Starlink-ის წარმატება საომარ ვითარებაში — "მასკის ინტერნეტი" უკრაინას მსოფლიოსთან აკავშირებს
ჯერ კიდევ თებერვალში, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, მიხაილო ფედოროვმა, SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს ტვიტერით მიმართა და სთხოვა უკრაინა Starlink-ის ინტერნეტით მოემარაგებინა.
ასევე: ილონ მასკის Starlink-ის აპლიკაციამ უკრაინაში ჩამოტვირთვების რეკორდი მოხსნა
რამდენიმე საათში მასკმა მას უპასუხა, რომ Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისი "ახლა აქტიურია უკრაინაში" და "მეტი ტერმინალი გზაშია". ახლა ვაშინგტონ პოსტი პარასკევს გამოქვეყნებულ ინტერვიუში იუწყება, რომ სერვისი კარგად მუშაობს და აკავშირებს უკრაინას დანარჩენ მსოფლიოსთან.
ათასობით ანტენა
ფედოროვმა ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინელმა ერმა მიიღო ათასობით ინტერნეტ ანტენა, რომლებიც "ძალიან ეფექტიანია".
"ხარისხი შესანიშნავია. ჩვენ ვიყენებთ ათასობით მსგავს ტერმინალს და რაც მთავარია ახალი ანტენები ყოველ მეორე დღეს გვემატება", — თქვა ფედეროვმა.
The Washington Post მასკთან დაკავშირებასაც შეეცადა, მაგრამ მან კომენტარი არ გააკეთა. თუმცა, ფაქტი სახეზეა, "მასკის ინტერნეტი" მუშაობს და იმედებს ამართლებს. მილიარდელის მიზანიც სწორედ ეს იყო, მიაწოდოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.
ასევე: კიევში მყოფმა ინჟინერმა Starlink-ის ინტერნეტკავშირის გამართვა შეძლო
ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში მასკმა განაცხადა, რომ მისი სერვისი ხუთ კვირაში გახდება გლობალური და მიაწვდის ინტერნეტს მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად დასჭირდებათ. ახლა კი უკრაინა სწორედ ასეთ სიტუაციაშია.
"Starlink შეავსებს ხარვეზებს 5G-სა და ბოჭკოებს შორის. სულ მალე 500 000-ზე მეტი მომხმარებელი გვეყოლება", — ამბობდა მასკი 2021 წელს.
ახლა კი, როგორც ჩანს, მასკის სიტყვები მართლდება და მისი სატელიტები საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ინტერნეტით ამარაგებს.
კომენტარები