დარსალია ასახელებს რესპონდენტებს, რომელთა ჩაწერაც, მისი თქმით, საზმაუმ აუკრძალა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა იმედა დარსალიამ დაასახელა იმ რესპონდენტების სახელი და გვარები, რომელთა ჩაწერაც, მისი თქმით, პირველმა არხმა აუკრძალა. დარსალიას თქმით, ეს ის ე.წ. შავი სიაა, რომლის შესახებაც მან მედიაში რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა.
ჟურნალისტის თქმით, ასე გამოიყურება "შავი სიის" ნაწილი:
- რონდელის ფონდის ექსპერტების უმრავლესობა;
- ზურა ბატიაშვილი;
- ბუკა პეტრიაშილი;
- თინა ხიდაშელი;
- ლაშა ბაქრაძე;
- ეკა აკობია;
- ბათუ ქუთელია.
მისივე განცხადებით, ეს სია ეხებოდა კონკრეტულ თემებსაც, რომელზეც საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა რამდენჯერმე შენიშვნა მიიღო.
"ამ ჟურნალისტის შემთხვევაში, რომელიც საერთაშორისო თემებზე მუშაობს, დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში. დაიბლოკა ბელარუსის აქციები ანალიტიკურ ჭრილში, ასევე, ჟურნალსიტი გააფრთხილეს რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლეს ამერიკასთან, რომ როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ასევე, არ უნდა დავწეროთ რუსეთზე, რადგან ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია, ვციტირებ", — განაცხადა მან.
ბრიფინგს, ასევე, ესწრებოდნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს იურისტები, რომლებიც დარსალიასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ორი ჟურნალისტის ინტერესებს იცავენ. ისინი საქმის ფარგლებში სახალხო დამცველს მიმართავენ.
"ვიწყებთ სახალხო დამცველთან მიმართვით, მივმართავთ განცხადებით, სადაც სამივე მათგანის შრომითსამართლებრივი უფლებებში ჩარევის შესახებ ვისაუბრებთ, წარვადგენთ მტკიცებულებებს და შესაბამისად, ვფიქრობთ ეს საკმარისია იმისთვის, რომ დადასტურდეს დისკრიმინაციული მიდგომა და ხელშეშლა მათი პროფესიული საქმიანობის განხორცილებაში, დავიცავთ მათ უფლებებს მიმდინარე რეორგანიზაციის პირობებშიც", — თქვა TI-ის იურისტმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ახალი კვირის წამყვანმა, იმედა დარსალიამ 17 თებერვალს განაცხადა, რომ გადაცემა გააჩერეს და ეთერიდან მოხსნეს, რაზეც ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დაგეგმილია რეორგანიზაცია. როგორც On.ge-ის დარსალია მაშინ განუცხადა, ინფორმაცია 28 დეკემბერს მიაწოდეს. მოგვიანებით მან ისაუბრა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო შავი სიები, ანუ იმ ადამიანების ჩამონათვალი, თუ ვინ უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა და ვინ არა.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები