცალდ არის მოცემული ნიკა გვარამიას, გიორგი გაბუნიას, ზაალ უდუმაშვილისა და სხვების მიერ მოსამართლეთა მიმართ ნათქვამი სხვა ფრაზებიც.
"ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვა კი, უწინარესად სწორედ ჟურნალისტთა კორპუსის ვალია. არც იმის უარყოფა ეგების, რომ ჟურნალისტური ეთიკის სავარაუდო დარღვევებიც, რომლებსაც უზარმაზარი ზიანის მიყენება შეუძლია ინდივიდებისა თუ საჯარო ინტერესებისათვის, ასევე წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს და ისინიც „იმსახურებენ“ სააშკარაოზე გამოტანასა და საჯარო დისკუსიებს. ქართულ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, იცავენ თუ არ საქართველოს ჟურნალისტები მათი პროფესიული ეთიკის სტანდარტებს, თვითშეზღუდვისა
და თვითცენზურის ვალდებულებას ან როგორ რეაგირებს სისტემა ამგვარი ვალდებულებების დარღვევაზე", - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ევა გოცირიძემ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ეფექტიანობა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ტელეკომპანია პირველის ეთერში დაუწუნა. მან განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება იმ დოზით, რაც ამჟამად საქართველოში არსებობს, მისთვის მიუღებელია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის არამოსამართლე წევრიც ევა გოცირიძეა, წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის მოვალეობებში შედის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნა, სასამართლოების შექმნა, ან გაუქმება, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების წამოწყება და ა.შ.
რაც შეეხება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, ის არის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება. ორგანიზაცია 2009 წლის 4 დეკემბერს დაფუძნდა და მას ამჟამად 318 ხელმომწერი ჰყავს. ნებისმიერი პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ რომელიმე ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკის სტანდარტი, უნდა მიმართოს ქარტიას განცხადებით, რის შემდეგაც ქარტიის საბჭო, მხარეების მონაწილეობით განიხილავს საქმეს და ადგენს, ჟურნალისტმა დაარღვია თუ არა ქარტიის რომელიმე პრინციპი. ქარტია არ არის ჟურნალისტთა სადამსჯელო ორგანიზაცია, ის სანქციას არ აკისრებს არავის. ქარტია განიხილავს როგორც ხელმომწერი, ისე არახელმომწერი ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები