რატომ არის ინდაურის ხორცი განსაკუთრებულად სასარგებლო?
რატომ არის ინდაურის ხორცი დღეს ასეთი პოპულარული?
ინდაურის ხორცი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი ხორცია მსოფლიოში. მის პოპულარობას ის სასარგებლო თვისებები და უპირატესობები განსაზღვრავს, რაც მას სხვა ხორცთან შედარებით აქვს. მიუხედავად ამისა, ინდაური საქართველოში, მოხმარების სიხშირით, მაინც ვერ ეწევა სხვა ფრინველებისა და ცხოველების ხორცს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ პროდუქტის სარგებლიანობასა და მასში შემავალ, ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებზე მოგიყვეთ.
დაბალკალორიული და ცილებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საკვები
ფრინველის ხორცი, ღორისა და საქონლის ხორცთან შედარებით, უფრო დაბალკალორიულია. თუმცა, ფრინველებს შორის, ქათამზე ნაკლებ კალორიას ინდაური შეიცავს. მაგალითად, ქათმის ერთ პორცია უცხიმო ხორცში, საშუალოდ, 200 კალორიაა, ინდაურის იგივე რაოდენობის უცხიმო ხორცში კი — 170. ამასთან ერთად, მცირე ცხიმიანობის მიუხედავად, ის მაინც უხვად შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს.
ინდაური ცილის საუკეთესო წყაროცაა. მისი შემცველობით ის ქათმის ხორცს უტოლდება. ცილა კი, კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის მისაღებად და ძვლოვანი, კუნთოვანი თუ სხვა ქსოვილების განვითარებისა და გაძლიერებისთვის.
ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტი
ინდაურის ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, საჭირო ვიტამინსა და მინერალს. ის გაჯერებულია რკინით, მაგნიუმით, ფოსფორით, კალიუმით, სელენით, თუთიით, ისეთი ვიტამინებით, როგორებიცაა PP, B6, B12 და ა.შ. ამიტომ, ინდაურის ხორცს ბალანსირებულ და ჯანსაღ კვებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
ჯანმრთელობის რა პრობლემების პრევენციაში გვეხმარება ის?
ინდაურის ხორცში შემავალი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებები სხვადასხვა დაავადების პრევენციაში გვეხმარება. მაგალითად, კვლევებმა აჩვენეს, რომ ნივთიერება სელენი, რომელსაც ინდაურის ხორცი უხვად შეიცავს, ზოგიერთი კიბოს განვითარების რისკებს ამცირებს. ის, ასევე, აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვით სისტემას. იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს თუთიაც მნიშვნელოვნად უწყობს.
ამასთან ერთად, გლიკემიური ინდექსი, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ რა სისწრაფით იშლება ესა თუ ის პროდუქტი ორგანიზმში და გარდაიქმნება გლუკოზად, ინდაურის ხორცს საკმაოდ დაბალი აქვს. ეს ნიშნავს, რომ მისი მიღება, შაქრის დონეს სისხლში მკვეთრად არ ზრდის, ამიტომ, ის დიაბეტურ პროდუქტადაც მიიჩნევა.
ინდაურის ხორცში, სხვა ხორცთან შედარებით, ქოლესტერინიც ნაკლებია, რაც ხელს უშლის სისხლის მიმოქცევის არასწორ ფუნქციონირებას. ასევე, ამცირებს გულის დაავადებების განვითარების ალბათობას.
არის თუ არა ინდაურის ხორცპროდუქტები უსაფრთხო?
ზოგადად, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ გადამუშავებულ პროდუქტებს ვერიდოთ, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ მარილსა და სხვა მავნე დანამატებს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღეს მათი დამზადების ბევრად ჯანსაღი მეთოდებიც არსებობს. მაგალითად, ხორცპროდუქტების მწარმოებელი ესპანური კომპანია ელპოზო, წარმოების სრულიად განსხვავებული ხაზს ირჩევს. ის პროდუქტებს გაუყინავი ხორცისგან ამზადებს, რის გამოც ფარშირების პროცესის შემდეგ, სპეციალური შემკვრელების გამოყენება აღარ სჭირდება. ელპოზოს პროდუქცია არც გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებსა და გლუტენს შეიცავენ. ამასთან ერთად, ელპოზოს საკუთარი ფერმები და მინდვრები აქვს, სადაც თავადვე მოჰყავს ცხოველებისა და ფრინველებისთვის დანამატებისგან თავისუფალი საკვები — სიმინდი და ქერი. მაღალი სტანდარტისა და წარმოების ამ მეთოდის გამო ქმნის კომპანია პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტებს და დიდი სანდოობით სარგებლობს ევროპაში.
ელპოზოს ასორტიმენტის დიდი ნაწილი ინდაურის ხორცისგან მზადდება. პროდუქტებში მისი გულმკერდი გამოიყენება, რაც ფრინველის ხორცის ყველაზე სასარგებლო ნაწილია. კომპანიას აქვს წარმოების დიაბეტური და დიეტური, ულაქტოზო და უგლუტენო და სხვა სპეციალური ხაზები. ელპოზოს პრემიუმ ხარისხის ეს პროდუქტები საქართველოშიც ხელმისაწვდომია და მათ ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელში შეიძენთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები