სტამბულშ მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად შესაძლებელია რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა. აქამდე რუსეთისგან ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია არ გაჟღერებულა და კრემლი მხოლოდ იმას ამბობდა, რომ შეხვედრა გაიმართება, თუ ვლადიმერ პუტინი ამის აუცილებლობას დაინახავს.

ზუსტი თარიღი ამ დროისთვის ცნობილი არ არის, რადგან რუსული ვერსიით პრეზიდენტები ერთმანეთს შეთანხმების პარაფირების დროს უნდა შეხვდნენ. მედინსკის თქმით, ეს რთული კითხვაა, მით უმეტეს, რომ შეხვედრა უკრაინაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი სახელმწიფოების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს.

"დღევანდელი შინაარსიანი საუბრის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით და ვთავაზობთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრა შესაძლებელია საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად. მითუმეტეს, რომ ამ პარაფირებისა და დეტალების განხილვის დროს, ხელშეკრულების მიხედვით, შესაძლებელია სხვადასხვა პოლიტიკური ნიუანსებისა და დეტალების განხილვა", — განაცხადა მედინსკიმ.

მედინსკის მტკიცებით, ადრე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ორივე ქვეყნის მოლაპარაკებების და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შემუშავებული შეთანხმება მზად იქნება ხელმოწერისთვის.

"შემოთავაზებული ფორმატი ასეთი იყო: ჯერ მზადდება შეთანხმება, შემდეგ ხელშეკრულება დამტკიცდება მომლაპარაკებლების მიერ, რომელსაც მხარი დაუჭირეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე, რის შემდეგაც შესაძლებელია სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრა ამ შეთანხმების ხელმოწერისთვის", — განაცხადა მან.

რა გაირკვა მოლაპარაკებების შემდეგ — მოკლედ

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა რამდენიმე დეტალი გაასაჯაროეს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს შეხვედრა აქამდე ჩატარებულებს შორის ყველაზე მეტად შედეგიანი იყო. მაგალითად, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ შეამცირებს საბრძოლო მოქმედებებს ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით. გარდა ამისა:

  • რუსულმა მხარემ უკრაინიდან განსახილველად მიიღო "მათი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია შეთანხმებაში ჩართვასთან დაკავშირებით" და ეს წინადადებები განიხილება უახლოეს მომავალში, როცა შეატყობინებენ პუტინს;
  • უკრაინა დაჟინებით მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, სადაც გარანტი ქვეყნები ნატოს მე-5 მუხლის ანალოგის მიხედვით იმოქმედებენ;
  • უკრაინა გარანტორებს შორის ხედავენ გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნებს, თუმცა მსურველებისთვის ღიაა;
  • უკრაინა რუსეთს სთავაზობს შეთანხმდნენ, რომ 15 წლის განმავლობაში ყირიმის საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართება და არცერთი მხარე არ ცდის სამხედრო გზით დაბრუნებას;
  • უკრაინის წინადადებები გულისხმობს, რომ რუსეთი არ იქნება მისი ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგი.

გაიგეთ მეტი მოლაპარაკებების შესახებ: